Article archive

Society gacpacho

სკა

ნამდვილი ამბავი ახალგაზრდა ქალის ფაჰრიეს შესახებ, რომელიც, ისევე როგორც მისი პატრიარქალური სოფლის ბევრი სხვა ქალი, მომაკვდავი იმედებითა და მწუხარებით ცხოვრობდა მანამ, სანამ მისი ქმარი კოსოვოს ომის დროს არ გაუჩინარდა. გაჭირვებული ოჯახის უზრუნველსაყოფად, მთავარი გმირი აერთიანებს სხვა ქვრივებს მის საზოგადოებაში, რათა დაიწყოს ადგილობრივი საკვები პროდუქტების ბიზნესი. ისინი ერთად ჰპოვებენ განკურნებას და ნუგეშს ქმრების გარეშე მომავალზე ფიქრში, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების სურვილს მტრულად ხვდებიან. სოფელში კაცები ფაჰრიეს მცდელობებს, საკუთარი თავის და მის გარშემო მყოფი ქალების უფლებების და შესაძლებლობების გაფართოვებას აკრიტიკებენ, იწყება მტრობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ ახლადშეძენილ სუვერენიტეტს – და ფაჰრიეს ოჯახის ფინანსურ მომავალს. აღმოსავლეთ ევროპაში სამოქალაქო ომის და ქალთმოძულეობის ფონზე გმირები გაურკვეველი მომავლის წინაშე იმედისთვის საბრძოლველად ერთიანდებიან.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მამაჩემის შესახებ

ხელის თხოვნის წინ, ახალგაზრდა სებასტიანს, მისი ამერიკელი საცოლე სთხოვს, რომ მოიწვიოს თავისი ძველმოდური იტალიელ ემიგრანტი მამა სალვო მანისკალკო მის სუპერ მდიდარ და ექსცენტრიულ ოჯახთან შესახვედრად უქმე დღეებში. მაგრამ გმირების უქმე დღეები გადაიზრდება კულტურებს შორის შეჯახებად, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, რის შედეგადაც სებასტიანი და სალვო აღმოაჩენენ, რომ ყველაზე მშვენიერი რამ ოჯახში არის ყველაფერი, რაც ოჯახთან არის დაკავშირებული. საბოლოოდ, ზაფხულის არდადაგების ბოლოს, ისინი ერთი დიდი ოჯახი გახდებიან.

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქალიშვილი

სათავგადასავლო ფენტეზი, ახალგაზრდა პრინცესას შესახებ, რომელიც ფიქრობდა, რომ ქორწინდებოდა პრინცზე, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება შოკირებული, როდესაც გაიგებს, რომ ის დრაკონს შესწირეს. პრინცესა ელოდი მოუთმენლად ელის პრინც ჰენრიზე დაქორწინებას და მამის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რათა იყოს კარგი, მორჩილი ცოლი, რომელსაც სჭირდება ფული, რომელიც მისი ქორწინება მოუტანს. ჰენრიზე დაქორწინების შემდეგ, ელოდი ხვდება, რომ მას მოტყუებით აიძულეს გამხდარიყო სასტიკი დრაკონის მსხვერპლი, რომელიც მის შეჭმას აპირებს. ახლა პრინცესამ დიდხანს უნდა იბრძოლოს დრაკონის ბუნაგიდან გასაქცევად, სანამ ვინმე მივა მის გადასარჩენად – მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მის გადასარჩენად არავინ მივა. საბოლოოდ, მთავარი გმირი იხსნის თავს დრაკონის მოკვლით და შურისძიების პირობას დებს.

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სამართლიანობის რაინდები

მარკუსი, იძულებულია სამხედრო სამსახურიდან შინა თავის თინეიჯერ ქალიშვილთნ, მატილდასთნ დაბრუნდეს, როდესაც მისი მეუღლე ტრაგიკულ სარკინიზო კატასტროფაში დაიღუპება. თავიდან ეს უბედურ შემთხვევას ჰგავდა, სანამ არ გამოჩნდა ოტო, რომელიც მისი მეუღლის თანამგავრი იყო, და მისი ორი ექსცენტრიული კოლეგა, ლენარტი და ემენტალი, რომლებიც თვლიან, რომ ეს კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო, რომელშიც მისი მეუღლე შემთხვევით მსხვერპლი აღმოჩნდება. ახლა ისინი, მარკუსთან ერთად სამართლიანობის რაინდები ხდებიან და მომხდარში ნამდვილი დამნაშავეების დასჯას იწყებენ.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დამზადებულია ჩინეთში

მას შემდეგ, რაც ფრანსუას მამასთან ჩხუბი მოუვიდა, ის ათი წლის განმავლობაში არ კონტაქტობდა მის ჩინელ ნათესავებთან. მას არ მოსწონდა კითხვები მისი აზიური მემკვიდრეობის შესახებ და ატყუებდა კიდეც ყველას, რომ შვილად აყვანილი იყო. მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ მალე თავად გახდება მშობელი, ის გადაწყვეტს თავის ფესვებს დაუბრუნდეს ...

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დალის მოლოდინში

მე-20 საუკუნის ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის ხელოვნებითა და კატალონიური რესტორანით “El Bulli”, რომელიც ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით, შთაგონებული რომატიკული კომედია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1970-იანი წლების ესპანეთში და მოგვითხრობს ორი აქტივისტი მზარეული ძმის შესახებ, რომლებიც იძულებულები არიან ფრანკოს რეჟიმს კადაკესის ულამაზეს სანაპიროზე მდებარე სალვადორ დალის რეზიდენციაში დაემალნონ. ძმებს ქირაობს ადგილობრივი რესტორნის ქაოტური მფლობელი, სადაც გმირები იწყებენ კულინარიულ რევოლუციას.

60 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კოსმოსური ძაღლები

სათავგადასავლო ფანტასტიკა, ორი მცირეწლოვანი ბავშვისა და მათი მშობლების შესახებ, რომლებიც ფარულად ეხმარებიან მეგობრულ ძაღლებად ქცეულ სამ უცხოპლანეტელს, რომლებსაც ადგილობრივი უცხოპლანეტელებზე მონადირეები დევნიან, რომლის დროსაც გმირები მთელი ძალებით ცდილობენ კოსმოსური ხომალდის შეკეთებას…

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ღიმილი 2

2020 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმზე “ლორას არ ეძინა” დაფუძნებული 2022 წლის საშინელებათა ფილმის “ღიმილი“ გაგრძელება, მოგვითხრობს დემონური არსების შესახებ, რომელიც ადამიანებში საზარელი ღიმილით ვლინდება. მას შემდეგ, რაც ადამიანი ხედავს ავისმომასწავებელ ღიმილს, მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდება. ფილმის მთავარ გმირსაც მოუწევს ამ კოშმარული რეალობასთან დაპირისპირება. როდესაც ის ემზადება ახალი მსოფლიო ტურნესთვის, მსოფლიო პოპ სენსაცია სკაი რაილი იწყებს სულ უფრო საშინელი და აუხსნელი მოვლენების განცდას. ახლა მზარდი საშინელებებითა და დიდების ზეწოლით შეძრწუნებული, მთავარი გმირი უნდა დაუპირისპირდეს თავის ბნელ წარსულს, რათა დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, სანამ ის კონტროლიდან გამოვა.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მოკლედ რომ ვთქვათ

სასაფალაოზე იდუმალ ადამიანთან შეხვდერის და ქორწილის შემდეგ დილით გაღვიძებული, ტედი აღმოაჩენს, რომ ამიერიდან, თავისი ცხოვრების ყოველი რამდენიმე წუთი პირდაპირი მნიშვნელობით ერთ წელს უტოლდება. ახლა მისი მეუღლე ლენი ორსულობის რთულ ეტაპზეა, რომელთანაც მთელი წელი ისე იცხოვრა, რომ არაფერი არ ახსოვს. დროში ნახტომების ციკლის ხაფანგში აღმოჩენილი, მთავარი გმირის ცხოვრება მის გარშემო იწყებს დაშლას, და საუკეთესო მეგობრის, სემის დახმარებით, ტედი ცდილობს გაარკვიოს, თუ სად შეცდა, რომელმაც ყოველი ძვირფასი მომენტი გონივრულად უნდა გამოიყენოს, საყვარელი ადამიანი არ უნდა დაკარგოს და სიცოცხლის სიყვარული ისწავლოს, რომელიც მას ხელიდან უსხლტდება.

51 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ესპენი ოქროს სასახლის ძიებაში

ნორვეგიულ ფოლკლორზე დაფუძნებული სათავგადასავლო ზღაპარის “ასკელადი: მთის მეფის დარბაზში” გაგრძელება ღარიბი ფერმერის ვაჟის, სახელად ესპენის და მამაცი პრინცესას, ქრისტინეს შესახებ, რომლებიც მეფის და დედოფალის მოწამლის, ხოლო ესპენის ძმებს დაპატიმრების შემდეგ, იძულებულნი არიან სუფთა ოქროსგან აშენებული იდუმალი ციხესიმაგრის მოსაძებნად საშიშ მოგზაურობაში წავიდნენ, სადაც სიცოცხლის ჭა მდებარეობს – ერთადერთი საშვალება, რომელსაც ქრისტინეს მოწამლული მშობლების განკურნება შეუძლია. მაგრამ ზოგიერთი ბოროტი ადამიანიც ეძებს ოქროს ციხესიმაგრეს და თუ გმირები სიცოცხლის ჭის პოვნას ვერ შეძლებენ, ეს ესპენის ძმების სიცოხლის, სამეფოს – და, შეიძლება, მთელი სამყაროს დასასრული გახდეს.

35 0 00 Share Report Read