დიდებული ოკეანე
იორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
ისტორია მოგვითხრობს, საყვარელ ბავშვებზე, რომლებსაც ძალიან უყვართ სიყვარული, ცხოვრება და ფრინველები, მოკლემეტრაჭიანი მუსიკალური ანიმე ორ უმცროს თანაკლასელზე...
ეს არის ანიმე დაფუძნებული, ამავე სახელის RPG თამაშზე. ისტორიაა ამოუცნობ გოგონებზე, რომლებსაც ძირძველი ხმლების სახელები აქვთ და ეძებენ საკუთარ დაკარგულ მოგონებებს. ეს არის თამაშის ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი.
ისტორია იწყება ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ამბით, რომელსაც უყვარდება მშვენიერი, ინტელექტუალური გოგონა რიზე. იგი მასთან დაახლოებას დააპირებს იმ კაფეში, რომელშიც ყველაზე ხშირად დადის და სწორედ აქ იწყება მის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები, ამბები რომლებიც ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის რთულად აღსაქმელი და გასააზრებელია...
ბროლა გადარჩენისთვის, განსაკუთრებული შესალებლობებისა მქონე ადამიანები ან უბრალოდ განსხვავებულები იკრიბებიან ყოველ 12 წელიწადში ერთხელ, რათა აღასრულონ დიდებული ომი, რომელიც ცნობილია როგორც მეთორმეტე, სასტიკი სისხლის ღვრა და მოვლენების წარმოდგენელი განვითარებები...
ნარუტოს ახალმა ფილმა სახელად "ბოლომ", უკვე მოიპოვა მაყურებელთა საკმაოდ დიდი ყურადღება. რას ნიშნავს სიტყვა "ბოლო"? ანიმეს დასასრულს? მანგის ფინალს? თუ უბრალოდ ფილმის დასახელებას? ამ ისტორიის სიუჟეტი დაფუძნებულია ტონერი ოცუცუკიზე, კაგუა ოცუცუკის შთამომავალზე, მთავარ ბოროტებასა და ნარუტოს მტერზე. იგი ჩამოდის სამყაროში, თოჯინების, უზარმაზარი, ჯარით, რომლებიც გამოირჩევიან ძალით და ანადგურებენ ყველაფერს.ნარუტოს პრობლემებს, ემატება კიდევ ერთი ფაქტორი, ჰანაბი ჰიუგა ტყვედაა ჩავარდნილი ტონერთან. ყოველივე ამ ბედნიერებასთან ერთად ნინძების სამყაროს ემუქრება განადგურება, უზარმაზარი მეტეორებით, რომლებიც მთვარის ნატეხებს წარმოადგენენ.
ერთი წლის წინ მთელი ინტერნეტი ალაპარაკდა იმაზე, რომ ნარუტო ბოლო მეათე ფილმი გამოდიოდა და ეს იყო მთელი ამ ისტორიის დასასრული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არაა. მასაში კიშიმოტო არ ჩერდება და უშვებს კიდევ ერთ ფილმს, ამჯერად უკვე მომავალ თაობაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი მეგობრების შვილებზე. საინტერესო თავგადასავლები, სიუჟეტი და პერსონაჟები, ფილმიდან გაიგებთ თუ რა შესაძლებლობები ხვდათ წილად, მემკვიდრეობით, პატარებს.
15 წლის ტაკაო აკიძუკი, თითქოს გვიან დაიბადა - მას მისი ასაკისგან განსხვავებით სრულიად სხვა გატაცება აქვს, სურს იმუშაოს, ირჩინოს თავი და იცხოვროს მეწაღეობით. აკიძუკი სკოლაში სიარულიც არ სურს დიდად, ამიტომაც ყოველ წვიმიან დღეს აცდენს და მიდის პარკში, სადაც ტკბება ხედით და ქმნის ფეხსაცმლის ექსკიზებს, მაგრამ ერთ დღესაც მის საყვარელ ადგილს ესტუმრება უცნობი ქალბატონი...
ის და მისი კატა და ის რაც მნიშნელოვანია ორივე მათგანისთვის, ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სინკაი მაკოტო, შეეცადა სითბოს, მარტოობისა და გრძნობების გადმოცემას სურათებსა და მუსიკაში..
მოქმედება ხდება სენგოკუს ეპოქაში. რონინი, სახელად ნანაში [რაც უსახელოს ნიშნავს], მიტოვებულ ტაძარში გადაარჩენს კოტაროს, ბიჭს, რომელსაც ჩინური სამხედრო ორგანიზაცია დასდევს. ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი წევრია რარო, რომლის მიზანი არა იმპერატორის მორჩილება, არამედ ძლიერი მოწინააღმდეგის მოძებნაა. გაურკვეველია რა მიზანი ამოძრავებს ორგანიზაციას, თუმცა ეს ყველაფერი პირდაპირ თუ ირიბად უკვდავების ელექსირს უკავშირდება...
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი