Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

ცხოვრება წელიწადში

ფილმი მოგვითხრობს 17 წლის დარინის ცხოვრებას, რომელიც გაიგებს, რომ მისი შეყვარებული კვდება. ის ცდილობს დარჩენილ წელიწადში, მას მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებები მიაღებინოს ...

33 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შუაღამის ცა

პოსტაპოკალიფსური დრამა, შორეული არქტიკის კვლევით სადგურზე მარტო მყოფი კიბოთი დაავადებული ხანდაზმული მეცნიერის, ავგუსტინის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს კონტაქტი დაამყაროს კოსმოსურ ხომლდთან, რათა ხელი შეუშალოს ასტრონავტების ჯგუფის დაბრუნებას დედამიწაზე მას შემდეგ, რაც იდუმალი გლობალური კატასტროფა პლანეტას გაანადგურებს. თუ ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდებიან, სავარაუდოდ, ისინი დაიღუპებიან. ამიტომ, კოსმოსურ ხომლადზე შეტყობინების გასაგზავნად, მეცნიერი იდუმალ გოგონასთან, არისთან ერთად იძულებულია ტოქსიკურ გარემოში იმოგზაუროს, რომ მივიდეს ობსერვატორიაში, რომელსაც ატმოსფეროში შეტყობინების გასაგზავნად საკმარისი ენერგია აქვს ...

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მამაჩემის შობის პაემანი

გარკვეულ წილად, დევიდის და ჯულსის ურთიერთობა არაფრით განსხვავდება მამისა და 16 წლის გოგონას ურთიერთობას. მამა ცდილობს შვილს გაუგოს, შვილი ლაპარაკზე უარს ამბობს, მამას უნდა, რომ მისი ცხოვრების ნაწილი იყოს, შვილს თავისუფალი სივრცე სჭირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ დევიდი და ჯულსი გამოყოფილები არიან საზოგადოებისგან. ჯულსის დედისა და დევიდის ცოლის ავტოსაგზაო შემთხვევაში გარდაცვალების შემდეგ, ორივე მათგანი სერიოზულ დანაკლისს განიცდის. ჯულსი გადაწყვეტს, რომ მამამისის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და დევიდს რამდენიმე გასაცნობ ინტერნეტ ვებ-გვერდზე დაარეგისტრირებს. მას უნდა, რომ პარტნიორი იპოვოს მამამისისთვისაც და თავისი თავისთვისაც, ვიღაც ისეთი, ვისთან დალაპარაკებასაც შეძლებს ...

87 0 00 Share Report Read
Society gacpacho

პროქსიმა

სარა კიოლნის ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში ერთადერთი ქალია, რომელიც რთულ პროგრამაში მონაწილეობს. იგი მარტოხელა დედაა, რომელიც რვა წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მას საკმარის დროს ვერ უთმობს. მისი სიყვარული თრგუნავს, არღვევს. როდესაც სარას საზაფხულო კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის მისაღებად ირჩევენ, რომელსაც პროქსიმა ეწოდება, ეს ქმნის ქაოსს დედა-შვილის ურთიერთობაში

28 0 00 Share Report Read
Society gacpacho

საჰაერო ბრძოლა

საჰაერო ბრძოლა -  მეორე მსოფლიო ომის დროს, B 17 ტიპის სატვირთო გადამზიდი ანხორციელებს ტვირთის გადაზიდვას რომელსაც ჰყავს ქალი კაპიტანი "მოდ გარდენი".

30 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბუდე

მოვლენები 1980-იან წლებში ვთარდება და ამბიციური მეწარმის და სასაქონლო ბროკერის რორის (ჯუდ ლოუ) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ამერიკელ მეუღლეს ელისონს (კერი კუნი) და მათ შვილებს ამერიკული გარეუბნის კომფორტის დატოვებას და მშობლიურ ინგლისში დაბრუნებას დაარწმუნებს. ისინი მრავალსაუკუნოვან ვიქტორიანულ კარმიდამოს ქირაობენ, სადაც ელისონი საჯინიბოს აშენების და ცხენების მოშენების თავისი ოცნების არსულების შესაძლებლობას მიიღებს. მაგრამ მალე დაპირებული ახალი მომგებიანი დასაწყისი ნგრევას იწყებს, შედეგად წყვილი საკუთარ თავზე ბევრს გაიგებეს – კერძოდ, ზედაპირზე აღმოჩნდება ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ქვეცნობიერად იგნორირდებოდა …

35 0 00 Share Report Read
Society gacpacho

საშობაო საჩუქარი ბობისგან

კატა სახელად - ბობი - შეხვედრამდე ჯეიმს არ უყვარდა შობა, მაგრამ რიჯა ეშმაკუნა კატამ ეს ყველაფერი შეცვალა. მან მის პატრონს მიცა ყველაფერი რაც ახალი ცხოვრებისკენ წასასვლელი გზაა

35 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გამოსაშვები საღამო

დი დი ალენი და ბარი გლიკმანი კრიზისში მყოფი, ნიუ-იორკის ესტრადის ვარსკვლავები არიან, რომელთა ძვირადღირებული ახალი ბროდვეის შოუი წარუმატებელი აღმოჩნდება, რაც მოულოდნელად მათ კარიერას საფრთხის წინაშე დააყენებს. იმავდროულად, ინდიანაში მდებარე პატარა კონსერვატიულ ქალაქში სკოლის მოსწავლე ემა ნოლანი თავის განსხვავებულ მწუხარებას განიცდის, რომელსაც საშუალო სკოლის დირექტორის მხარდაჭერის მიუხედავად მის მეგობარ გოგონასთან, ალისასთან ერთად გამოსაშვებ საღამოზე დასწრებას აუკრძალავენ. როდესაც დი დი და ბარი გადაწყვეტენ, რომ ემას რთული მდგომარეობა, მათი საზოგადოებრივი პორტრეტის აღმორძინების საუკეთესო მიზეზეია, ისინი ენჯისთან და ტრენტთან ერთად ინდიანაში მიემგაზავრებიან. მაგრამ როცა გმირების ცნობილობის ეგოცენტრიზმული აქტივობა მოულოდნელად საპირისპირო შედეგს გამოიწვევს და მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, ისინი ერთიანდებიან, რათა ემის ლამაზი ღამე აჩუქონ, სადაც ის თავისი სექსუალური ორიენტაციის აღნიშვნას ნამდვილად შეძლებს …

32 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კეთილსინდისიერი ქურდი

ტომ კარტერი გამოცდილი ბანკების მძარცველია, რომელიც ბანკის საცავში მომუშავე ენისთან შეხვდრის და მისი შეყვარების შემდეგ თავისი ცხოვრების წესის შეცვსალას და ყველაფრის ახლიდან დაწყებას გადაწყვეტს. მისი ახალი ცხოვრების დაწყების სიის სათავეში – მოპარული 7 მილიონი დოლარის სამართალდამცავებისთვის გადაცემაა, რომელიც მან ფარეხში დამალა. მაგრამ მთავარი გმირი სწრაფად ხვდება, რომ FBI-ის რიგები ამაზრზენმა და კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა დაიკავეს. ახლა ის იძულებულია საკუთარი სახელის აღსადგენად და დასაცავად და ამავე დროს, საყვარელი ადამიანის გადასარჩენად კორუმპირებული FBI-ის აგენტების წინააღმდეგ იბრძოლოს ...

34 0 00 Share Report Read