Article archive

Society gacpacho

ნახვამდის საყვარელო

გატაცებისგან თავის დაღწევის შემდეგ, შეშინებული გოგონა ცდილობს სატვირთო მანქანის მძღოლი დაარწმუნოს, რომ ღამით სატვირთოს უკანა სავარძელში დამალოს. ორი ქალი თავშესაფარს პოულობს, მაგრამ არ იციან რა ელით naxvamdis sayvarelo qartulad 2020

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩემი ცხოვრების პირველი დღე

არიანამ ქალიშვილი დაკარგა და ვერ მშვიდდება. ნაპოლეონი – მოტივატორია, რომელიც ახერხებს ყველას წახალისებას საკუთარი თავის გარდა. ემილია – ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული მარადიული უიღბლოა, რომელმაც წერტილი დუსვა მის აღმავლობას მხატვრულ ტანვარჯიშში. ხოლო დანიელი – იუთუბერია, რომელიც გაექცა დაშინებას, მაგრამ არა საკუთარ თავში გაურკვევლობას. იდუმალი მამაკაცი ხვდება ოთხივეს, როდესაც ისინი გადაწყვეტენ ამ ყველაფრის დასრულებას, და ახლა გმირები მოდიან მასთან, არც მკვდარი და არც ცოცხლები. მამაკაცს განზრახული აქვს მიაწოდოს მათ განსხვავებული პერსპექტივა, საიდანაც მათ შეუძლიათ შეხედონ თავიანთ მდგომარეობას ერთი კვირის განმავლობაში, რომლის დროსაც ისინი დარჩებიან დროში შეჩერებულნი, საკვებისა და სასმელის გარეშე და ვერავინ შეამჩნევს მათ ყოფნას. მაგრამ ადვილი არ არის მათი აზრის შეცვლა, ვინც გრძნობს, რომ თავისი ცხოვრების დასასრულს მიაღწია.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ლილო და სტიჩი

2002 წლის ფანტასტიკური ანიმაციური ფილმის “ლილო და სტიჩი” რიმეიკი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ჰავაიში და მოგვითხრობს მარტოხელა გოგოს, ლილოსა და ძაღლი/კოალას მსგავსი უცხოპლანეტელის, სახელად სტიჩის შორის ჩამოყალიბებული მეგობრობის შესახებ. სტიჩი, რომელიც შექმნილია ქაოსისა და ნგრევისთვის, ახალგაზრდა გმირს ეხმარება დანგრეული ოჯახის აღდგენაში. პროცესში მონაწილეობენ უცხოპლანეტელები, სოციალურ მუშაკები და ოჯახური კავშირების იდეა.

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დანიშნულების ადგილი: სისხლიანი კავშირები

ამავე სახელწოდების საშინელებათა ფილმების სერიების მეექვსე ნაწილი, რომელიც მოგვითხრობს კოლეჯის სტუდენტის, სახელად სტეფანის შესახებ, რომელსაც აწუხებს განმეორებადი და ძალადობრივი კოშმარი, მიდის სახლში, რათა იპოვოს ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ ციკლის გარღვევას და მისი ოჯახის გადარჩენას საშინელი სიკვდილისგან, რომელიც გარდაუვლად ელის მათ ყველას.საბოლოო დანიშნულება 6

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

წვიმის მოლოდინში

2011 წლის 31 დეკემბერს, ახალგაზრდა მამაკაცი, იონ-ჰო, მიდის პარკში ქოლგით და სკამზე ჯდება ვიღაცის ან რაღაცის მოლოდინში. ამ პროცესში ბიჭი იხსენებს დაწყებით სკოლას, როდესაც გაიცნო გოგონა, სახელად სო-იონი და როგორ გადაწყვიტა რვა წლის წინ მოულოდნელად მისი პოვნა და წერილის გაგზავნა

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მოსაწვევი

დედის გარდაცვალების და სხვა ნაცნობი ნათესავის არარსებობის შემდეგ, ახალგაზრდა ევი გადაწყვეტს დნმ-ის ტესტის ჩატარებას… და აღმოაჩენს დიდი ხნის დაკარგულ ნათესავს, რომლის არსებობის შესახებ არასოდეს იცოდა. შედეგად, მისი ახლადშეძენილი ოჯახის მიერ მიწვეული ინგლისის გარეუბანში მდებარე სასახლეში, სადაც მდიდრული ქორწილი უნდა გაიმართოს, იგი თავდაპირველად სექსუალური არისტოკრატი მასპინძელით იხიბლება, მაგრამ აღმოჩნდება ჩთრეული გადარჩენის კოშმარში, როდესაც იგი ოჯახის კეთილშობილების უკან მდგარ, ჩახლართულ საიდუმლოებებს და შემაშფოთებელ ზრახვებს გამოავლენს.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბნელეთის პირმშო 2

2009 წლის საშინელებათა ფილმის “ობოლი” პრიკველი. ლინა კლამერი, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით – ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს. მაგრამ ლინას ახალი, უზრუნველყოფილი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ახლა მას მოუწევს დაუპირისპირდეს დედას, რომელიც ნებისმიერ ფასად დაიცავს თავის ოჯახს.

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

არასწორი რეისი

ფილმის მთავარი გმირი ყოფილი სპეცრაზმელი, ლუკას რეიესია, რომელიც შაბათ-კვირას მშობლებთან მიფრინავს. თუმცა, თვითმფრინავს ტერორისტები გაიტაცებენ, და სადღაც ცივილიზაციისგან შორს ჩამოაგდებენ. მთავარი გმირის გადარჩენა შეუძლია, მაგრამ ის გადაწყვეტს უპასუხოს ტერორისტებს, რომლებსაც შეუძლიათ ყველა გადარჩენილი მგზავრის მოკვლა.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

განთიადამდე

მისი დის, მელანის იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ, კლოვერი და მისი მეგობრები მიემგზავრებიან შორეულ ხეობაში, სადაც მელანი გაუჩინარდა პასუხების ძიების დროს. მიტოვებული ვიზიტორთა ცენტრის შესწავლისას, ისინი აღმოაჩენენ, რომ ნიღბიანი მკვლელი მათ დევნის და საშინლად კლავს სათითაოდ… შემდეგ კი იმავე საღამაოს იღვიძებენ. ახლა ხეობაში ჩარჩენილი გმირები იძულებულნი არიან ისევ და ისევ განიცადონ კოშმარი – მხოლოდ ყოველ ჯერზე მკვლელის საფრთხე განსხვავებულია, თითოეული უფრო საშინელი ვიდრე წინა. იმედი ქრება და ჯგუფი მალევე ხვდება, რომ მათ სიკვდილის შეზღუდული რაოდენობა დარჩათ და გაქცევის ერთადერთი გზა გათენებამდე გადარჩენაა.

40 0 00 Share Report Read