შავი კლოვერი სეზონი 2
ანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
ნიუ-იორკელი მწერალი ბეტი წლების განმავლობაში მუშაობდა მისი საკმაოდ წარმატებული მემუარების გაგრძელებაზე, რომელიც ჩანაწერებს თავის მხარდამჭერ ქმარს, დონს უზიარებდა. მაგრამ ბეტის სამყარო სწრაფად იშლება, როდესაც ის დონის და მისი სიძის, მარკის საუბარს მოისმენს, სადაც დონი ამბობს მას ნამდვილად არ მოსწონს ბეტის ახალი წიგნი. შედეგად, მთავარი გმირი თავის დასთან, სარასთან აღიარებს, რომ ათწლეულების სიყვარული და ერთგული ქორწინება გაფერმკრთალდა ამ ამაზრზენი ღალატთან შედარებით. ამავე დროს თერაპევტი დონი აწყდება თავის პროფესიულ გამოწვევებს, რადგან აღმოაჩენს, რომ ვეღარ ზრუნავს და არც კი ახსოვს თავისი უბედური პაციენტები… და ისინი ამას ამჩნევენ.
ბოლო რამდენიმე წელია, დაუნდობელი სერიული მკვლელი, რომელიც გულის ფორმის თვალების მქონე ნიღაბს ატარებს, ვალენტინობის დღეს ქაოს თესავს, რომლის დროსაც დევნის და კალვს რომანტიკულ წყვილებს. ამ ვალენტინობის დღეს არცერთი წყვილი არ იქნება დაცული. ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა კოლეგის შესახებ, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ ვალენტინობის დღეს, სერიული მკვლელი მათ შეცდომით იღებს შეყვარებულ წყვილად…
როდესაც ზაზი იღებს მიწვევას მისი საუკეთესო მეგობრის ფილიპესა და მისი მთავარი მეტოქის ფრანცისკას ქორწილში, იგი გადაწყვეტს გადაარჩინოს თავისი მეგობარი, მაგრამ მისი მცდელობა, რომ საბოტაჟი მოახდინოს ქორწილში, წარუმატებლად ჩაივლის.
სათავგადასალო ანიმაციური-ფანტასტიკა, 11 წლის ბიჭის, სახელად ელიოს შესახებ, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება სამყაროს მეორე მხარეს, სადაც ახლა ახალგაზრდა გმირი მთელი ძალებით იბრძვის ადაპტირდეს უცხო გარემოში, რომელსაც უცხოპლანეტელები შეცდომით ჩენი პლანეტა დედამიწის ინტერგალაქტიკურ ელჩად თვლიან. ხოლო ამავე დროს ელიოს დედა ოლგა მუშაობს ზესაიდუმლო პროექტზე უცხოპლანეტელების შეტყობინებების გაშიფვრის მიზნით.
ლეო რუსო, მის მეუღლესთან, ანგელასთან, მათ მორცხვ, მაგრამ ნიჭიერ შვილთან და ლეოს იტალიელ-ამერიკელი ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების მჭიდრო ქსელთან ერთად, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს კუინსში. მამამისთან და უმცროს ძმასთან ერთად საოჯახო სამშენებლო ბიზნესში მომუშავე, საკმარისად ბედნიერი, ლეო ცხოვრობს მხოლოდ კოლეჯის კალათბურთის თამაშებისთვის და არასოდეს უშვებს შესაძლებლობას, გაახაროს თავისი ერთადერთი შვილი. როდესაც კოლეჯის მოსწავლე იღებს კოლეჯის კალათბურთის თამაშის გასაოცარ და ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობას, მთავარი გმირი იყენებს შანს დაგეგმოს თავისი მომავალი ოჯახის სამშენებლო ბიზნესისგან მოშორებით. მაგრამ, როცა მოულოდნელი მწუხარება ემუქრება კალათბურთის გუნდს, ლეო უეცარ ზომებს იღებს, რათა მისი შვილი ამ ახალ გზაზე დარჩეს.
