დიდებული ოკეანე
იორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
ეისის სიკვდილის შემდეგ ლუფის რთული პერიოდი დაიწყო, მას მოუწია არც თუ ისე ადვილი გადაწყვეტილების მიღება და მოუწია მეგობრების ორი წლით გაშვება რათა ევარჯიშათ და ძალები მოეკრიბათ. თავად ლუფი გაემართა რეილისთან ერთად "რუსუკაინუ"-ზე. მან დაიწყო ვარჯიში რათა გამხდარიყო არა მხოლოდ კაპიტანი, რომელიც შეძლებდა თუნდ სამყაროს დასალიერში წაყვანას საკუთარი მეგობრების, მათ ოცნებების ასახდენად, არამედ ის კაპიტანიც რომელიც შეძლებდა მათ დაცვას. რა მოხდა ამ ორი წლის მანძილზე? ღირდა კი ეს პერიოდი ამ განშორებად? ეს უკვე თავად შეაფასეთ...
ამბავი იმის შესახებ თუ რამდენად ხშირად გვავიწყდება ცხოვრებაში რა არის მნიშნელოვანი, რას ვეჩვევით და რა ხდება ჩვენთვის უბრალო. ხშირად გვავიწყდება რა არის მშობლების სიყვარული და სამწუხაროდ ამას იქამდე ვერ ვაცნობიერებთ სანამ უკვე გვიანი არ იქნება...
მოქმედება ვითარდება კუნძულზე, სადაც ადგილობრივ სკოლაში მიმდინარეობს სამზადისი, მოახლოებული, ფესტივალისთვის. მზიანი ამინდი და სასიამოვნო ნიავი, უეცრად იცვლება საშინელი ღრუბელითა და ქარიშხლით. ამინდის გაუარესების გამო კუნძულის დატოვებას ვეღარავინ ახერხებს და სწორედ მაშინ, როდესაც უკვე თითქოს ვეღარაფერი გაგვაოცებს იწყება ჩვენი გმირების თავგადასავალი.
ნარუტოს პირველი ოვა, ცალკეული ამბავი კონოჰამარუს მისიაზე. ოვები წარმოადგენენ ცალკეულ დამატებით ეპიზოდებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ძირითად ამბავს ცდება, ხშირად გვხვდებიან უკვე მკვდარი პერსონაჯები, ასევე შესაძლოა ბოროტი პიროვნება კეთილად იყოს წარმოჩენილი.
მუგივარების გუნდი ახალ თავგადასავალს გრანდ ტესორაზე აწყდებიან, ოქროთი დაფარული ყველაზე დიდი გემი-კაზინო მსოფლიოში, რისი მომასწავლებელი უნდა იყოს? გამდიდრების თუ იმედგაცრუების? როგორც ყოველთვის ლუფისა და მისი მეგობრების ისტორია ამჯერადაც სახალისოდ იწყება და დატვირთულია მრავალი სახიფათო, სასაცილო და საინტერესო ამბით...
ისტორია ვითარდება იაპონიაში სადაც ათას წელიწადში პირველად ჩამოვარდა კომეტა. სასიყვარულო ისტორიის მთავარი გმირები კი მიცუჰა და ტაკი არიან. მიცუჰა - უფროსკლასელია და იგი ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობს. მამამისი - ადგილობრივი მერია, რომელიც შინ იშვიათად არის ხოლმე, შესაბამისად უმეტესი პერიოდი გოგონა ბებიასთან ცხოვრობს უმცროს დასთან ერთად... ტაკი - უფროსკლასელი, რომელიც ტოკიოს ცენტრში ცხოვრობს. ძირითადად მეგობრებთან ერთად ატარებს დროს და მუშაობს რესტორანში, დაინტერესებულია არქიტექტურით. სწორედ ეს ორი ადამიანი იცნობს ერთმანეთს მართლაც რომ სასწაულებრივად, დანარჩენი კი ჯობია უკვე თავად ნახოთ...
ანიმე დაფუძნებულია სიონ მურის რომანებზე და მოგვითხრობს იაპონიის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენაზე — ჰაკონეს ეკიდენზე. ეს სიტყვები არაფერს გეუბნებათ? მაშინ იცოდეთ, ეკიდენ ჰაკონე — არის უმსხვილესი ესტაფეტის მარაფონი. უნივერსიტეტის სტუდენტების შეჯიბრი სირბილში რომელიც მხოლოდ რამოდენიმე რეგიონისთვისაა ნებადართული. ამ შეზღუდვების მიუხედავად, იაპონიის მორბენლებისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ტარდება ყოველ წერს 2-3 იანვარს, სადაც უნდა გაირბინო დისტანცია ტოკიოდან ჰაკონემდე. სრული მანძილი კი არის— ყურადღებით! — 218 კილომეტრი, რომელიც ატლეტებმა უნდა დაფარონ. ამ გრანდიოზულ ფონზე განვითარდება ორი კალაპოტიდან ამოვარდნილი სპორტსმენის ისტორია, რომლებსაც მეგობრობამ ძალა მისცა შეექმნათ გუნდი დამონაწილეობა მიეღოთ ამ საოცარ გარბენში.
