Article archive

Society gacpacho

თანაბარი შანსი

რამდენიმე ადამიანის ისტორია, რომლებიც არანაირად არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და არც კი იცნობენ ერთმანეთს. ერთადერთი, რაც მათ აქვთ საერთო, არის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება

46 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

წარსული

აჰმედი და მისი ფრანგი მეუღლე ოთხი წელია დაშორებულები არიან. მარის თხოვნით, გმირი პარიზში ჩადის თეირანიდან, რათა მოაგვაროს მათ განქორწინებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხები

58 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სნაიპერი. თეთრი ყორანი

მიკოლა – ექსცენტრიული პაციფისტია, რომელსაც სურს კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. მაგრამ როდესაც დონბასში ომი იწყება, მიკოლას გულუბრყვილო სამყარო ინგრევა, რადგან ბოევიკები მის ორსულ ცოლს კლავენ და სახლს უწვავენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ის იღებს კარდინალურ გადაწყვეტილებას და ირიცხება სნაიპერების დანაყოფში. როცა მთავარი გმირი ცოლის მკვლელბს შეხვდება ის ემოციურად ნადგურდება და მტერს “სნაიპერულ ტერორს” უწყობს. მოკილას უაზრო სიკვდილისგან მისი სასიკვდილოდ დაჭრილი ინსტრუქტორი იხსნის. შედეგად, მეგობრის სიკვდილი მასში დიდ “შრამს ტოვებს და ახლა მიკოლა მზადაა სიცოცხლე გასწიროს.

51 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სტუდენტი გოგონა და ბატონი ანრი

ხანშიშესული მოხუცი თავის ბინაში უსასყიდლოდ უშვებს ახალგაზრდა სტუდენტს - იმ პირობით, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მისი შვილის ქორწილის ჩასაშლელად.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ალბინო ალიგატორი

ძარცვისას მოხდა მკვლელობა და მძარცველები იძულებული არიან დაიმალნონ ერთ-ერთი სახლის სარდაფში. მალე სახლს პოლიცია აგნებს, მაგრამ მძარცველები არ აპირებენ ბრძოლის გარეშე დანებებას

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ნაზი ამბორი

პაკისტანელი ახალგაზრდა, კასიმ ხანი, ორმაგ ცხოვრებას ეწევა. სახლში ის პატივს სცემს მშობლებს, არ ეწინააღმდეგება მათ გადაწყვეტილებას - პაკისტანელ ჟასმინთან ქორწინების შესახებ, მშობლების სახლის გარეთ კი გლაზგოს პოპულარულ ღამის კლუბში დიჯეია, ლაპარაკობს ინგლისურად და სექსუალურ კავშირშია ირლანდიელ როსინთან

50 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მზის ჩასვლა

ბრიტანელი ელისი და ნილ ბენეტები, მდიდარი დაქორწინებული წყვილია, რომლებიც მათ შვილებთან, კოლინთან და ალექსთან ერთად აკაპულკოს მდიდრულ კურორტზე ისვენებენ. გმირების ცხოვრება იდეალური ჩანდა იქამდე, სანამ ნათესავის გადამწყვეტი სატელეფონო ზარი იდილიას არ დაარღვევს. ოჯახში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ახლა ნილი, ელისი და ბავშვები იძულებულნი არიან სასწრაფოდ დაბრუნდნენ ლონდონში. მაგრამ მათი თვითმფრინავის გაფრენამდე, ნილი ისე იქცევა, თითქოს პასპორტი დარჩა სასტუმროსში. ის მათ სახლში წასვლას აიძულებს და ირწმუნება, რომ მომდევნო რეისით გამოფრინდება. თუმცა, ამის ნაცვლად, ნილი იაფ სასტუმროს ქირაობს და იწყებს თავისი წარსული ცხოვრების ეჭვქვეშ დაყენებას. ის მთელ დროს სანაპიროზე ატარებს, სადაც ადგილობრივ მიმზიდველ გოგონას ბერნისის გაიცნობს. შედეგად, მთავარი გმირი ლონდონში დაბრუნების გადადების მიზეზების ძებნას აგრძელებს. ამასობაში მის ოჯახს საოჯახო საქმეების და იურიდიული საკითხების მოგვარება უწევს. საბოლოოდ, ნილის უჩვეულო ქცევა ოჯახში დაძაბულობას იწვევს.

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გადაწყვეტილებების წიგნი

მარკი – ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის ცხოვრება და კარიერა მძიმე პერიოდს განიცდის. ის გადაწყვეტს მთელ თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავროს სევენებში მდებარე პატარა სოფელში, რათა დაასრულოს თავისი ბოლო პროექტი, სადაც მისი დეიდა დენიზი ცხოვრობს. იქ მარკი აღმოაჩენს თავის შემოქმედებას და მრავალფეროვანი იდეები უჩნდება, რომლებიც მას ასევე ძირავს ქაოსში, როდესაც იწყებს რჩევებით სავსე “გადაწყვეტილებების წიგნის” დაწერას, პრაქტიკული სახელმძღანველო, რომელიც შეიძლება ნიშნავს მისი ყველა პრობლემის გადაწყვეტას.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კაცები ნერვული აშლილობის ზღვარზე

მხიარული ამბავი ნერვული აშლილობის ზღვარზ მყოფი 17-დან 70 წლამდე ასაკის, შვიდი მამაკაცის შესახებ, რომლებიც სტრესთან გამკლავებას სწავლობენ. ისინი ჯგუფური თერაპიისთვის ველურ ბუნებაში იკრიბებიან. “ექსკლუზიურად მამაკაცებისთვის განკუთვნილ”, ამ იდუმალმა კურსმა, საოცრება უნდა მოახდინოს, ასწავლოს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სტრესისა და თანამედროვე სამყაროს სხვა გამოწვევებთან გამკლავება. მაგრამ როდესაც ყველა მონაწილე ადგილზე იკრიბება, მათ პირველი და ყველაზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი ელით: მათი მწვრთნელი ქალია! ახლა არაპროგნოზირებადი და დაბნეული, მწვრთნელი ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს გმირებს გამოჯანმრთელებაში.

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი

2010 წლის ამავე სახელწოდების პოპულარული ანიმაციური ფილმის რიმეიკი, რომელიც თავად დაფუძნებულია კრესიდა კაუელის 2003 წლის ამავე სახელწოდების წიგნების სერიებზე. ფილმში მოვლენები ვითარდება ლეგენდარული ვიკინგებისა და დრაკონების მკვლელების სოფელში და მოგვითხრობს სოფლის ბელადის, სტოიკი უკიდეგანოს მოუქნელი ვაჟის, ჰიკუპ ჰორენდუს ჰედოკ III-ის შესახებ, რომელმაც ოჯახის ტრადიციის შესანარჩუნებლად, მან უნდა მოკლას დრაკონი, როცა ის სრულწლოვანებას მიაღწევს. მაგრამ კეთილსინდისიერი ჰიკუპი ვერ აიტანს სხვის მოკვლას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეგობრულ დრაკონს, უკბილოს, შეხვდება.

41 0 00 Share Report Read