Recent articles

The latest website content in chronological order

Society gacpacho

ფარ ქრაი

ჯეკ ქარვერი, სპეცდანიშნულების ყოფილი წევრი, ჟურნალისტ ვალერია კარდინალს წაიყვანს კუნძულზე ბიძის, მაქსის სანახავად, რომელიც აქ სამხედრო კომპლექსში მუშაობს. ჩასვლისთანავე ვალერიას დოქტორი კრიუგერის კაცები გაიტაცებენ. ჯეკი, ნავის განადგურების შემდეგ აღმოაჩენს ობიექტების კუნძულზე ყოფნის ნამდვილ მიზეზს ...

36 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

ამონიტი

მოვლენები 1800-იან წლებში ინგლისში ვითარდება და ცნობილი, მაგრამ არაღიარებული ნამარხებზე მონადირის მერი ენინგის (კეიტ უინსლეტი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მარტო მუშაობს ქვეყნის უხეშ სამხრეთ სანაპიროზე. მისი ცნობილი აღმოჩენების დღეები უკან დარჩა, და ახლა ის ჩვეულებრივ ნამარხებს ეძებს, რათა ისინი ტურისტებს მიჰყიდოს და საკუთარი თავი და ავადმყოფი დედა გამოკვებოს. როდესაც მდიდარი სტუმარი მერის მისი მეუღლის შარლოტას (სირშა რონანი) მოვლას შესთავაზებს, მთავარი გმირი ფინანსურად წახალისებულ შეთავაზება თანხმდება. ამაყი და თავისი საქმით გატაცებული, მერი არასასურველ სტუმარს თავიდან ცუდათ ხვდება, მაგრამ მათ შორის სოციალური კლასის და პიროვნული განსხვავებების მიუხედავად, რამდენიმე ხნის შემდეგ გმირებს შორის ძლიერი კავშირი ყალიბდება, რომელიც ორ ქალს მათი ურთიერთობის ნამდვილი ხასიათის განსაზღვრას აიძულებს, რომელთა შორის მგზნებარე რომანი იწყება, რაც იმ დროისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ...

55 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფერიის ნათლული

ახალგაზრდა და გამოუცდელი ფერია-ნათლია გადაწყვეტს დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და უშველოს პატარა გოგონას, რომელსაც დახმარებაზე უარი უთხრეს ...

38 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

მენკი

ფილმი მოგვითხრობს სცენარისტ ჰერმან ჯ. მანკიევიჩის მიერ ორსონ უელსის საკულტო შედევრის“მოქალაქე კეინის“ (გადაღებული 1941 წელს) მიხედვით კინოსცენარის დაწერის ისტორიას ...

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქორწინების წელი

რომანტიკული კომედია, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ახალგაზრდა ფოტოგრაფი გოგონას, მარა ჰიკის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს არასდროს დაქორწინდეს. ის დარწმუნებულია, რომ ოჯახური ცხოვრება – მისი არ არის, თუნდაც მიმზიდველ ბიჭთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ეს უკანასკნელი სერიოზული ურთიერთობისათვის მზად არის. მაგრამ როდესაც მარას და მის ახალ ბოიფრენდს ერთი წლის განმავლობაში თხუტმეტ სხვადასხვა ქორწილში მიიწვევენ, მთავარი გმირი იმ ადამიანების ზეწოლის განცდას იწყებს, რომლებიც მისგან დიდ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებების მიღებას ელოდებიან. ახლა გოგონა იძულებულია თავის შეხედულებებს გადახედოს და ქორწინების ახალი – დადებითი მხარე დაინახოს

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქირა

ორი წყვილი ოკეანის სანაპიროზე სახლს ქირაობს. ერთი შეხედვით იდეალური ნაქირავები სახლი ეჭვს უჩენთ, რომ მეპატრონე მუდმივად უთვალთვალებს მათ. ის რაც დასვენება უნდა ყოფილიყო ნამდვილ სისასტიკედ გადაიქცევა და ძველი ოთხი მეგობარი, სულ სხვა თვალით დაინახავს ერთმანეთს ...

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიტყვები საპირფარეშოს კედელზე

ფილმი მოგვითხრობს ადამის ისტორიას, რომელიც სხვა მოზარდებისგან არაფრით განსხვავდება. მას ჰორმონების მოზღვავება აწუხებს და მისდევს მომავლის ოცნებას, რომ გახედეს შეფი მზარეული. ქიმიის გაკვეთილზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ადამს მენტალურად დაავადებულად გამოაცხადებენ და მას კათოლიკურ აკადემიაში გააგზავნიან ...

31 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უბედნიერესი სეზონი

შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა როგორც წესი რთულია, გეგმავ, თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველწლიურ საშობაო ვახშამს თუმცა შემდეგ აანალიზებ რომ გოგო ლეზბოსელია, ეს კი საქმეს უფრო ართულებს ...

35 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გაუშვი

კრიმინალური თრილერი, შვილის დაკარგვის შემდეგ, პენსიაზე გასული შერიფის ჯორჯ ბლექლეჯის (კევინ კოსტნერი) და მისი მეუღლის მარგარეტის (დაიან ლეინი) შესახებ, რომლებიც იძულებულნი არიან მონტანაში მდებარე მათი რანჩო მიატოვონ, რათა დაკოტაში მცხოვრები საშიში ოჯახის კლანჭებისგან თვიანთი ერთადერთი ახალგაზრდა შვილიშვილი გადაარჩინონ, რომელსაც მატრიარქი, სახელად ბლანში ხელმძღვანელობს. როდესაც გმირები აღმოაჩენენ, რომ საშიში ოჯახი ბავშვის გაშვებას არ აპირებს, ჯორჯს და მარგარეტს სხვა არჩევანი არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ მათი ოჯახისთვის იბრძოლონ …

35 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მთარგმნელები

ბესტსელერის ტრილოგიის ბოლო ნაწილის სათარგმნელად 9 მთარგმნელს დაიქირავებენ და მათ მდიდრულ ბუნკერში გამოკეტავენ. მას მერე რაც გასაიდუმლოებული ფურცლების პირველი 10 გვერდი ინტერნეტში აიტვირთება, მთარგმნელების ოცნების სამსახური ნამდვილ ღამის კოშმარად იქცევა. ფაქტია ქურდი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა რომელი? ...

68 0 00 Share Report Read