შავი კლოვერი სეზონი 2
ანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleანიმე მოგვითხრობს ჯადოსნურ სამყაროზე სადაც მაგია უმაღლეს საფეხურზეა, წარმატებისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ პირველ საფეხურს კი ინდივიდუალური გრიმუარის მიღება წარმოადგენს. თითქმის
Read articleიორი კიტაჰარა უნივერსიტეტის პირველ კურსზე სანაპირო ქალაქ იზუში გადადის საცხოვრებლად და ბიძის აკვალანგის მაღაზია „გრანდ ბლუს“ ზემოთ დასახლდება. იორის დიდი იმედები და ოცნება აქვს
Read articleNews, stories, and useful articles in one feed
დალას ბრაიანი - კოლეჯის შეუპოვარი ჩირლიდერია, რომელიც მიზნად ისახავს სტიპენდიის მიღებას პრესტიჟულ საცეკვაო სკოლაში, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ, სანამ ერთ დღეს მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება საშუალო სკოლის თავდაჯერებული არსკვლავი კვოტერბეკი დრეიტონ ლაჰი…
ლევონ კეიდმა დატოვა თავისი საიდუმლო სამასახურის აგენტის პროფესია, რათა გამხდარიყო მუშა და ემუშავა მშენებლობაზე. მას სურს იცხოვროს უბრალო ცხოვრებით და იყოს კარგი მამა მისი ქალიშვილისთვის. მაგრამ როდესაც მისი უფროსის თინეიჯერი ქალიშვილი ჯენი დაიკარგება, მან უნდა გამოიყენოს ის უნარები, რამაც იგი ლეგენდარულ ფიგურად აქცია საიდუმლო ოპერაციების ბნელ სამყაროში. მის ნადირობას დაკარგულ კოლეჯის სტუდენტზე მთავარი გმირი მიჰყავს ბოროტი დანაშაულებრივი შეთქმულების გულში, რაც ქმნის ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის ახალ ცხოვრებას.
დრიუ და მეი, ახალგაზრდა დები და გამოცდილი მყვინთავები არიან, რომლებსაც ახლო და რთული ურთიერთობები აკავშირებთ, და აღფრთოვანებულნი არიან შეუსწავლელი წყალქვეშა სამყაროთი. მათი გაოცების გრძნობა წყდება, როდესაც მეის უეცრად ქვა მოხვდება, რომელიც მას შოკირებულს და მცირე ნაკაწრით ტოვებს. თუმცა, დების შვება ხანმოკლე აღმოჩნდება, რადგან ისინი მეწყერის ქვეშ მოხვდებიან. ახლა წყალქვეშ ღრმად მყოფი, მეი ნანგრევებშია ჩარჩენილი და ვერ მოძრაობს. ვინაიდან ჟანგბადის სახიფათოდ დაბალი დონე და დაბალი ტემპერატურა მის სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს, დრიუმ უნდა იბრძოლოს დის გადარჩენისთვის. შედეგად, დროის წინააღმდეგ სასტიკი რბოლა იწყება, რომის დროსაც დრიუ სასოწარკვეთილი ცდილობს დახმარების პოვნას წყლის ზემოთ, ხოლო მეი, რომელიც ოკეანის ფსკერზეა მიჯაჭვული, აწყდება საკუთარ ფსიქოლოგიურ ბრძოლას ამ დამანგრეველი რეალობის წინააღმდეგ. მთელი თავისი გამჭრიახობისა და ძალის მიუხედავად, დრიუ საბოლოოდ დგება არჩევანის წინაშე: საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება ან დის გადარჩენა.
