ჩემი საშობაო სია
ტეილორსა და ლუკს განსაკუთრებული კავშირი აქვთ, რომელიც ძლიერდება მათ შორის რამდენიმე შობის ერთად გატარების შემდეგ
ტეილორსა და ლუკს განსაკუთრებული კავშირი აქვთ, რომელიც ძლიერდება მათ შორის რამდენიმე შობის ერთად გატარების შემდეგ
თეატრის რეჟისორმა უნდა მოძებნოს გზა, რათა თავისი თეატრი არ გაიყიდოს, წლევანდელი "საშობაო სიმღერა" ყველაზე დიდ წარმატებას მოუტანს მას თუ ჰოლივუდის სიმპათიური მსახიობი დაეხმარება ...
ალექსანდრ დიუმას რომანზე “სამი მუშკეტერი” დაუძნებული სათავგადასავლო დრამის “სამი მუშკეტერი: დ’არტანიანი“ გაგრძელება. როდესაც კონსტანციას გაიტაცებენ დ’არტანიანის თვალწინ, მისი გადარჩენის სასოწარკვეთილი მცდელობისას ახალგაზრდა მუშკეტერი იძულებულია ძალები გააერთიანოს იდუმალ ლედი ვინტერთან. მაგრამ როდესაც ომი გამოცხადდება და ათოსი, პორთოსი და არამისი წავლენ ფრონტზე, წარსულის საშინელი საიდუმლო ანადგურებს ყველა ძველ ალიანსს. როცა მეფე სულ უფრო და უფრო ექცევა კარდინალ რიშელიეს კონტროლის ქვეშ, დ’არტანიანი და მუშკეტერები ხდებიან ბოლო ბასტიონები ქაოსამდე. მათ ითრევენ ქაოსში, რომელიც ქვეყნას განადგურებით ემუქრება, რაც ბადებს საშინელ კითხვას: მოუწევთ თუ არა მათ მსხვერპლად გაწირონ ისინი, ვინც უყვართ თავიანთი მისიის შესასრულებლად?
ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ანტიუტოპიური ფანტასრტიკა, რომელშიც მოქმედება ვითარდება ორიგინალი ფილმის მოვლენებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე, სანამ 18 წლის კორიოლანოს სნოუ პანემი ტირანი პრეზიდენტი და მისი გაქრობის პირას მყოფი საგვარეულოს უკანასკნელი იმედი გახდებოდა, რომლის ოდესღაც ამაყი ოჯახი, ომის შემდგომ მეტროპოლის კაპიტოლიუმში კეთილგანწყობას დაკარგავს. მე-10 ყოველწლიური შიმშილის თამაშების მოახლოებასთან ერთად, ახალგაზრდა სნოუ შეძრწუნებული აღმოჩნდება, როცა მას გაღატაკებული მე-12 რაიონიდან გოგონას, ლუსი გრეი ბერდის მენტორობას დაავალებენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლუსი გრეი პანემის მთელ ყურადღებას იპყრობს მოსავლის აღების ცერემონიის დროს, სნოუ ფიქრობს, რომ მას შეუძლია შანსები მათ სასარგებლოდ აქციოს. ახლა თავიანთი ინსტინქტებისა და ახლად აღმოჩენილი პოლიტიკური ცოდნის შერწყმით, გმირები დროის წინააღმდეგ იბრძვიან, რათა გადარჩნენ და საბოლოოდ გაირკვეს ვინ არის მგალობელი ჩიტი და ვინ გველი.
როალდ დალის 1964 წლის რომანის “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” პრიკველი, რომელშიც მოვლენები ვითარდება მე-19 საუკუნის ბოლოს ლონდონში და მოგვითხრობს გამოსასწორებელი სკოლის მოსწავლის ვილი ვონკას შესახებ, რომელიც მკაცრ ზედამხედველს უპირისპირდება. ფილმი იკვლევს კრეატიული ახალგაზრდა გამომგონებლის, ვილი ვონკას ენერგიულ და მითურ საწყისებს, სანამ ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შოკოლადის ქარხნის მფლობელი გახდებოდა, როდესაც თავისი ტკბილეულისთვის ახალი გემოს მოსაძებნად სახიფათო ლუმპალენდში მისი ერთ-ერთი პირველი თავგადასავლების დროს პირველად შეხვდება უმპა-ლუმპასებს.
პატრიცია ჰაისმიტის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ეროტიკულ-ფსიქოლოგიური თრილერი, ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის ვიკი და მელინდა ვან ალენების შესახებ, რომელთა წარუმატებელი ქორწინება მხოლოდ შეთანხმებით არსებობს: მდიდარი ქმარი განქორწინების თავიდან ასაცილებლად ცოლს საყვარლების ყოლის ნებას რთავს, მაგრამ მათი “თამაშები” სწრაფად გადაიქცევა კოშმარად, როდესაც ვიკი მისი ცოლის საყვარლის გაუჩინარების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი გახდება…
ანტიუტოპიური ფრენჩაიზის “შეშლილი მაქსი” მეხუთე ნაწილი და 2015 წლის ფილმის “შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა” პრიკველი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ, როდესაც სამყარო თანდათან უდაბნოდ გადაიქცევა და ცივილიზაცია გაქრება, სადაც წყლისა და საწვავის მარაგი თითქმის ამოიწურება. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა უშიშარი ფურიოსას (ანია ტეილორ-ჯოი) წარმოშობის შესახებ, სანამ ის შეშლილ მაქსთან გაერთიანდებოდა. როცა სამყარო ინგრევა, ახალგაზრდა ფურიოსას “მწვანე მიწებიდან” იტაცებენ, რომელიც აღმოჩნდება ბაიკერთა ურდოს ხელში, რომელსაც სამხედრო მეთაური დემენტუსი ხელმძღვანელობს. სანამ ორი ტირანი იბრძვის ციტადელზე დომინირებისთვის, ფურიოსა განიცდის მრავალ განსაცდელს, რომლის დროსაც სახლისკენ მიმავალ გზას გეგმავს. შეშლილი მაქსი 2
მუსიკალური დრამა, ყოფილი ნარკომანის და მძიმე მეტალ ჯგუფის დრამერის, რუბენის შესახებ, რომლის ცხოვრება თავდაყირა დედგება, როდესაც გასტროლების დროს მოულოდნელად აღმაჩენს, რომ ის სმენას კარგავს. ექიმის დიაგნოზი არასანუგეშოა, რადგან მისი სიყრუე პროგრესირებადი აღმოჩნდება. იმისათვის, რომ რუბენი ნარკოტიკებს არ დაუბრუნდეს, მის კოლეგას და მეგობარ გოგონას, ლუს იგი ყრუ ადამიანების საზოგადოებაში მიჰყავს. ახლა რუბენს ჩვეული ცხოვრების შენარჩუნების სურვილსა და გარდაუვალ სიყრუესთან შეგუებას შორის ბალანსის პოვნა მოუწევს.
ფილმის მოქმედება ხდება კანადის პროვინცია ონტარიოში. ალექსი მოხუცი კაცია, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც მამაკაცის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ვივიენი ახალგაზრდა, რომანტიული და ექსცენტრიული გოგონაა. ის არწმუნებს ალექსს, რომ დედასთან წავიდნენ, მაგრამ გზაში ...