მოკვდა ახალგაზრდა გოგონა - ამოუცნობმა დამნაშავემ სასიკვდილოდ დაჭრა და დაიმალა. ამ გამოძიებას წინ უძღვება გამომძიებელი საკაიდო, ის საუკეთესო დეტეკტივია ვირტუალურ სამყაროში. იგი ახდენს ჩატვირთვას დამნაშავეთა ფსიქოლოგიურ ეგოში. ამ სამყაროში ჩატვირთვა ყველას არ შეუძლია, ეს მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ჩატვირთვის შემდეგ საკაიდა კარგავს მეხსიერებას და მას მხოლოდ მსხვერპლის სახელი ახსოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის თავის სახელსაც და მიზანსაც იგებს: იგი საუკეთესო გამომძიებელია და ის ვალდებულია რომ გოგონა კაეროს სიკვდილის მიზეზი გაიგოს. ამ გამოძიებაში საკაიდა გამომძიებელთა-ანალიტიკოსთა ორგანიზაცია კურას ეხმარება. ისტორია მოგვითხრობს იმაზე თუ როგორ მოგზაურობს დეტეკტივი საკაიდა მკვლელთა ქვეცნობიერში და ცდილობს მათი მსხვერპლის სიკვდილის მიზეზის გაგებას...
2061 წელი. ადამიანები კოსმოსში ისე მოგზაურობენ როგორც გვერდოთ რაიონში ავტობუსით. საშუალო სკოლა „კერდას“ მონაწილეთა ჯგუფი მიემგზავრება ბანაკში პლანეტა „მაკპაზე“. მალევე რაც ჯგუფი 5ბ ადგილზე მივიდა ისინი გადაეყარნენ უჩვეულო გონიერ მნათობ სფეროს. ის მათ თავს დაესხა და შორეულ კოსმოსში გააგზავნა. უცხო პლანეტი ისრგვლივ მოხეტიალეებმა მიტოვებული ხომალდი აღმოაჩინეს. მას შემდეგ რაც გაარკვიეს რომ ხომალდი მუშა მდგომარეობაში იყო სახლში დაბრუნებაზე დაიწყეს ფიქრი. ამისათვის კი მათ 5 012 სინათლის წელი უნდა გადალახონ მათ. იმისთვის რომ საკვებისა და ჰაერის მარაგი საკმარისი იყოს მათ სხვადასხვა პლანეტებზე შეჩერება და საჭირო მატერიალების შევსებაა საჭირო. მათ გრძელი და სახიფათო გზა ელით ხომალდზე რომელსაც ისინი „ასტრას“ ეძახიან.
ექსცენტრიულ მეცნიერ ოკაბე რინტარუს მეცნიერული კვლევის დაუსრულებელი წყურვილი აქვს. იგი მის მეგობრებთან მაიური შიინასა და იტარუ ჰაშიდასთან ერთად მომავალი გაჯეტების ლაბორატორიას აარსებს ნაქირავებ ოთახში იმ ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნის იმედით, რომელიც ადამიანის ფსიქიკას შეარყევს. მიუხედავად მისი დიდებისაკენ მისწრაფებისა ოკაბეს მიერ აწმყოში შექმნილი ერთადერთი გამორჩეული "გაჯეტი" არის მიკროტალღური ღუმელი, რომელსაც მიუსტიური ძალა გააჩნია. მასში ბანანის მოთავსებისას უცნაური მწვანე სითხე ჩნდება. თუმცაღა მოგვიანებით ოკაბე რინტარუ გადაწყვეტს, რომ ნეირომეცნიერი მაკისე კურისუს კონფერენციას დაესწროს დროში მოგზაურობის საკითხზე, ამ დროს უცნაური ემოციური მოზღვავების ფონზე ხვდება, რომ მიკროტალღური გაჯეტი, იმაზე მეტია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საბოლოოდ ეს თეორია იმით მტკიცდება, რომ ზემოხსენებულ მიკროტალღურ ღუმელს წარსულში შეტყობინებების გაგზავნა შეუძლია. ხოლო რა მოხდება შემდეგ? ეს თავად უნდა იხილოთ... რა თანმიმდევრობით უნდა ვუყუროთ ანიმეს?: იმისათვის, რომ სწორი ქრონოლოგიით იხილოთ შტეინის;კარიბჭე საჭიროა მიყვეთ ჩვენს ინსტრუქციას. 1.იხილეთ: შტეინის;კარიბჭე 1-22 სერიის ჩათვლით - არ ნახოთ 23/24/25 სერიები. 2.იხილეთ სერია: 23B ( ეგრედწოდებული "ალტერნატიული დასასრული" ) 3.იხილეთ: შტეინის;კარიბჭე 0 - ყველა სერია. 4.იხილეთ: პირველ ეტაპზე დატოვებული სერიები : 23/24/25 5.იხილეთ ფილმი: შტეინის;კარიბჭე დეჟა ვიუს ტვირთი
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი