შავი შაშვი
განუკურნებელი სენით დაავადებული დედა გადაწყვეტს სიკვდილამდე უკანასკნელად შეკრიბოს ოჯახის წევრები. 2014 წლის დანიური ფილმის -მდუმარე გულის- რიმეიკი ...
The latest website content in chronological order
განუკურნებელი სენით დაავადებული დედა გადაწყვეტს სიკვდილამდე უკანასკნელად შეკრიბოს ოჯახის წევრები. 2014 წლის დანიური ფილმის -მდუმარე გულის- რიმეიკი ...
ლუიზა მეი ოლკოტის კლასიკური რომანის მორიგი ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშშ-ს სამოქალაქო ომის შემდეგ შტატ მასაჩუსეტში ვითარდება და ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი დის ურთიერთობის დრამატული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ელეგანტური ლამაზმანი ჯო, ცელქი და დაუღალავი მეგი, გულკეთილი და მოკრძალებული ბეთი და პატარა ეშმაკუნა ემი ღარიბი პასტორის, რობერტ მარჩის ოჯახში იზრდებიან, სადაც გოგონები ერთად უმკლავდებიან მათ პირველ სიყვარულს, მწარე იმედგაცრუებას და მტკივნეულ განშორებას, ასევე ეხმარებიან უფროსებს და თავიანთი ცხოვრების გზას ეძებენ ...
სადი შობას ბრუნდება სახლში. შეყვარებულისგან მიტოვებული გაიგებს, რომ მისმა მშობლებმა ოჯახის ბიზნესი - საავტორო შოკოლადის მაღაზია გაყიდეს
5 წლიანი ქორწინების შემდეგ ბენი ჯერ კიდევ სიგიჟემდეა შეყვარებული. ერთ დღეს კი გაარკვევს , რომ მისი ცოლი მას ღალატობს. ასე რომ დამცირებული ის განქორწინებულთა კლუბს შეუერთდება…
ორი წელი გავიდა, რაც ახალგაზრდა და-ძმამ, ქიეითი და ტედი პირსებმა შობა გადაარჩინეს, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ქეითი, რომელიც პატარა გოგოდან ცინიკოს თინეიჯერად გადაიქცა, თავისი დედის ახალ ბოიფრენდთან და მის ვაჟთან, ჯეკთან ერთად შობას უხალისოდ ატარებს, რის შედეგადაც გოგონა გაქცევას გადაწყვეტს. მაგარამ როდესაც იდუმალი ჯადოქარი, სახელად ბელსნიკელი ჩრდილო პოლუს განადგურებით და შობას სამუდამოდ დასრულებით დაემუქრება, ქეითი და ჯეკი მოულოდნელად სანტა კლაუსთან ერთად ახალ თავგადასავლებში ჩათრეულები აღმოჩნდებიან …
რომანტიკული მელოდრამის -პრინცესას შეცვლა- გაგრძელება ახალგაზრდა ჰერცოგინია მარგარეტის შესახებ, რომელიც მოულოდნელად მონტენაროს ტახტს მემკვიდრეობით მიიღებს, რაც მის საყვარელ კევინთან ურთიერთობაში პრობლემებს გამოიწვევს. ახლა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ყველა სირთულის დასაძლევად, მარგარეტი დახმარებისთვის კვლავ თავის ორეულს სტეისის მიმართვს …
მისი ბიზნესის გადასარჩენად, კრის კრინგლი (მელ გიბსონი), ასევე ცნობილი როგორც სანტა კლაუსი, იძულებულია აშშ-ს სამხედროებთან ითანამშრომლოს. მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც კრისი მაღალკვალიფიციური მკვლელის (უოლტონ გოგინსი) წინააღმდეგ სასიკვდილო ბრძოლაში აღმოჩნდება ჩათრეული, რომელსაც საზიზღარი საქციელისთვის სანტა კლაუსისგან ნახშირის ნაჭერის მიღების შემდეგ, 12 წლის ლაწირაკი, ბილი ვენანი (ჩენს ჰერსტფილდი) მის მოსაკლავად დაიქირავებს …
საშინელებათა თრილერი, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული მოზარდი გოგონას, ქლოის და მისი მარტოხელა დედის, დიანა შერამენების შესახებ, რომელიც ეს უკანასკნელი მის ქალიშვილს სახლში სრულ იზოლაციაში ზრდის, სადაც დაბადებინდან მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. მაგრამ ერთ დღეს გოგონას წყნარი ცხოვრება ნგრევას დაიწყებს, როდესაც ის მოულოდნელად აღმაჩენს, რომ დედამისი მისგან რაღაც საზარელ საიდუმლოს მალავს …
ექვსი მეგობარი უკვე ხუთი წელია ერთმანეთს არ შეხვედრია. ბობი, იგივე -მამა ბობი- მეგობრებს შეხვდება და თამაშს შესთავაზებს, სადაც გამარჯვებული 150 000 დოლარს მოიგებს ...