Article archive

Society gacpacho

აპოკალიფსი Z: დასასრულის დასაწყისი

ცოფის მსგავსი უცნაური დაავადება იწყებს უკონტროლოდ გავრცელებას მთელს პლანეტაზე, რაც ადამიანებს უკიდურესად აგრესიულ არსებებად აქცევს. მაგრამ ხავიერი უკვე გარკვეული ხანია საკუთარ აპოკალიფსში ცხოვრობს; უბედური შემთხვევის შედეგად ცოლის დაკარგვის გამო მგლოვიარე ხავიერი დეპრესიაშია და იზოლირებულია ოჯახისგან, მის ერთადერთ კომპანიონ კატასთან ერთად. ავადმყოფობის გამწვავების გამო, მისი და დაჟინებით მოითხოვს, რომ მან დატოვოს ვიგო და შეუერთდეს მას კანარის კუნძულებზე, მაგრამ გეგმა ჩავარდა. ხავიერი და მისი კატა მალე იძულებულნი გახდებიან წავიდნენ და შეხვდნენ საეჭვო, მაგრამ მნიშვნელოვან კომპანიონებს გზაში.

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ალქაჯი

გრეგორი მაგუაირის რომანზე “ბოროტი: დასავლეთის ბოროტი ჯადოქრის ცხოვრება და თავგადასავალი” დაფიძნებული უინი ჰოლცმანისა და სტივენ შვარცის ბროდვეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიუზიკლის ორნაწილიანი ფილმის პირველი სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები ვითარდება ოზის ჯადოსნურ სამყაროში, რომლის ცენტრში აღმოჩნდება ორი ჯადოქარი: ოზის მიერ მწვანეკანიან ქალად ქცეული – დასავლეთის მომავალი ბოროტი ჯადოქარი ელფაბა, და მიმზიდველი და ამბიციური გოგონა გლინდა, რომელიც მოგვიანებით ჩრდილოეთის კეთილი ჯადოქარი გახდება. ფილმი მოგვითხრობს ამბავს ორი გოგონას მოზარდობის, მათ მეტოქეობის ერთი შეყვარებულისთვის ბრძოლაში, ასევე ტირან ჯადოქართან ბრძოლის შესახებ, რომლის ძალისხმევითაც ოზის სამყაროს მკვიდრნი ელფაბას დაუპირისპირდებიან.

65 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

დიდი გასროლა

კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი შეკითხვებს უსვამს, კვდება...

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიყვარულის დრო

ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია ორ ახალგაზრდას შორის. ალმუტი, გამჭრიახი და შეუკავებელი შეფ-მზარეულია, ხოლო ტობიასი, ცოტა ხნის წინა განქორწინებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელთა მოულოდნელი შეხვედრა სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც ალმუტსა და ტობიას ერთმანეთი შეუყვარდებათ, ააშენებენ სახლს და გახდებიან ოჯახი, თანდათან ვლინდება მწარე სიმართლე, რომელიც განადგურებით დაემუქრება ახალგაზრდა გმირების ერთობლივ ცხოვრებას. ჩვენ ვცხოვრობთ დროში

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კვალი არ დატოვო

უილი, მის 13 წლის ქალიშვილთან ერთად, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლანდის უღრან ტყეებში განმარტოვებით ცხოვრობს. მაგრამ ერთ დღეს ისინი სოციალური სამსახურის ხელში აღმოჩდებიან, და მათი იდეალური ცხოვრება დაინგრევა. გმირებს ადამენებს შორის, ნორმალურ სახლში ჩვეულებრივი ცხოვრება უწევთ, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავდ, მათ მაინც კვლავ მათი ველური სამყარო იზიდავს…

55 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მეჯვარეები

როგორ აღნიშნავენ ქორწილს ავსტრალიაში? ხო უფრო მაგრად, ვიდრე ახალ წელს რუსეთში. მდიდრული ცერემონია, ზღვა ალკოჰოლი და ერთგული მეგობრების სამეული, რომლებიც გადაწყვეტენ ბოლომდე მოწყვეტას. მაგრამ შეძლებს თუ არა ნამდვილი სიყვარული ამ გამოცდის გადატანას?

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ოთხი გზა

ეს არის სიყვარულის და მეგობრობის ისტორია, რომელშიც მოზარდები - მია, მარისა, პაბლო და მანუელი, მენეჯერთან ერთად თავბრუდამხვევ მოგზაურობაში მიდიან. მათ ცხოვრებაში ბავშვის მოულოდნელი გამოჩენა მთელ მათ გეგმებს საფრთხის წინაშე აყენებს, მაგრამ სულ მალე, ის მათი ცხოვრების ყველაზე უმთავრესი სიხარული ხდება

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ

წვრილმანი ხულიგანი ლეო ახორციელებს თაღლითობას და ცხოვრობს საკუთარი სიამოვნებისთვის. მოულოდნელად ის შეკვეთილი მკვლელობის მოწმე ხდება და ახლა პროფესიონალი მკვლელი მის თავზე ნადირობს. სასოწარკვეთილი ლეო ებრაულ საზოგადოებას აფარებს თავს ...

53 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ცეკვა ლურჯ იგუანაში

ამერიკული კლუბის ხუთი სტრიპტიზატორის კულისებს მიღმა ყოველდღიურობას ერთფეროვანს ვერ ვუწოდებთ. სექსუალური მაცდუნებელი ქალები ღამის ცვლაში მუშაობენ, დღისით კი ცხოვრობენ ჩვეულებრივი საზრუნავებით, ოცნებობენ ნათელ მომავალზე ...

45 0 00 Share Report Read