სუპერ მამიკოები
როდესაც გყავს ცელქი ბავშვები, ვალდებული ხარ იყო სუპერმამიკო და გაუმკლავდე ყველა სირთულეს
როდესაც გყავს ცელქი ბავშვები, ვალდებული ხარ იყო სუპერმამიკო და გაუმკლავდე ყველა სირთულეს
პენსიაზე გასული დაქირავებული მკვლელი ტერი იუბანკსი, რომელიც კვლავ თვლის თავს საუკეთესოდ თავის საქმეში, სიხარულით უბრუნდება პროფესიას, რათა მოამზადოს რთული ხასიათის მქონე – ახალგაზრდა ახალბედა ვუნდერკინდი მკვლელი ვილბორგი. შედეგად, მათ სთხოვენ, გაანადგურონ კონკურენტი კრიმინალური სინდიკატის საუკეთესო წევრები და ამ პროცესში გმირები გამოავლენენ დამსაქმებლის ნამდვილ მოტივებს: ძველი გვარდიის ლიკვიდაცია და სინდიკატის ხელში ჩაგდება. თუმცა, ორგანიზაცია არ ელოდა, რომ ტერის გამოცდილება და ვილბორგის გონებრივი შესაძლებლობები, შექმნიდა მათ შორის ასეთ წარმოუდგენელ კავშირს.
ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ კლდოვან მთებში, რომელიც მოგვითხრობს მარტოხელა მამისა და ორი ქალის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ დატოვონ თავიანთი უსაფრთხო სახლი, რათა შეებრძოლონ საშინელ არსებებს და გადაარჩინონ პატარა ბიჭის სიცოცხლე…
მოვლენები 1960 წლის გაზაფხულზე, ჯომოლუნგმას მყინვარწვერზე ვითარდება და ჩინელი მთამსვლელების ჯგუფის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ევერსტზე ასასვლელად ემზადებიან. მათი ამოცანა ყველაზე რთული ნაწილის გადალახვაა, რომელსაც ისინი მეორე საფეხურს უწოდებენ. ეს მათი მეხუთე მცდელობაა, ხოლო წინა ოთხი მთამსვლელების მარხით დასრულდა, ამიტომ ამჯერად გმირებმა თავიანთ დასახულ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიონ…
როდესაც ნოას დედას, ელას, შეუყვარდება ძალიან მდიდარი უილიამი, ისინი ამერიკიდან ლონდონში გადადიან საცხოვრებლად უილიამთან და მის შვილ ნიკთან. 18 წლის ნოა ხვდება ცუდ ბიჭს ნიკს და მათ შორის მაშინვე ჩნდება გრძნობა. ნოა ზაფხულს ატარებს ახალ ცხოვრებასთან შეგუებაში, იძენს ახალ მეგობრებს სხვადასხვა წრეებიდან და აყალიბებს რთულ ურთიერთობას, სანამ ისინი იბრძვიან თავიანთი მიზიდულობის შესაკავებლად. მაგრამ ნოას გაუცხოებულ მამას ციხიდან ათავისუფლებენ და მისი ყოველი ნაბიჯის თვალთვალს იწყებს. საბოლოო ჯამში, ნოაე იძულებული იქნება გაუმკლავდეს თავის დესტრუქციულ წარსულს, როდესაც პირველად შეუყვარდება.
შთამბეჭდავი ჯაშუშური თრილერი მოგვითხრობს ორი დაქორწინებული ლეგენდარული საიდუმლო აგენტის შესახებ, რომელთა ერთგულება გამოცდის წინაშე აღმოჩნდება. ჯორჯ ვუდჰაუსი და მისი საყვარელი მეუღლე კეტრინი მუშაობენ საიდუმლო სამსახურის აგენტებად, რომლებიც ერთად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საშიშ მისიებში. მაგრამ როდესაც კეტრინს ერის ღალატში ეჭვმიტანილად ცნობენ, ჯორჯი ერთგულების კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული. ახლა მან უნდა იბრძოლოს ქორწინების გადარჩენისთვის თუ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ის ემსახურება?
მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, მოგვითხრობს ბანკში მომუშავე წყნარი ინტროვერტი ახალგაზრდა მთავარი გმირის, ნათან კეინის შესახებ, რომელიც დაიბადა იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რის გამოც ის ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობს. მაგრამ როდესაც ბანკის ძარცვის დროს მის ახალ შეყვარებულს მოულოდნელად მძევლად აიყვანენ, მთავარი გმირი მის დაავადებას პირველად იყენებს თავის სასარგებლოდ, რათა გადაარჩინოს შეყვარებული გოგონა.
2023 წლის საშინელებათა თრილერის “მეგანი“ სიქველი, მწყობრიდან გამოსული ხელოვნური ინტელექტის მქონე თოჯინას, სახელად მეგანის შესახებ, რომელსაც ახალგაზრდა ჯემა და მისი ობოლი დისშვილი კედი დაამარცხებენ მას შემდეგ, რაც მან ჯემას მოკვალა სცადა იმ იმედით, რომ კედის ერთადერთი მფარველი გახდებოდა. დისშვილი და დეიდა გაერთიანდებიან, რათა გაანადგურონ ბოროტი თოჯინა, რომელიც საბოლოოდ კვდება. მაგრამ ერთმანეთთან ნამდვილი კავშირის დამყარების შემდეგ, ბედნიერი კედი და ჯემა… ვერც კი ამჩნევენ, რომ მეგანი ჯერ კიდევ ცოცხლობს სახლის სადენებში, რომელიც ახლა მათ უთვალთვალებს და შურისძიებას გეგმავს.
ექშენ-კომედია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მშობლების, ემილისა და მეტის შესახებ, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი საიდუმლო: ისინი წარმოუდგენლად გამოცდილი CIA-ს საიდუმლო აგენტები იყვნენ. გმირებმა ჯაშუშური ცხოვრება დათმეს, რათა ოჯახი შეექმნათ, მაგრამ წყვილის მოკრძალებული არსებობა გარეუბნებში ამქვეყნად ხანმოკლე აღმოჩნდება, როდესაც მათი საფარი გამოვლინდება და ისინი აღმოჩნდებიან უკან ჯაშუშობის სამყაროში. საბოლოოდ, ემილისა და მეტის ითრევენ იმ ცხოვრებაში, რომელიც მათ უკან მოიტოვეს, რაც ფეთქებად შედეგებს გამოიწვევს.