Recent articles

The latest website content in chronological order

--- gacpacho

ტკბილი ლიმონათი

იშიმორი უკა ძალიან მორცხვია და მეგობრების შეძენა უჭირს. როდესაც ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, მოსწავლეები დასცინოდნენ და „ქვას“ ეძახდნენ. დაახლოებით ამ პერიოდში ის შეხვდა ლიმონისფერი თმის მქონე მიურა კაის. მის გამო, იმავე საშუალო სკოლაში ჩააბარა. ახლა უკას სურს დაძლიოს თავისი მორცხვობა და მეგობრები შეიძინოს. კაი სკოლაში პოპულარული მოსწავლეა, მაგრამ ის ბევრს არ ლაპარაკობს და არ ეტყობა, რომ სხვებით ინტერესდება. მან არ იცის რატომ, მაგრამ უკაზე ღელავს.

544 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მეგობრები ერთი კვირით

ლინ სიანგჯი მეხსიერებას კარგავს ყოველ კვირას და ივიწყებს ახალ მეგობრებს. შუ იოუშუ, ერთგული და მზრუნველი თანაკლასელი, არ ნებდება და ცდილობს, ყოველი ახალი დღის მიუხედავად, მისი მეგობრობა შეინარჩუნოს და გოგონას გულამდე მიაღწიოს. ფილმი გვიყვება იმედის, ერთგულებისა და მეგობრობის ძალის შესახებ, რომელსაც ყველაფრის გადაჭრა შეუძლია.

431 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ყველაზე ლამაზი ოდრი

კი ჰუნი და დედამისი, მი იონი, მშვიდად მართავენ პატარა ბიზნესს, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მი იონს მძიმე დიაგნოზს უსვამენ. ოჯახის გაერთიანების იმედით, კი ჰუნი ცდილობს დაუკავშირდეს თავის დას, ჯი უნს, რომელმაც კარიერის გამო ოჯახი დიდი ხნის წინ დატოვა.

572 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ჯუ ონი: შავი მოჩვენება

ექთანი სახელად იუკო უცნაურ გამოცდილებას იღებს ფუკიე სახელის მქონე გოგონას მოვლისას. სამედიცინო გამოკვლევები აჩვენებს კისტას ფუკიეს სხეულში, მაგრამ ეს კისტა სინამდვილეში არის დაუბადებელი ბავშვის წყევლის ნარჩენი. კისტის წყევლა ვრცელდება ფუკიეზე და მის გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე. მალე ფუკიეს მამა გიჟდება და მკვლელობას ჩადის. ფუკიეს დას მარიკოს განსაკუთრებული სულიერი ძალა აქვს და დედასთან ერთად, გარკვეულ წარმატებას აღწევენ ბოროტი სულის განდევნაში. მაგრამ წყევლის ყველაზე საშინელი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა.

440 0 00 Share Report Read
--- gacpacho

KPOP დემონებზე მონადირეები

ანიმე მოგვითხრობს გამოგონილ K-pop გოგონების ჯგუფზე — ჰანტრიქსზე, რომლებიც ორმაგ ცხოვრებას ეწევიან: სცენაზე ისინი ვარსკვლავები არიან, ხოლო კულისებში — დემონებზე მონადირეები. ისინი ეჯახებიან მოწინააღმდეგე ბიჭების ბენდს, რომლის წევრებიც დემონები არიან.

678 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ჯუ ონი: თეთრი მოჩვენება

იზობეს ოჯახი,  ახლახან გადავიდნენ ახალ სახლში, სადაც მარიკოს ოჯახის მკვლელობა მოხდა. სარკიდან გამოსული სულით შეპყრობილი აცუში სხვებს შორდება და მირაის სექსუალურ ძალადობას იწყებს. შობამდე ორი დღით ადრე გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ, ის მთელ ოჯახს კლავს, მირაის თავის მოკვეთილი თავი ტყეში მიაქვს და  ბოლო სიტყვებს კასეტაზე იწერს, რის შემდეგაც ის თავს ჩამოიხრჩობს. კასეტა დაწყევლილია, რის შედეგადაც ყველა მსმენელი კვდება. მეორე დღეს, ფუმია, კურიერი, ოჯახს საშობაო ნამცხვარს მიუტანს, მაგრამ მსხვერპლთა მოჩვენებები მას აწამებენ. ინციდენტით ტრავმირებულ ფუმიას მისი შეყვარებული, ჩიჰო ანუგეშებს, თუმცა, ფუმია ჩიჰოს ბებიის მოჩვენებად დაინახავს  და დანით კლავს.

457 0 00 Share Report Read
--- gacpacho

მოსამსახურე

ეუნი მდიდარი ბიზნესმენის სახლში მოახლედ იწყებს მუშაობას. ოჯახის უფროსი (ჰუნი) მას შეაცდენს, იუნს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ მისი ეროტიული მოთხოვნილებები შეუსრულოს. მათი რომანის შესახებ ოჯახის წევრი ქალები გაიგებენ და გადაწყვეტენ შეთქმულება მოუწყონ მოსამსახურეს. იუნსაც სხვა გზა არ აქვს, მან საკუთარი თავი უნდა დაიცვას. ფილმი კიმ კი იანგის 1960 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია.

919 0 00 Share Report Read
--- gacpacho

შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ

ჯინ უ და მისი მეგობრები, რომლებიც თავიანთი მოზარდობის პიკს გადიან, განსხვავებული ინტერესებითა და თავიანთი პრობლემებით გამოირჩევიან. თუმცა ერთი საერთო გატაცება მათ მაინც აერთიანებს - სონ ა,  მოსწავლე, რომელიც თავშეკავებულობასა და სილამაზეს განასახიერებს. ბიჭებისთვის სონ ა მიუწვდომელ ოცნებად წარმოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ერთად ერთ კლასში სწავლობს. განსხვავებული ხასიათისა და აკადემიური მიღწევების მიუხედავად, ჯინ უ და სონ ა ერთმანეთის უნიკალური მხარეებით ინტერესდებიან და მათ შორის ახლო კავშირი ყალიბდება. მათი ურთიერთობა გადის სიყვარულით სავსე და ტკბილ-მწარე ეტაპებს, რაც თანდათანობით მათი ემოციურ და დაუვიწყარ ახალგაზრდულ გულში გადადის.

581 0 00 Share Report Read
--- gacpacho

ჩემი სიყვარული, ჩემი პატარძალი

"My Love, My Bride" 2014 წლის კორეული რომანტიკული კომედიაა , რომელიც ახალდაქორწინებული წყვილის სიყვარულსა და ცხოვრებას აღწერს . ფილმი მოგვითხრობ სიუნგ მინისა და მი იუნგის შესახებ , რომლებიც თანაცხოვრების ახალ ეტაპზე დგანან , თუმცა მათ ურთიერთობას სირთულეები და დაბრკოლებები აწყდება . როდესაც ისინი იწყებენ ერთმანეთის უკეთ გაგებას , პირადი და პროფესიული გამოწვევები მათ შორის კიდევ უფრო რთულს ხდის ყოველდღიურ ურთიერთობებს . ფილმი კომედიურ ელემენტებს შეიცავს , თუმცა მნიშვნელოვან თემებსაც ეხება , როგორიცაა ურთიერთობების განვითარება და შერიგება .

576 0 00 Share Report Read