Travel

SocietyTravel gacpacho

დავიწყებული

21 წლის ჯინ-სეოკი ახალ სახლში გადადის ოჯახთან ერთად. იგი შიზოფრენიით იტანჯება, მაგრამ ოჯახის მზრუნველობა უმსუბუქებს ამ მდგომარეობას. მისი უფროსი ძმა ჯინ-სეოკისათვის მისაბაძი მაგალითია. ერთ ღამეს ჯინ-სეოკის თვალწის მის ძმას იტაცებენ

46 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

შენ აქ არასოდეს ყოფილხარ

ფილმის მთავარი გმირი ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტი,ჯოა, რომელიც ცდილობს შეცვალოს მისი ცხოვრება. იგი დაკავებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების გადარჩენით. მას პოლიტიკოსი მიმართავს, რომლის ქალიშვილიც დაიკარგა. ჯო შეთქმულებებისა და კორუფციის ქსელში ეხვევა

39 0 00 Share Report Read
SocietyCultureTravel gacpacho

სამყაროს მთელი სიმდიდრე

ფილმის მოქმედება სამოცდაათიანი წლების პირველი ნახევრის რომში ხდება. უცნობი დამნაშავეები ნიღბებით იტაცებენ ახალგაზრდას სახელად ჯონ პოლი. მალე გაირკვევა, რომ ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილიშვილია. მისი ბაბუა ჯონ პოლ გეტი ცნობილია არა მხოლოდ მისი ქონების გამო, არამედ როგორც შრომისმოყვარე ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სახელი სიძუნწის გამო აქვს გათქმული. გამტაცებლები გამოსაყიდს მოითხოვენ ბაბუა მისი ქონების ნაწილის გაცემას არ აპირებს, თუნდაც მისი საყვარელი შვილიშვილის გამო ...

41 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ასტრალი 4

ფსიქოლოგ-ექსტრასენსი, ელის რაინერი ასტრალის საზღვრებში, კვლავ დემონთა წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული ადამიანთა სულების გადარჩენისთვის

46 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

განადგურება

ანომალიური ზონა იქსი – ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო ორგანიზაციის მიერ კონტროლირებადი და გამოუკვლევი აკრძალური ტერიტორიაა, რომლის გამოსაკვლევად ახალი მეთორმეტე ექსპედიცია მიემგზავრება. იქ აღმოჩენილი პარანორმალური აქტივობის გამო იდუმალი ზონა კარანტინში იმყოფება. ტერიტორია დანარჩენ კონტინენტს და კაცობრიობის ზივილიზაციას სრულიად მოწყვეტილია. წინა ექსპედიციის მონაწილეები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდნენ, კიბოთი კვდებოდნენ ან ერთმანეთს ხოცვადნენ. ახალი ჯგუფი ოთხი მეცნიერისგან შედგება და ყველა ქალია – ფსიქოლოგი, ბიოლოგი, ტოპოგრაფი და ანთროპოლოგი. მათი მისიაა – ზონა იქსის რუკის შედგენა, ნიმუშების შეგროვება და ყველა მათი დაკვირვებების და შთაბეჭდილებების დოკუმენტირება. იქ ისინი სერიოზულ ტოპოგრაფიულ ანომალიებს და სიცოცხლის არნახულ სასიკვდილო ფორმებს აღმოაჩენენ, რომელიც ადამიანის გონების ფარგლებს სცილდება ...

36 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

სუბურბიკონი

ფილმის მოქმედება ხდება გასული საუკუნის 50-იან წლებში. პროვინციალურ ქალაქში განათლებული და მოწესრიგებული ოჯახი ცხოვრობს. ერთ დღეს სახლში უცხო დამიანი შეიჭრება და ქალს მოკლავს. ნიკი დედის გარეშე რჩება. მეორე დღესვე ოჯახში გარდაცვლილის და ჩამოდის რომელიც ცდილობს დაეხმაროს ოჯახს ტრაგედიის გადატანაში. დროთა განმავლობასი ნიკი მამას უცნაურ ქმედებებს ამჩნევს და უნდა გაერკვეს რა ხდება ...

32 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ნარკო გამომძიებელი (ქართულად)

ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფიცერი მოკლულია, საქმის გამოძიება კი წინ ვერ მიდის და ამიტომ დეტროიტის პოლიცია ნიკ თელისს აბრუნებს, რომელიც 18 თვის წინ სამსახურიდან დაითხოვა. თელისი ჰენრი ოაქსს,აგრესიულ პოლიციელს შეუერთდება და ერთად ისინი ამ ჩახლართულ საქმეს იძიებენ ...

35 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მუნჯი

2052 წელი, ბერლინი. ლეო ბაილერი მუნჯი ბარმენია და მას არსებობისათვის აღარანაირი მიზეზი არ აქვს - მისი საყვარელი ქალი გაქრა. ძიება მას მიწისქვეშა ქალაქში მიიყვანს, სადაც ამერიკელი ქირურგების წყვილს გაიცნობს. ლეო ვერ ხვდება ვინ არიან მისი ახალი ნაცნობები, დახმარებას უნდა ელოდოს მათგან თუ სასწრაფოდ უნდა გაექცეს მათ ...

33 0 00 Share Report Read