Society

SocietyTravel gacpacho

მოჩვენებები ვენეციაში

აგათა კრისტი ნაკლებად ცნობილ რომანზე “ჰელოუინის სადღესასწაულო წვეულება” დაფუძნებული კრიმინალური დეტექტივი, და 2017 წლის “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ და 2022 წლის “სიკვდილი ნილოსზე“ ფილმების გაგრძელება, პენსიაზე გასული კერძო დეტექტივის, ერკიულ პუაროს შესახებ, რომელიც ახლა ცხოვრობს ვენეციაში. მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაცარიელებულ ქალაქში, პუარო აღმოჩნდება სპირიტულ სეანსზე ძველ პალაცოში, სადაც სავარაუდოდ მოჩვენებები სახლობენ. სწორედ ამ დროს კლავენ სპირიტული სეანსის ერთ-ერთ მონაწილეს. შედეგად, პენსიაზე გასულ დეტექტივს მოუწევს მკვლელობის გამოძიება, რომლის დროსაც აღმოჩნდება ჩრდილებისა და საიდუმლოებების ბოროტ სამყაროში.

52 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბოროტების მიწა

რიპერი – აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების დრონის პილოტია, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მხარდაჭერას სპეციალიზირებული რაზმის დელტას მიერ ხმელეთზე წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ფილიპინებში ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის აბუ საიაფის წინააღმდეგ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისია საშინლად არასწორად წარიმართება, JTAC-ის ახალგაზრდა ოფიცერი კეინი, რაზმთან ერთად აღმოჩნდება ხაფანგში მაღალი ფსონების ევაკუაციის ოპერაციის შუაგულში, რომლებსაც არ აქვთ იარაღი და კომუნიკაციის საშუალება, გარდა ცაში მყოფი დრონისა. ახლა რიპერის აქვს 48 საათი, რათა გამოასწოროს ის, რაც გახდა ველური სამაშველო მისია, რომელთა გადარჩენის ერთადერთი შანსი დამოკიდებულია მხოლოდ მთავარი გმირის უნარებზე.

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დუღილის წერტილი

წლის ყველაზე დატვირთულ ღამეს, ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორანში, ქარიზმატული, შეფ-მზარეული ენდი ჯონსი დანის პირზე დეგბა, რადგან პირადი და პროფესიული კრიზისი საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რაზეც ის მუშაობდა. შრომისა და უსაფრთხოების დაცვის ინსპექტორის მოულოდნელი ვიზიტი რესტორანის თანამშრომლებს ნერვიულობას აიძულებს, რადგან დაჟავშნული ადგილები სტუმრებით ივსება. ჯონსი მონაცვლეობით ეჩხუბება და ამხნევებს თავის მრავალფეროვან თანამშრომლებს, ყველაფერს აკეთებს მენეჯმენტსა და მის გუნდს შორის დაძაბულობის შესამცირებლად და ამავე დროს მომხმარებლის უაზრო მოთხოვნების დასაყმაყოფილებლად.

44 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ნადირობა

ჟაშუშური თრილერი, ჩრდილოეთ კორეელი ჯაშუშის ძებნაზე სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის რიგებში 1980-იან წლებში, როდესაც სამხედრო დიქტატურა თავის პიკს მიაღწევს, შიდა და საგარეო საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებს ჩრდილოეთ კორეელი ჯაშუშის გამოვლენა დაევალებთა. როცა ჯაშუში იწყებს საიდუმლო მონაცემების მოპოვებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თითოეულ განყოფილებას დაევალება ერთმანეთის გამოძიება. ამ დაძაბულ სიტუაციაში, თუ ისინი ვერ იპოვიან ბოროტმოქმედს, შეიძლება თავად აღმოჩნდნენ ციხეში. გმირები თანდათან იწყებენ სიმართლის გამოვლენას და იგებენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მკვლელობის წარმოუდგენელ შეთქმულებას.

120 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სასოწარკვეთის გზა

მაიკლ ფარისი სმიტის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული მჟაფრსიუჟეტიანი თრილერი, ყოფილი მსჯავრდებულის, რასელ გეინსის შესახებ, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს გააგრძელოს თავისი ცხოვრება მისისიპში, რომელსაც მისი მამა მიტჩელი ეხმარება. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მის ცხოვრებაში მაბენი შემოდის. ქალაქში შურისძიებითა და ბრაზით გაჯერებული ქაოსი სუფევს. ორივე ერთად გარბის, და ახლა გმირებს მოუწევთ ერთმანეთის ნდობა, თუ მათ სურთ გადაურჩნენ ამ განსაცდელს.

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

პოკერ ფეისი

დეტექტიური თრილერი, IT მილიარდერი ჯეიკის შესახებ, რომელიც აგროვებს ბავშვობის მეგობრებს მაიამიში მდებარე საკუთარ სახლში ეპიკურ პოკერის ტურნირზე. ყველა სტუმარს საკმაოდ ორაზროვანი ურთიერთობა აქვს წვეულების წამყვანთან. ვირტუოზი სტრატეგი და დაგეგმვის ოსტატი, მოიფიქრებს რთულ სქემას, რათა ყველამ მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ჯეიკი იძულებულია გადახედოს თავის სტრატეგიას, როდესაც საშიში მძარცველები შეიჭრებიან მის სახლში, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ის ცარიელია, რომელთა წინა საქმე მკვლელობითა და ცეცხლით დასრულდა. მაგრამ ძველი მეგობრები სწრაფად ერთიანდებიან, რომელთა თამაშებში დაგროვილი გამოცდილება ეხმარება მათ გაიმარჯვონ საშინელებათა ღამეში.

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩემი იღბლიანი ვარსკვლავი

ნორმანდიაში ლუისი ცხენების სამყაროში ბედნიერად ცხოვრობს.მოულოდნელად მისი ბედი იცვლება. მას მამა და ოჯახის მეგობარი მიატოვებს. ბიზნესის საქმეც ცუდად მიდის. თუმცა მის ცხვრებაში ახალგაზრდა ქალი ჩნდება.

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დაკარგული შობა

ჰეილი მოულოდნელად გაიგებს, რომ დედას ჰყავს ძმა, რომელსაც ბედისწერით ბავშვობაში დაშორდა. ის გადაწყვეტს გაიგოს თუ ვინ არის ბიძამისი, ამიტომ მიდის ქალაქში სახელად "ვერცხლის ვლი". ის აქ სიყვარულსაც იპოვის

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

საშობაო წამალი

შობის ღამეს ექიმი ვანესა ტერნერი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. იქ ის შეხვდება სკოლის დროინდელ სიყვარულს და გაიგებს, რომ მისი მამა, ცნობილი ექიმი, პენსიაზე გადის. ვანესა სვამს კითხვას: ღირს თუ არა ძველი ურთიერთობის აღდგენა?..

43 0 00 Share Report Read