Society

Society gacpacho

მადლიერების დღე

2007 წლის ფილმის “გრინდჰაუსი” ამავე სახელწოდების კომიკურ თრეილერზე დაფუძნებული სლეშერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება მასაჩუსეტსის შტატის პატარა ქალაქ პლიმუტში, რომლის მაცხოვრებლები მადლიერების დღეს ძალიან, ძალიან სერიოზულად აღნიშნავენ, რომელიც მოულოდნელად კოშმარად გადაიქცევა, როდესაც “ჯონ კრავერის” სახელით ცნობილი იდუმალი სერიული მკვლელი გამოჩნდება ქალაქში, სადაც ის სასტიკი მკვლელობების სერიას სჩადის…

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ემილის ჯადოსნური მოგზაურობა

ემილი და მისი დედა მამის დაკარგვის შემდეგ მარტო ცხოვრობენ. გოგონას ძალიან სურს დედას ბედნიერების პოვნაში დაეხმაროს და მამის შესახებ შეიტყოს. როდესაც ემილი იდუმალ სკივრს იპოვის, რომელსაც იგი მაგიურ სამყაროში გადაჰყავს, ის იქ ფანტასტიკურ და მითიურ არსებებს შეხვდება, რომლებიც მისი ახალი მეგობრები გახდებიან. მაგრამ როცა ახალგაზრდა გმირი შეიტყობს, რომ მის ახალ მეგობრებს საფრთხე ემუქრებათ, ემილი თავისი ყველაზე კოშმარული შიშების წინაშე დგება, რათა მოგზაურობა დაასრულოს და შინ დაბრუნდეს.

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

7 ფუტის სიღრმეზე

ფილმში მოთხრობილია 10 წლის ბიჭის ისტორია, რომელმაც საკუთარი ხელით მოკლა მამა, დედა და თავისი ორი და. წლების შემდეგ ამ სახლში მოხვდნენ ადამი, ისააკი და ოთხი მოგზაური..

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯაშუში მეზობლად

ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუში ბობ ჰოუ სახიფათო საქმეს კიდებს ხელს: მისი შეყვარებულის სამ შვილს უნდა მოუაროს, რომლებსაც დიდად არ უყვართ იგი. როდესაც ერთერთი ბავშვი შემთხვევით სრულიად საიდუმლო ინფორმაციას გადმოწერს, მათ ბობის დიდი ხნის მტერი, რუსი ტერორისტი ეწვევათ...

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

საოჯახო გეგმა

დენ მორგანს უყვარს თავისი მშვიდი გარეუბნის ცხოვრება, როგორც ერთგულ ქმარს, სამი შვილის მამას და მანქანების წარმატებულ გამყიდველს. მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარი ამბავია. ათწლეულების წინ ის იყო მთავარობის ელიტარული მკვლელი, რომელსაც დაევალა მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო საფრთხეების აღმოფხვრა. როდესაც მისი წარსულის მტრები მის კვალზე გადიან, დენი თავის ცოლს, გაბრაზებულ თინეიჯერ ქალიშვილს, გეიმერ ვაჟს და 10 თვის საყვარელ ბავშვს მიკროავტობუსში ჩასვავს და მიდის ექსპრომტულ მოგზაურობაში ლას-ვეგასში. ახლა მისი ოჯახის დაცვის გადაწყვეტილებით და მათთვის საუკეთესო არდადაგების ჩუქებით, დენმა უნდა გამოიყენოს თავისი დიდი ხნის მიძინებული უნარები მისი ნამდვილი ვინაობის გამხელის გარეშე.

51 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დათუნია ტედის შობა

მოვლენები პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც საშობაო მშვიდობა სუფევს, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადეგბა, როდესაც ახალგაზრდა მარიანა საშობაო ბაზრობის ერთ-ერთ ზედა თაროზე შეამჩნევს სათამაშო დათუნიას, ტედის, რომელიც მოულოდნელად ცოცხალი აღმოჩნდება. შედაეგად, ახალგაზრდა გმირი მთელი ძალებით ცდილობს მოიპოვოს ცოცხალი სათამაშო, მაგრამ ტედის სურს მდიდარ ოჯახში მოხვდეს…

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დაშორება

სტივს და მონიკას შეუქცევად შეუყვარდათ ერთმანეთი, იმდენად, რომ მან სიგარეტსაც დაანება თავი. თუმცა მათი სიყვარული გაურკვევლობების წინაშე დგას

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ევრიდიკე გუსმაოს უხილავი ცხოვრება

მოვლენები რიო-დე-ჟანეიროში, 1950-იან წლებში ვითარდება და განუყრელი დების – 18 წლის ევრიდიკეს და 20 წლის გიდის დრამატული ცხოვრების შესახებ მოგვთხრობს, რომლებიც თავიანთი კონსერვატიული მშობლების სახლში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ დები ტრადიცულ რუტინაში არიან ჩაფლულები, თითოეულ მათგანს საკუთარი ოცნება კვებავს – ევრიდიკე ცნობილ პიანისტად გახდომაზე, ხოლო გიდი ნამდვილი სიყვარულის პოვნაზე ოცნებობს. დრამატული მოვლენების შემდეგ, დებს მამა დააშორებს და იძულებულნი არიან ცალკე იცხოვრონ. მაგრამ გმირები პატრიარქალურ ეპოქაში რეპრესიების და ფანატიზმის წინააღმდეგ იბრძვიან და ერთმანეთის პოვნის იმედს არ კარგავენ…

41 0 00 Share Report Read