Top stories now

---

შავი კლოვერი სეზონი 2

ანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის

Read article
Featured
---

დიდებული ოკეანე

იორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს

Read article

Latest articles

News, stories, and useful articles in one feed

All articles
Society gacpacho

ნოვოკაინი

მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, მოგვითხრობს ბანკში მომუშავე წყნარი ინტროვერტი ახალგაზრდა მთავარი გმირის, ნათან კეინის შესახებ, რომელიც დაიბადა იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რის გამოც ის ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობს. მაგრამ როდესაც ბანკის ძარცვის დროს მის ახალ შეყვარებულს მოულოდნელად მძევლად აიყვანენ, მთავარი გმირი მის დაავადებას პირველად იყენებს თავის სასარგებლოდ, რათა გადაარჩინოს შეყვარებული გოგონა.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მეგანი 2.0

2023 წლის საშინელებათა თრილერის “მეგანი“ სიქველი, მწყობრიდან გამოსული ხელოვნური ინტელექტის მქონე თოჯინას, სახელად მეგანის შესახებ, რომელსაც ახალგაზრდა ჯემა და მისი ობოლი დისშვილი კედი დაამარცხებენ მას შემდეგ, რაც მან ჯემას მოკვალა სცადა იმ იმედით, რომ კედის ერთადერთი მფარველი გახდებოდა. დისშვილი და დეიდა გაერთიანდებიან, რათა გაანადგურონ ბოროტი თოჯინა, რომელიც საბოლოოდ კვდება. მაგრამ ერთმანეთთან ნამდვილი კავშირის დამყარების შემდეგ, ბედნიერი კედი და ჯემა… ვერც კი ამჩნევენ, რომ მეგანი ჯერ კიდევ ცოცხლობს სახლის სადენებში, რომელიც ახლა მათ უთვალთვალებს და შურისძიებას გეგმავს.

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კვლავ საქმეში

ექშენ-კომედია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მშობლების, ემილისა და მეტის შესახებ, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი საიდუმლო: ისინი წარმოუდგენლად გამოცდილი CIA-ს საიდუმლო აგენტები იყვნენ. გმირებმა ჯაშუშური ცხოვრება დათმეს, რათა ოჯახი შეექმნათ, მაგრამ წყვილის მოკრძალებული არსებობა გარეუბნებში ამქვეყნად ხანმოკლე აღმოჩნდება, როდესაც მათი საფარი გამოვლინდება და ისინი აღმოჩნდებიან უკან ჯაშუშობის სამყაროში. საბოლოოდ, ემილისა და მეტის ითრევენ იმ ცხოვრებაში, რომელიც მათ უკან მოიტოვეს, რაც ფეთქებად შედეგებს გამოიწვევს.

51 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქარს მიანდე

Yazıman Group-ის ამბიციური აღმასრულებელი დირექტორის, ასლის და კომპანიის მემკვიდრეს, ეგრეს, რომელიც ცხოვრობს ჩეშმეში, გზები გადაკვეთება სასტუმროს პროექტის გამო, რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიის მომავლისთვის. სოფელში, სადაც ეგრეს სერფინგის სკოლაა განთავსებული, სასტუმროს აშენებას აპირებენ და ასლი ცდილობს ეგრე დაარწმუნოს ამაში. თუმცა ეგრეს დარწმუნება იმაზე რთულია ვიდრე მას ჰგონია. ამ პროცესში მთავარი გმირი ავლენს მსგავსებას მასა და ეგრეს შორის, რომლებიც სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობენ: ერთი ქალაქიდანა და მეორე ჩეშმედან. ახლა ასლი და ეგრე აირჩევენ კომპანიას, სერფინგის სკოლას თუ ერთმანეთს?ქარს მიენდე

54 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბრუტალისტი

როდესაც მეოცნებე არქიტექტორი ლასლო ტოტი და მისი მეუღლე ერჟებეტი გარბიან ომის შემდგომი ევროპიდან, რათა აღადგინონ თავიანთი მემკვიდრეობა და მოწმენი გახდნენ თანამედროვე ამერიკის დაბადების, მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის იდუმალი და მდიდარი კლიენტი. ერთი შეხედვით მომხიბვლელი ინდუსტრიალისტი ჰარისონ ვან ბურენი ლასლოს და მის ოჯახს ვერცხლის ლანგარზე გადასცემს ამერიკულ ოცნებას, დაავალებს მას გრანდიოზული მოდერნისტული ძეგლის დაპროექტებას და ქვეყნის ლანდშაფტის ჩამოყალიბებას, რომელსაც ახლა მთავარი გმირი უწოდებს სამშობლოს. ეს ხდება მის კარიერაში ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელმაც ლასლო და ერჟებეტი მიიყვანა როგორც მონუმენტურ სიმაღლეებამდე, ისე დამანგრეველ დაცემამდე.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მაიმუნი

