Society

Society gacpacho

სახელმწიფოს მეთაურები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის საჯარო მეტოქეობაა, რაც მათი ქვეყნების ალიანსს საფრთხეს უქმნის. თუმცა, როდესაც ისინი ძლიერი მტრის სამიზნე ხდებიან, იძულებულნი არიან, ერთმანეთზე დაყრდნობით დაიწყონ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. saxelmwifos metaurebi qartulad 2025

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კლოუნი სიმინდის ყანაში

ფილმი მოგვითხრობს ქუინის და მისი მამის შესახებ, რომლებიც ახლახან გადავიდნენ წყნარ ქალაქში ცხოვრების ახლიდან დაწყების იმედით. ამის მაგივრად ისინი აღმოაჩენენ დაშლილ საზოგადეობას, რომელიც განიცდის მძიმე პერიოდს მას შემდეგ, რაც სიმინდის სიროფის ქარხანა დაიწვა. როდესაც ადგილობრივები კამათობენ და დაძაბულობა მატულობს, ბოროტი, მომღიმარი ფიგურა გამოდის სიმინდის მინდვრებიდან, რათა გაათავისუფლოს ქალაქი მისი ტვირთისგან. ნამდვილი გართობა იწყება, როდესაც კლოუნი გამოდის სათამაშოდ. klouni simindis yanashi qartulad 2025

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მე ვიცი, რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულს

1997 წელის საკულტი სლეშერის “მე ვიცი რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულში” გაგრძელება, რომელიც მოგვითხრობს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაკავშირებული მეგობრების ჯგუფის შესახებ, რომლებიც იძულებულები არიან კვლავ გაერთიანდნენ, როდესაც მათ პატარა ქალაქში იდუმალი კაუჭიანი მანიაკი იწყებს გმირების დაუნდობელ ტერორს, რომელმაც იცის საშინელი ინციდენტის შესახებ მათი წარსულიდან. მე ვიცი რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულში 2

37 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

კარგი მეზობელი

ახალგაზრდა მეზობლების, დევიდის და რობერტის საღამო კოშმარად გადაიქცევა, როდესაც ისინი შემთხვევით დაეჯახებიან ველოსიპედით მოსეირნე ქალს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცევიან. მაშინ როცა დევიდი სულ უფრო მეტად განიცდის დანაშაულის გრძნობას, რობერტი საერთოდ არ იჩენს სინანულს და ხდება დომინანტი. როცა დევიდი მსხვერპლის დას, ვანესას ხვდება, ის დაუფიქრებელ ვნებას და გამოსყიდვის ფარულ გრძნობას ემორჩილება, სანამ მიხვდება, რომ რობერტი წარმოუდგენელ რამეს გააკეთებს მათი საიდუმლოს დასაცავად. kargi mezobeli qartulad 2022

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სუფთა

ქლინი, ძალადობრივი და კრიმინალური წარსულის მქონე მამაკაცია, რომელიც მშვიდ ცხოვრებას ცდილობს მას შემდეგ, რაც იგი პირადმა ტაგედიამ გამოაღვიძა. ის სიცოცხლეს უთმობს დანგრეულ საზოგადოებას და ახალგაზრდა გოგონას უსაფრთხოებას, რომელიც მას ქალიშვილს ახსენებს. მაგრამ როდესაც გოგონას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ეს მის სიბნელეში და ძალადობაში დაბრუნებას გამოიწვევს, რომლის დატოვებაც ის ძალიან ცდილობდა. ახლა მისი გადარჩენის მცდელობისას ქლინიმ შეიძლება საკუთარი თავიც გადაირჩინოს. sufta qartulad 2021

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

იურული სამყარო: გამოღვიძება

მოქმედება ვითარდება 2022 წლის ფილმის “იურიული სამყარო 3: ბატონობა“ მოვლენებიდან ხუთი წლის შემდეგ, როდესაც დედამიწა სულ უფრო და უფრო ნაკლებად შესაფერისი ხდება დინოზავრებისთვის. დარჩენილი დინოზავრები ცხოვრობენ იზოლირებულ ეკვატორულ ზონებში მათთვის მეტ-ნაკლებად კომფორტული კლიმატით. ამ ტროპიკულ ბიოსფეროში მცხოვრები სამი დინოზავრი აღმოჩნდება უნიკალური დნმ-ის მატარებელი, რომელთა დახმარებით კაცობრიობას შეუძლია შექმნას სასწაულებრივი წამალი და მოახდინოს რევოლუციური გარღვევა მედიცინაში. ახლა მსოფლიოში სამი უდიდესი დინოზავრის გენეტიკური მასალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათთან საიდუმლო ექსპედიცია იგზავნება ოპერმუშაკი ზორა ბენეტის ხელმძღვანელობით. მაგრამ მალე გმირები აღმოაჩენენ შოკისმომგვრელ საიდუმლოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა სამყაროსგან. იურიული სამყარო 4: აღორძინება