მოვლენები ვითარდება 1890-იან წლების ლონდონში და მოგვითხრობს სერიული მკვლელის უილიამ კოლკოტის შესახებ, რომელსაც ელექტრო სკამზე სიკვდილით დასჯას მიუსჯიან, მაგრამ მისი დასჯის ბოლო საათებში მთავარი გმირი წყევლის ციხეს და იმ ადამიანებს, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ახლა პარანორმალური მოვლენების ორმა გამომძიებელმა ხელი უნდა შეუშალოს უილიამის სულს ციხიდან გაქცევაში და ლონდონში ჯოჯოხეთის კარიბჭის გახნაში.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაინკრაფტის სამყაროში, სადაც კრეატიულობა არ მხოლოდ გეხმარებათ შექმნაში, ის აუცილებელია გადარჩენისთვის! ოთხი წარუმატებელი მთავარი გმირი გარეტი, ჰენრი, ნატალი და დონი აწყდებიან ჩვეულ პრობლემებს, როდესაც ისინი მოულოდნელად იდუმალ პორტალში ხვდებიან: უცნაური კუბური საოცრებათა სამყარო, რომელიც ხარობს ფანტაზიის წყალობიათ. ახლა სახლში დასაბრუნებლად, მათ მოუწევთ აითვისონ ეს სამყაროს (და დაიცვან იგი ბოროტი არსებებისგან, როგორიცაა პიგლინები და ზომბები), რომლის დროსაც მიდიან ჯადოსნურ მოგზაურობაში მოულოდნელ ექსპერტ კრაფტერთან სტივთან ერთად. მათი თავგადასავალი გმირებს აიძულებს გამოიჩინონ გამბედაობა და დაუბრუნდნენ იმ თვისებებს, რაც თითოეულ მათგანს ცალსახად კრეატიულს ხდის… სწორედ იმ უნარებს, რომლებიც მათ სჭირდებათ რეალურ სამყაროში წარმატების მისაღწევად.
საიმონ სტოლენჰაგის ამავე სახელწოდების გრაფიკულ რომანზე დაფუძნებული პოსტ-აპოკალიფსური ფანტასტიკა, რომელშიც მოვლენები ვითარდება რეტროფუტურისტულ ალტერნატიულ რეალობაში 1997 წელს, ტექნოგენური კატასტროფის შემდეგ, როდესაც საშინელმა ომმა უკონტროლო ტექნოლოგიებსა და ადამიანებს შორის გაანადგურა შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი. მასიური ამაზრზენი დრონები, რომლებსაც ოდესღაც საბრძოლო მოქმედებებში იყენებდნენ, ახლა მიწას აბინძურებენ და მრავალ საფრთხეს უქმნიან ბრძოლებში გადარჩენილ ადამიანებს. ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერი ობოლი გოგონას, სახელად მიშელის და ექსცენტრიული მოხეტიალე და საყვარელი, მაგრამ იდუმალი რობოტის თავგადასავლების შესახებ, რომლებიც მოგზაურობენ აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე, ადამიანთა წარმოსახვით სამყაროში, რომელიც შერეულია ყველა ფორმისა და ზომის რობოტებთან, გოგონას დაკარგული ძმის მოსაძებნად, რომლის დროსაც ავლენენ გრანდიოზულ შეთქმულებას.
საოცარ ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული დრამა, კენტუკში მდებარე პატარა ქალაქში მცხოვრები, პარიკმახერის, შერონ სტივენსის შესახებ, რომელიც მიზნის ახალ გრძნობას იძენს და მარტო აერთიანებს მთელ საზოგადეობას, როდესაც ხვდება ორი ქალიშვილის ქვრივ მამას, ედ შმიტის. ვინაიდან მისი კრიტიკულად დაავადებული უმცროსი ქალიშვილი ღვიძლის გადანერგვას ელოდება, შერონი გადაწყვეტს მთელი ძალებით დაეხმაროს ოჯახს და ამისთვის ყველაფერ აკეთებს. შედეგად, ვლინდება შთამაგონებელი ამბავი რწმენის, ყოველდღიური სასწაულებისა და ჩვეულებრივი ანგელოზების შესახებ.
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი