Society

Society gacpacho

ლილო და სტიჩი

2002 წლის ფანტასტიკური ანიმაციური ფილმის “ლილო და სტიჩი” რიმეიკი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ჰავაიში და მოგვითხრობს მარტოხელა გოგოს, ლილოსა და ძაღლი/კოალას მსგავსი უცხოპლანეტელის, სახელად სტიჩის შორის ჩამოყალიბებული მეგობრობის შესახებ. სტიჩი, რომელიც შექმნილია ქაოსისა და ნგრევისთვის, ახალგაზრდა გმირს ეხმარება დანგრეული ოჯახის აღდგენაში. პროცესში მონაწილეობენ უცხოპლანეტელები, სოციალურ მუშაკები და ოჯახური კავშირების იდეა.

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დანიშნულების ადგილი: სისხლიანი კავშირები

ამავე სახელწოდების საშინელებათა ფილმების სერიების მეექვსე ნაწილი, რომელიც მოგვითხრობს კოლეჯის სტუდენტის, სახელად სტეფანის შესახებ, რომელსაც აწუხებს განმეორებადი და ძალადობრივი კოშმარი, მიდის სახლში, რათა იპოვოს ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ ციკლის გარღვევას და მისი ოჯახის გადარჩენას საშინელი სიკვდილისგან, რომელიც გარდაუვლად ელის მათ ყველას.საბოლოო დანიშნულება 6

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

წვიმის მოლოდინში

2011 წლის 31 დეკემბერს, ახალგაზრდა მამაკაცი, იონ-ჰო, მიდის პარკში ქოლგით და სკამზე ჯდება ვიღაცის ან რაღაცის მოლოდინში. ამ პროცესში ბიჭი იხსენებს დაწყებით სკოლას, როდესაც გაიცნო გოგონა, სახელად სო-იონი და როგორ გადაწყვიტა რვა წლის წინ მოულოდნელად მისი პოვნა და წერილის გაგზავნა

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მოსაწვევი

დედის გარდაცვალების და სხვა ნაცნობი ნათესავის არარსებობის შემდეგ, ახალგაზრდა ევი გადაწყვეტს დნმ-ის ტესტის ჩატარებას… და აღმოაჩენს დიდი ხნის დაკარგულ ნათესავს, რომლის არსებობის შესახებ არასოდეს იცოდა. შედეგად, მისი ახლადშეძენილი ოჯახის მიერ მიწვეული ინგლისის გარეუბანში მდებარე სასახლეში, სადაც მდიდრული ქორწილი უნდა გაიმართოს, იგი თავდაპირველად სექსუალური არისტოკრატი მასპინძელით იხიბლება, მაგრამ აღმოჩნდება ჩთრეული გადარჩენის კოშმარში, როდესაც იგი ოჯახის კეთილშობილების უკან მდგარ, ჩახლართულ საიდუმლოებებს და შემაშფოთებელ ზრახვებს გამოავლენს.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბნელეთის პირმშო 2

2009 წლის საშინელებათა ფილმის “ობოლი” პრიკველი. ლინა კლამერი, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით – ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს. მაგრამ ლინას ახალი, უზრუნველყოფილი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ახლა მას მოუწევს დაუპირისპირდეს დედას, რომელიც ნებისმიერ ფასად დაიცავს თავის ოჯახს.

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

არასწორი რეისი

ფილმის მთავარი გმირი ყოფილი სპეცრაზმელი, ლუკას რეიესია, რომელიც შაბათ-კვირას მშობლებთან მიფრინავს. თუმცა, თვითმფრინავს ტერორისტები გაიტაცებენ, და სადღაც ცივილიზაციისგან შორს ჩამოაგდებენ. მთავარი გმირის გადარჩენა შეუძლია, მაგრამ ის გადაწყვეტს უპასუხოს ტერორისტებს, რომლებსაც შეუძლიათ ყველა გადარჩენილი მგზავრის მოკვლა.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

განთიადამდე

მისი დის, მელანის იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ, კლოვერი და მისი მეგობრები მიემგზავრებიან შორეულ ხეობაში, სადაც მელანი გაუჩინარდა პასუხების ძიების დროს. მიტოვებული ვიზიტორთა ცენტრის შესწავლისას, ისინი აღმოაჩენენ, რომ ნიღბიანი მკვლელი მათ დევნის და საშინლად კლავს სათითაოდ… შემდეგ კი იმავე საღამაოს იღვიძებენ. ახლა ხეობაში ჩარჩენილი გმირები იძულებულნი არიან ისევ და ისევ განიცადონ კოშმარი – მხოლოდ ყოველ ჯერზე მკვლელის საფრთხე განსხვავებულია, თითოეული უფრო საშინელი ვიდრე წინა. იმედი ქრება და ჯგუფი მალევე ხვდება, რომ მათ სიკვდილის შეზღუდული რაოდენობა დარჩათ და გაქცევის ერთადერთი გზა გათენებამდე გადარჩენაა.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შეუსრულებელი მისია 8: უკანასკნელი ანგარიშსწორება

ჯაშუშური ფრენჩაიზის “შეუსრულებელი მისია 7” მერვე და დასკვნითი ნაწილი შეუსრულებელი მისიების საიდუმლო სააგენტოს, სუპერ აგენტისა და ოპერატიული დაჯგუფების ლიდერის, ეთან ჰანტის საშიში თავგადასავლების შესახებ, რომელიც მის ერთგულ გუნდთან და მოკავშირეეთან ერთად ისევ კაცობრიობის გადარჩენას ცდილობს, რომელშიც მოქმედება 2023 წლის “შეუსრულებელი მისია 7: სასიკვდილო შურისძიება – ნაწილი 1“ მოვლენების შემდეგ ვითარდება…

38 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ანგარიშსწორება 2

2006 წლის ფილმის “ბუღალტერი“ გაგრძელება კრისტიან ვოლფის შესახებ, რომელსაც რთული პრობლემების გადაჭრის ნიჭი აქვს. როდესაც მის ძველ ნაცნობს კლავენ მას შემდეგ, რაც დატოვებს კოდირებულ შეტყობინებას ” იპოვე ბუღალტერი”, ვოლფი იძულებულია საქმე გომოიძიოს. როცა ვოლფი აცნობიერებს, რომ უფრო ექსტრემალური ზომებია საჭირო, ის დახმარებას სთხოვს თავის გაუცხოებულ და ძალიან საშიშ ძმას, ბრექსს. აშშ-ს სახაზინო დირექტორის მოადგილე მერიბეტ მედინასთან პარტნიორობით ისინი აღმოაჩენენ სასიკვდილო შეთქმულებას, ხდებიან მკვლელთა დაუნდობელი ქსელის სამიზნეები, რომლებიც არაფრის წინაშე არ შეჩერდებიან თავიანთი საიდუმლოების დასამალად.

68 0 00 Share Report Read