კომედიური დრამა, იდენტობის, ოჯახისა და პოპ კულტურის გავლენის შესახებ. ლეილა – ნიუ-იორკში მცხოვრები, ირაუნელი წარმოშობის ამერიკელი გოგონაა, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს ბალანსის პოვნას, საპირისპირო კულტურების მიღებას და თამამად იწვევს საზოგადეობას, რომლებიც იარლიყებს აკრავენ. მაგრამ როდესაც მისი ოჯახი მასთან ირანიდან ჩადის მამისთვის გულის გადასანაერგად, მთავარი გმირი ორ მტრულ კულტურას შორის მწვავე დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება. ის ცდილობს იპოვოს ბალანსი თავის რეალურ ცხოვრებას, რომელშიც ის ნიუ-იორკში ცხოვრობს, და ოჯახს შორის, რომლისთვისაც გარშემო ყველაფერი უცხოა და ამაზრზენი. თუმცა, როცა მისი საიდუმლო უცერემონიოდ გამჟღავნდება, თვალსაჩინო ხდება პარალელები მის და დედამისის ცხოვრებას შორის.
ნამდვილი ამბავი დევიდ სმოლბონის შესახებ, რომელიც მისი წარმატებული მუსიკალური კომპანიის დაშლის შემდეგ უფრო ნათელი მომავლის საძიებლად ავსტრალიიდან შტატებში გადადის თავის ოჯახთან ერთად. შვიდი შვილის თანხლებით, ჩემოდნებითა და მუსიკის სიყვარულით, დევიდი და მისი ორსული მეუღლე ჰელენი გადაწყვიტენ ცხოვრების ხელახლა დაწყებას. ჰლენის რწმენა უპირისპირდება მათ ყველა სირთულეს და შთააგონებს მის ქმარს და შვილებს, შეინარჩუნონ რწმენა. საკუთარი ოცნებების გვერდზე გადადების შემდეგ, დევიდი და ჰელენი იწყებენ თავიანთი შვილების მუსიკალური ნიჭის აღიარებას, რომლებიც გახდებიან შთამაგონებელი მუსიკის ისტორიაში ორი ყველაზე წარმატებული შემსრულებელი.
საშინელებათა თრილერი, რომელშიც მოქმედება ვითარდება 1930-იანი წლების სამხრეთ ამერიკაში ჯიმ კროუს ეპოქაში და მოგვითხრობს ტყუპი ძმების შესახებ, რომლებიც თავიანთი მძიმე ცხოვრების დატოვების მცდელობისას ბრუნდებიან მშობლიურ ქალაქში ახალი დასაწყისისთვის, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ კიდევ უფრო დიდი ბოროტება ელოდებათ, როდესაც აღმოჩნდებიან საშინელი მოვლენების ცენტრში.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კომედია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1920-იან წლებში ზღვისპირა ქალაქ ლიტჰემპტონში და მოგვითხრობს ედიტ სვონისა და მისი მეზობელის როუზ გუდინგის შესახებ. ერთ დღეს ედიტი და ქალაქის სხვა მაცხოვრებლები იწყებენ უხამსი ენით დაწერილი სკანდალური წერილების მიღებას. ეჭვი მაშინვე როუზიზე ჩნდება, რომელსაც თავისუფლების და ქალიშვილზე მეურვეობის დაკარგვა ემუქრება, ხოლო როცა აღმაშფოთებელი წერილები განაგრძობენ ქალაქის მოწამვლას, პოლიციელი გლედის მოსი იწყებს ეჭვს, რომ რაღაც არ არის რიგზე. მარგი ქალების ჯგუფთან ერთად, გლედისი ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, გაათავისუფლოს როუზი და დაიჭიროს ნამდვილი დამნაშავე.
ფილმი მოგვითხრობს ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარის, დივოს შესახებ, რომელსც პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება. ახლა საკმარისია ერთი შეცდომა, რომ მთავარი გმირი დაბრუნდეს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. თუმცა, ეს მას ყველაზე ნაკლებად აწუხებს, რადგან ევას წარსული ხსნის ახალ საფრთხეებს, რისთვისაც დივი მოუმზადებელი აღმოჩნდება.
ალისია გელარი არის კულინარიის სკოლის ინსტრუქტორი, რომელმაც თავის ნამდვილ კარიერულ მისწრაფებებსა და პირად ცხოვრებას კარი მიუხურა. მაგრამ ამ სადღესასწაულო სეზონში ბედი მის მხარეზეა
The latest reader messages from discussions
Content from connected RSS sources
კაია
სმოლვილიa
სმოლვილიgtxovt all americans meotxe sezonidan gaaxmovanettt madloba small cilustvis<3
სმოლვილი