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქაოსი

მოვლენები ვითარდება წარუმატებელი ნარკოგარიგების შემდეგ, როდესაც შელახული დეტექტივი უოკერი (ტომ ჰარდი) იძულებულია მთელი ძალებით იბრძოლოს ღრმად კრიმინალურ სამყაროში, რათა გადაარჩინოს პოლიტიკოსის გატაცებული გაუცხოებული ვაჟი და ამავე დროს გამოავლინოს კორუფციისა და შეთქმულების ბნელი და რთული ქსელი, რომელმაც მთელი მისი ქალაქი მოიცვა. qaosi qartulad 2025

52 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კორპორატიული ცხოველები

ლუსი - საკვები ჭურჭლის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის ამბიციური და ეგოცენტრული გენერალური დირექტორია, რომელიც ერთ დღეს თავისი მრავალტანჯლი თანამშრომლების გაერთაინების მიზნით შტატ ნიუ-მექსიკოს ბუნებაში მდებარე გამოქვაბულებში კორპორატივის მოწყობას გადაწყვეტს. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად, არამეგობრული თანამშრომლების მთელი გუნდი გამოქვაბულის მიწისქვეშეთში ხაფანგში აღმოჩნდება. თანამშრომლების ერთ გუნდად შეკვრის მცდელობა გასაოცარი გულახდილობით, სექსუალური დაძაბულობით და კანიბალიზმით გადარჩენისთვის ერთობლივ ბრძოლაში გადაიქცევა, სადაც გმირები ველურ ცხოველებად გარდაიქმნებიან. korporatiuli cxovelebi qartulad 2019

39 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

ჰილი

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სპორტული დრამა, პატარა ქალაქში მცხოვრები მოგზაური პასტორის ჯეიმს ჰილის ვაჟის რიკი ჰილის შესახებ. ბეისბოლის ფენომენი მოთამაშე, რიკი დემონსტრაციულად ცდილობს გადალახოს თავისი ფიზიკური ნაკლოვანებები და მამის ჯანმრთელობაზე მუდმივი შფოთვა, რათა აიხდინოს პროფესიონალური ბეისბოლის თამაშის ოცნება და საბოლოოდ შეცვალოს ურთიერთობა მამასთან. hili qartulad 2023

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯები

Marvel-ის ამავე სახელწოდების კომიქსებზე დაფუძნებული ფილმის გადატვირთვა, რომელშიც მოვლენები. 1960-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს ოთხი წევრისგან შემდგარი მეცნიერთა გუნდის შესახებ, რომლებიც იგზავნებიან კოსმოსში, სადაც ისინი რადიოაქტიურ დასხივებას მიიღებენ. შედეგად, დედამიწაზე დაბრუნებისთანავე გმირები საკუთარ თავში ზეადამიანურ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ. ესენი არიან: მისტერ ფანტასტიკი, გენიოსი მეცნიერი და გუნდის ლიდერი, რომელიც საკუთარ სხეულს საოცარ სიგრძეს და ფორმას ანიჭებს; უჩინარი ქალი, რომელიც უხილავი ხდება და ავრცელებს ენერგიის უხილავ ველებს; ადამიანი ჩირაღდანი, რომელიც ქმნის ალს, მასში იმალება და დაფრინავს; საგანი, მათი ბუზღუნა, მაგრამ კეთილმოსურნე მეგობარი, რომელიც მის ხორცში ქვის მსგავსი მასალის არსებობის გამო ფლობს დიდ სუპერგმირულ ძალას და შეუპოვრობას, გადაწყვეტენ იბრძოლონ სამართლიანობისთვის “ფანტასტიკური ოთხეულის” შემადგენლობაში. fantastikuri otxeuli: pirveli nabijebi qartulad 2025

51 0 00 Share Report Read