Society

Society gacpacho

დობერმანი

ფილმის მთავარ გმირს ნათლობის დღეს მამის ერთერთი მეგობარი ჩუქმნის მაგნუმ-357. ბიჭი გაიზარდა და გახდა სუპერთავხედი მძარცველი ზედმეტსახელად დობერმანი. 357-ე მაგნუმი ჩაანაცვლა ახალმა თანამედროვე ცეცხლსასროლმა იარაღმა. მასთან ერთად ყოველთვის არის მისი ყრუ დაქალი, რომელიც მშვიდად იღებავს ფრჩხილებს ინკოსატორების ძარცვისას. ბანდის ყველა წევრი ნამდვილად უცნაური და საინტერესო პერსონაჟია! დაიჭერს კი მას ჩეკი კარიო, დაუნდობელი პოლიციელი. მასთან შედარებით ჭუჭყიანი გარი - უბრალოდ ბოისკაუტია. მას სიგიჟემდე სურს დაიჭიროს ან მოკლას დობერმანი და თავისი მიზნის მისაღწევად მზად არის ყველაფერი გააკეთოს...

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიყვარულით გაბრუება

სემი – პროფესიით ასტრონომია და მას ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის: ვარსკვლაებით მოფენილი ცა და შეყვარებული ლინდა. ლინდა რამოდენიმე დღით ნიუ იორკში წავა და არ დაბრუნდება, სემს კი დასამშვიდობელ წერილს გამოუგზავნის. სემი საძებნელად გაემგზავრება და იპოვის ვინმე ანტონთან ერთად – ფრანგული რესტორანის მფლოელთან. სემი მოეწყობა საცხოვრებლად სამეზობლო სახლში წყვილზე სათვალთვალოდ.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შესახვევი

ბობი კუპერი, კარტის მოთამაშე, რომელსაც ჯიბეები სავსე აქვს ფულით, ლას–ვეგასში კი უზარმაზარი ვალები მართებს, კვლავ უკაცრიელ გზაზეა ბედნიერების ძებნაში. მანქანის შესაკეტებლად ბობი პატარა ქალაქში შედის, სადაც ლამაზმან გრეისს გაიცნობს, რომელმაც თავისი მდიდარი ქმრის მოკვლა ჩაიფიქრა...

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ვულკანი

ლოს–ანჯელესმა უამრავი სტიქიური უბედურება გამოიარა: მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა. მაგრამ ახლა "ანგელოზების ქალაქს" მოუწევს ყველაზე საშინელი კატასტროფის გადატანა, რომელიც ქალაქს მოსპობით ემუქრება... ლოს–ანჯელესის ერთერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მოულოდნელად ამოქმედდა ვულკანი. გავარვარებულმა ლავამ ქუჩებში შემოაღწია... მაგრამ როგორც ყოველთვის, გმირი დროულად გამოჩნდება – ამჯერად სტიქიური უბედურობის დროს სამაშველო სამსახურის მამაცი ოფიცრის სახით, რომელიც სათავეში ჩაუდგება სტიქიასთან ბრძოლას...

36 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მე ვიცი რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულში

ახალგარზდრების პატარა სამეგობრომ დრო მხიარულად გაატარებს ზღვის ნაპირზე. მანქანით სახლში დაბრუნებისას უეცრად გამოჩენილ ადამიანს დაეჯახებიან. მეგობრები ჩათვლიან რომ ის მოკვდა და ზედმეტი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ცხედარს ზღვაში გადააგდებენ. გადის ზუსტად ერთი წელი და ისინი წერილს მიიღებენ... ვიღაცამ იცის მათი საიდუმლო... ვიღაცამ იცის თუ რა ჩაიდინეს მათ წინა

34 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბუგის სტილის ღამეები

რამოდენიმე ადამიანის ისტორია, რომლიბიც პორნოგრაფიული ფილმების წარმოებაში იღებენ მონაწილეობას. ხანში შესული რეჟისორი ახალგაზრდა მიმტანს შეამჩნევს რესტორანში, რომელიც შესაძლოა მის საქმეში გამოდგეს. ჯეკ ჰორნერი 17 წლის ბიჭში სუპერსაყვარლის თვისებებს დაინახავს.

21 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯარისკაცი ჯეინი

ლეიტენანტი ჯორდან ონილი პირველი ქალია, რომელმაც სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს, ფლორიდაში, კატალანოს ცენტრში, ელიტური პროგრამით. აშშ-ს სპეცდანაყოფების საუკეთესო წარმომადგენლები ამ ცენტრში იგზავნებიან მომზადების გასავლელად, მაგრამ მათგან 60 პროცენტი ამ ჯოჯოხეთს ვერ უძლებს. ეს არის გადარჩენის და განადგურების სკოლა...

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მამის დღე

თექვსმეტი წლის სკოტი სახლიდან გაიქცევა გოგონასთან ერთად. განერვიულებული დედა თავის ძველ საყვარლებს დაურეკავს – წამატებულ ადვოკატს ჯეკ ლორენს და წარუმატებელ–დრამატურგს დეილ პატლის – და ორივე მათგანს ეტყვის, რომ ზუსტად ისაა სკოტის ნამდვილი მამა...

28 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფოსტალიონი

ფილმი დევიდ ბრინის წიგნის მიხედვით არის გადაღებული. მოქმედება მომავალში ვითარდება. გლობალური ომის და ეპიდემიის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების ჯგუფი ყოფილი აშშ–ის ტერიტორიაზე სახლდება. კევინ კოსტნერის გმირი მარტო ცხოვრებას ამჯობინებს. ის ცხენის მეშვეობით ერთი დასახლებიდან მეორეში გადადის. ყველაფერს ტირანი გენერალ ბეთლეჰემი მართავს. მისი ჯარი ატერორებს...

47 0 00 Share Report Read