სტივენ კინგის 1980 წლის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული საშინელება, რომელიც მოგვითხრობს ტყუპი ძმების, ჰელისა და ბილის შესახებ, რომლებიც მათი მამის ანტიკვარულ სათამაშო მაიუნს იპოვიან სახლის სხვენში და საშინელი სიკვდილის სერიის მოწმეები გახდებიან, რომლებიც ხდება მათ გარშემო. დევნისგან თავის არიდების მცდელობისას ძმები გადაწყვეტენ მაიმუნის მოშორებას და სხვადასხვა გზით წასვლას. თუმცა, როდესაც აუხსნელი სიკვდილი კვლავ ჩნდება, ძმები იძულებულნი არიან შერიგდნენ და შეასრულონ მისია, რათა საბოლოოდ გაანადგურონ დაწყევლილი სათამაშო.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ხეობა

ორი მაღალკვალიფიციური ოპერმუშაკი ინიშნებიან პოსტებზე საგუშაგო კოშკებში, რომლებიც მდეარეობს უზარმაზარი და უაღრესად გასაიდუმლოებული ხეობა სხვადასხვა მხარეებზე, სადაც იცავენ სამყაროს გაურკვეველი და იდუმალი ბოროტებისგან, რომელიც იმალება შიგნით. ისინი ურთიერთობენ შორიდან, რომლის დროსაც მთელი ძალებით ცდილობენ სიფხიზლე შეინარჩუნონ უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლისას. როდესაც კაცობრიობისთვის კატასტროფული საფრთხე გამოვლინდება, მათ უნდა იმუშაონ ერთად, გამოსცადონ თავიანთი ფიზიკური და გონებრივი ძალები, რათა დაიცვან საიდუმლო ხეობაში, სანამ გვიან არ არის.

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სახიფათო რეისი

FBI-ის აგენტს, მედლინ ჰარის ინფორმატორი, სახელად უინსტონი სასამართლოში ჩვენების მისაცემად მიჰყავს ნიუ-იორკში, რომელსაც ბრალი ედება მაფიის ბოსთან კავშირში. მაგრამ, როცა ისინი ველური ალასკას თაზე მიფრინავენ, ნათელი ხდება, რომ მფრინავ დერილის აქვს ფარული მოტივები, რომელიც ასევე არის მკვლელი, გაგზავნილი ინფორმატორის მოსაკლავად. მას შემდეგ, რაც ისინი მას განიარაღებენ, გმირები იძულებულნი არიან ერთად იფრინონ, როდესაც მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ სხვები ცდილობენ მათ განადგურებას…

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ოჯახი ქირით

პოლ-ანდრე ორმოცი წლისაა, საკმაოდ მდიდარი და რაღაცნაირად თავშეკავებულია. მიუხედავად კომფორტული ცხოვრებისა, ის დეპრესიაშია მარტოობის შიშით. ერთ დღეს ის ხვდება ვიოლეტას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ორ შვილს ზრდის და გაკოტრების ზღვარზეა. პოლ-ანდრე გადაწყვეტს დაეხმაროს მას...

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ცხოვრება

ლევ ტოლსტოის 1886 წლის რომანზე “ივან ლიჩის სიკვდილი” დაფუძნებული აკირა კუროსავას ამავე სახელწოდების 1952 წლის იაპონური ფილმის ბრიტანული ადაპტაცია, რომელშიც მოვლენები 1953 წელს ლონდონში ვითარდება, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ქალაქი ჯერ კიდევ შენდება. სტაჟიანი საჯარო მოხელე, უილიამსი ქალაქის ბიუროკრატიაში უძლური ჭანჭიკია, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს ქალაქის აღდგენას. ოფისის ქაღალდებში ჩაძირული, მარტოხელა მთვარი გმირის ცხოვრება დიდი ხანია ცარიელი და უაზრო ჩანს. მაგრამ შემდეგ დამანგრეველი სამედიცინო დიაგნოზი აიძულებს მას შეაფასოს და შეეცადოს ჩაეჭიდოს სიამოვნებას, სანამ ის მიუწვდომელი გახდება.

37 0 00 Share Report Read

Latest comments

The latest reader messages from discussions

All comments
სტუმარი saba Thursday at 03:10

gtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3

სმოლვილი

Partner news

Content from connected RSS sources

Our feed