Article archive

Society gacpacho

შეუსრულებელი მისია 8: უკანასკნელი ანგარიშსწორება

ჯაშუშური ფრენჩაიზის “შეუსრულებელი მისია 7” მერვე და დასკვნითი ნაწილი შეუსრულებელი მისიების საიდუმლო სააგენტოს, სუპერ აგენტისა და ოპერატიული დაჯგუფების ლიდერის, ეთან ჰანტის საშიში თავგადასავლების შესახებ, რომელიც მის ერთგულ გუნდთან და მოკავშირეეთან ერთად ისევ კაცობრიობის გადარჩენას ცდილობს, რომელშიც მოქმედება 2023 წლის “შეუსრულებელი მისია 7: სასიკვდილო შურისძიება – ნაწილი 1“ მოვლენების შემდეგ ვითარდება…

38 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ანგარიშსწორება 2

2006 წლის ფილმის “ბუღალტერი“ გაგრძელება კრისტიან ვოლფის შესახებ, რომელსაც რთული პრობლემების გადაჭრის ნიჭი აქვს. როდესაც მის ძველ ნაცნობს კლავენ მას შემდეგ, რაც დატოვებს კოდირებულ შეტყობინებას ” იპოვე ბუღალტერი”, ვოლფი იძულებულია საქმე გომოიძიოს. როცა ვოლფი აცნობიერებს, რომ უფრო ექსტრემალური ზომებია საჭირო, ის დახმარებას სთხოვს თავის გაუცხოებულ და ძალიან საშიშ ძმას, ბრექსს. აშშ-ს სახაზინო დირექტორის მოადგილე მერიბეტ მედინასთან პარტნიორობით ისინი აღმოაჩენენ სასიკვდილო შეთქმულებას, ხდებიან მკვლელთა დაუნდობელი ქსელის სამიზნეები, რომლებიც არაფრის წინაშე არ შეჩერდებიან თავიანთი საიდუმლოების დასამალად.

68 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ტრონი: არესი (ქართულად)

2010 წლის ფანტასტიკური ფილმის “ტრონი: მემკვიდრეობა” სიქველი და ფრენჩაიზის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს უაღრესად რთული კომპიუტერული პროგრამის “არესი”-ს შესახებ, რომელსაც აგზავნიან ციფრული სამყაროდან რეალურ სამყაროში სახიფათო მისიით, რაც აღნიშნავს კაცობრიობის პირველ შეხვედრას ხელოვნური ინტელექტის მქონე არსებასთან…

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბრძოლის ველზე

შეერთებული შტატების საჰაერო და სახმელეთო ქვედანაყოფის, ზღვის ლომების ყოფილი ჯარისკაცის, რეი მენდოსას (დ’ფარაო უნ-ა-ტაი) ერაყის ომში მიღებულ საბრძოლო გამოცდილებაზე დაფუძნებული სამხედრო დრამა, რომელიც 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა ზღვის ლომების გუნდის შემადგენლობაში, მიენიჭა ვერცხლის ვარსკვლავი, მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციაში “ერაყის თავისუფლება” და გახდა War Office Producers-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სუპერმენი

DC Comics-ის კომიქსებზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი ფნტასტიკა, რომელიც გახდება სუპერმენის შესახებ ფილმების სერიის გადატვირთვა. ფილმი მოგვითხრობს კლარკ კენტის/სუპერმენის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს თავისი კრიპტონური მემკვიდრეობის მორგებას მის ადამიანურ აღზრდასთან, რომელიც მას მისცეს კანზასის შტატის ქალაქ სმოლვილში მცხოვრებმა მისმა დედამიწელმა მშობლებმა მართა და ჯონათან კენტებმა. სუპერმენი არის ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ამერიკული ცხოვრების წესის განსახიერება, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანური სიკეთით იმ სამყაროში, რომელიც სიკეთეს ძველმოდურად თვლის.

54 0 00 Share Report Read
Society gacpacho

აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი

ჯუდი ბლუმის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კომედიური დრამა, 11 წლის მარგარეტ საიმონის შესახებ, რომლის ოჯახი ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადადის. მარგარეტის დედა ქრისტიანი, მამა კი ებრაელია, რომლებმაც მათი ქალიშვილი ყოველგვარი რელიგიური რწმენის გარეშე გაზარდეს, რის გამოც ის დაბნეულია და დისკომფორტს განიცდის. თუმცა, ახალგაზრდა გმირი ხშირად გულწრფელად და თავისებურად ურთიერთობს ღმერთთან, სიტყვებით “აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი”. შედეგად, მარგარეტი სასკოლო დავალებაზე რელიგიური მრწამსის შესწავლას ირჩევს, იმ იმედით, რომ ამ პროცესში საკუთარი რელიგიის საკითხს გადაჭრის. მისი შესწავლის ნაწილი მოიცავს სხვადასხვა თაყვანისცემის ადგილების მონახულებას, რათა უკეთ გაიგოს რელიგიური პრაქტიკა, ასევე ნახოს, შეესაბამება თუ არა ისინი მას. ახლგაზრდა გმირს სიამოვნებს დროის გატარება მამის ებრაელ ბებიასთან, სილვია საიმონთან, რომელსაც უყვარს ის ისეთი, როგორიც არის და იმედოვნებს, რომ გოგონა იუდაიზმზე მოექცევა მას შემდეგ, რაც მას სინაგოგაში წაიყვანს როშ ჰაშანას მსახურებაზე.

61 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დამსჯელი 2: საომარი ზონა

ფრენკ კესტელს, ზედმეტსახელად დამსჯელს, ნამდვილი ომი მიყავს კრიმინალურ სამყაროსთან. ის ნიუ–იორკში ჩამოდის, იმისათვის, რომ გაერკციოს ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტს.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გული მატკინე

ნიუ-იორკელი მწერალი ბეტი წლების განმავლობაში მუშაობდა მისი საკმაოდ წარმატებული მემუარების გაგრძელებაზე, რომელიც ჩანაწერებს თავის მხარდამჭერ ქმარს, დონს უზიარებდა. მაგრამ ბეტის სამყარო სწრაფად იშლება, როდესაც ის დონის და მისი სიძის, მარკის საუბარს მოისმენს, სადაც დონი ამბობს მას ნამდვილად არ მოსწონს ბეტის ახალი წიგნი. შედეგად, მთავარი გმირი თავის დასთან, სარასთან აღიარებს, რომ ათწლეულების სიყვარული და ერთგული ქორწინება გაფერმკრთალდა ამ ამაზრზენი ღალატთან შედარებით. ამავე დროს თერაპევტი დონი აწყდება თავის პროფესიულ გამოწვევებს, რადგან აღმოაჩენს, რომ ვეღარ ზრუნავს და არც კი ახსოვს თავისი უბედური პაციენტები… და ისინი ამას ამჩნევენ.

35 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გულის თვალები

ბოლო რამდენიმე წელია, დაუნდობელი სერიული მკვლელი, რომელიც გულის ფორმის თვალების მქონე ნიღაბს ატარებს, ვალენტინობის დღეს ქაოს თესავს, რომლის დროსაც დევნის და კალვს რომანტიკულ წყვილებს. ამ ვალენტინობის დღეს არცერთი წყვილი არ იქნება დაცული. ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა კოლეგის შესახებ, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ ვალენტინობის დღეს, სერიული მკვლელი მათ შეცდომით იღებს შეყვარებულ წყვილად…

51 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კიდევ ერთხელ გამარჯობა

როდესაც ზაზი იღებს მიწვევას მისი საუკეთესო მეგობრის ფილიპესა და მისი მთავარი მეტოქის ფრანცისკას ქორწილში, იგი გადაწყვეტს გადაარჩინოს თავისი მეგობარი, მაგრამ მისი მცდელობა, რომ საბოტაჟი მოახდინოს ქორწილში, წარუმატებლად ჩაივლის.

44 0 00 Share Report Read