სახის გარეშე
გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტი, შონ არჩერი იძულებულია ვირტუოზი ქირურგის დახმარებით დაქირავებული ტერორისტის, კასტერ ტროის სახე მიიღოს, რათა ამ უკანასკნელის მიერ დაგეგმილი მორიგი ტერორისტული აქტის შესახებ მოიპოვოს ინფორმაცია.
გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტი, შონ არჩერი იძულებულია ვირტუოზი ქირურგის დახმარებით დაქირავებული ტერორისტის, კასტერ ტროის სახე მიიღოს, რათა ამ უკანასკნელის მიერ დაგეგმილი მორიგი ტერორისტული აქტის შესახებ მოიპოვოს ინფორმაცია.
ფილმი დადგმულია ელმორ ლეონარდის რომანის მიხედვით. მთავარი გმირი სახელად ჯეკი ბრაუნი მუშაობს სტიუარდესათ და თან იარაღით მოვაჭრესთვის ქვეყანაში ნაღდი ფული კონტრაბანდით შემოაქვს. ყველაფერი შესანიშნავად მიდის იმ მომენტამდე, სანამ მას ბორკილებს ფედერალური აგენტები არ დაადებენ. თავისუფლებაზე ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ მოვაჭრეს ”ჩაუშვებს”. რისკის მოყვარე გოგო მიიღებს გადაწყვეტილებას ნახევარი მილიონიც მიითვისოს, და იარაღით მოვაჭრეც მოიშოროს თავიდან...
ნიუ-იორკი, 1978 წელი. ფედერალური ბიუროს აგენტი ჯო პისტონე ახალ დავალებას ღებულობს: ბრუკლინის ერთერთ დამნაშავეთა დაჯგუფებაში ჩაინერგოს განგსტერული ბანდების მოქმედებებზე სრული ინფორმაციის მისაღებად. ის იძულებულია დაივიწყოს თავისი ნამდვილი სახელი, გაწყვიტოს ყველა მეგობართან და ნათესავთან ურთიერთობა, რადგან ის ახლა - დონი ბრასკოა. მის საუკეთესო მეგობარი ხდება ხანში შესული მაფიოზი, რომელსაც ესაჭიროება ახალგაზრდა თანაშემწე. მას სჯერა დონისი და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებს. დონი გრძნობს თავის დაუსჯელობის და ხვდება: როგორც არ უნდა ჩაეთრია ახალ ცხოვრებას, რომელიც მას უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს, უკან დაბრუნება ჯერ გვიანი არა. საჭიროა მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯი გააკეთო და უღალატო იმას, ვინც მისი ნამდვილი მეგობარი გახდა.
კეთლი იყოს თქვენი მობრძანება სრულყოფილ მომავლის სამყაროში. აქ ყველა დაპროგროგრამებულია გენეტიკურად და სამწუხარო ბედი ელოდება მათ, ვინც დაიბადა სიყვარულში და არა ლაბორატორიაში. სწორედ ასეთია ახალგაზრდა ვინსენტ ფრიმანის ბედი, რომელმაც დაბადებისთანავე მიიღო იარლიყი "გამოუსადეგარი"
ნიკოლას ვონ ორტონი - თავად წარმატების განსახიერებაა. ის გაწონასწორებული ადამიანია და ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას. დაბადების დღეზე უცნაურ საჩუქარს იღებს - ბილეთს "თამაშში" მონაწილეობისთვის. მას პირდებიან, რომ თამაში მკვეთრ შერგძნებებს დაუბრუნებს, საშუალებას მისცემს შეიგრძნოს სიცოცხლის გემო. თამაშში ჩართული, ნიკოლასი ხვდება, რომ ეს თამაში სასიკვდილოა.
30-იანი წლები ნიუ-იორკი განგსტერულმა გარჩევებმა მოიცვა. ბამპი ჯონსონი, ჰარლემელი რეკეტიორების მეთაურია, მაგრამ იგი უდიდეს წინააღმდეგობას ხვდება, ველური ჰოლანდიელი შულცის სახით, რომელიც მის რაიონში თავდასხმებს ანხორციელებს. ... მაგრამ ბამპი ძალიან ჭკვიანური გზით შეეცდება მტრის ჩამოცილებას და გადაწყვეტს რომ მტერი მისივე წესებით დაამარცხოს ...
ბრიუს უილისი ბოროტმოქმედის როლში, დაქირავებული მკვლელის ზედმეტსახელად ტურა, რომელიც რუსულმა მაფიამ დაიქირავა ფედერალურ ბიუროსთან საბრძოლველად. სახიფათო თამაშის დროს კატა–თაგვობანაში, რომელსაც ის წამოიწყებს, მისი მთავარი მტრები არიან ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე, რუსული დაზვერვის წარმომადგენელი და ირლანდიელი ტერორისტი …
ყოველი ხუთი ათასი წლის შემდეგ კარები იხსნება განზომილებების შორის და ბნელი ძალები დაწესებული ჰარმონიის განადგურებას სცდილობენ. ყოველ ხუთ ათას წელიწადში სამყაროს ესაჭიროება გმირი
ბედისწერა სურათის მთავარ გმირებს საავადმყოფოში შეახვედრებს, სადაც ექიმები მათ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. მათი სიცოცხლის თვლა საათებით მიდის. დანარჩენი მოვლენები ფილმში ჩქარ ტემპში ვითარდება. ისინი გაიტაცებენ მანქანას, რომლის საბარგულშიც მილიონი დოლარი დევს და საავადმყოფოდან გაიქცევიან. მათ დაქირავებული მკვლელები მისდევენ კვალდაკვალ, ისინი თავიანთი ნების წინააღმდეგ მძარცველები ხდებიან, მათ პოლიცია მისდევთ კვალდაკვალ, ისინი ბორდელშიც კი მოხვდებიან, მაგრამ ამავე დროს არ ჩერდებიან და მაინც მირბიან წინ, სამოთხის კარზე დასაკაკუნებლად ...