Society

SocietyCulture gacpacho

თამაშის სული

1956 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, მისიონერთა ჯგუფს ევალება დაეხმარონ ახალბედა ავსტრალიის კალათბურთის გუნდს იასპარეზეონ თავიანთ პირველ ოლიმპიადაში და ამით გააერთიანონ ერი, რომელიც ჯერ კიდევ ომის შემდეგ განვითარებაზეა

48 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

მთამსვლელები

მოვლენები 1960 წლის გაზაფხულზე, ჯომოლუნგმას მყინვარწვერზე ვითარდება და ჩინელი მთამსვლელების ჯგუფის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ევერსტზე ასასვლელად ემზადებიან. მათი ამოცანა ყველაზე რთული ნაწილის გადალახვაა, რომელსაც ისინი მეორე საფეხურს უწოდებენ. ეს მათი მეხუთე მცდელობაა, ხოლო წინა ოთხი მთამსვლელების მარხით დასრულდა, ამიტომ ამჯერად გმირებმა თავიანთ დასახულ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიონ…

72 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩემი ბრალია: ლონდონი

როდესაც ნოას დედას, ელას, შეუყვარდება ძალიან მდიდარი უილიამი, ისინი ამერიკიდან ლონდონში გადადიან საცხოვრებლად უილიამთან და მის შვილ ნიკთან. 18 წლის ნოა ხვდება ცუდ ბიჭს ნიკს და მათ შორის მაშინვე ჩნდება გრძნობა. ნოა ზაფხულს ატარებს ახალ ცხოვრებასთან შეგუებაში, იძენს ახალ მეგობრებს სხვადასხვა წრეებიდან და აყალიბებს რთულ ურთიერთობას, სანამ ისინი იბრძვიან თავიანთი მიზიდულობის შესაკავებლად. მაგრამ ნოას გაუცხოებულ მამას ციხიდან ათავისუფლებენ და მისი ყოველი ნაბიჯის თვალთვალს იწყებს. საბოლოო ჯამში, ნოაე იძულებული იქნება გაუმკლავდეს თავის დესტრუქციულ წარსულს, როდესაც პირველად შეუყვარდება.

54 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შავი ჩანთა: ორმაგი თამაში

შთამბეჭდავი ჯაშუშური თრილერი მოგვითხრობს ორი დაქორწინებული ლეგენდარული საიდუმლო აგენტის შესახებ, რომელთა ერთგულება გამოცდის წინაშე აღმოჩნდება. ჯორჯ ვუდჰაუსი და მისი საყვარელი მეუღლე კეტრინი მუშაობენ საიდუმლო სამსახურის აგენტებად, რომლებიც ერთად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საშიშ მისიებში. მაგრამ როდესაც კეტრინს ერის ღალატში ეჭვმიტანილად ცნობენ, ჯორჯი ერთგულების კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული. ახლა მან უნდა იბრძოლოს ქორწინების გადარჩენისთვის თუ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ის ემსახურება?

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ნოვოკაინი

მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, მოგვითხრობს ბანკში მომუშავე წყნარი ინტროვერტი ახალგაზრდა მთავარი გმირის, ნათან კეინის შესახებ, რომელიც დაიბადა იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რის გამოც ის ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობს. მაგრამ როდესაც ბანკის ძარცვის დროს მის ახალ შეყვარებულს მოულოდნელად მძევლად აიყვანენ, მთავარი გმირი მის დაავადებას პირველად იყენებს თავის სასარგებლოდ, რათა გადაარჩინოს შეყვარებული გოგონა.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მეგანი 2.0

2023 წლის საშინელებათა თრილერის “მეგანი“ სიქველი, მწყობრიდან გამოსული ხელოვნური ინტელექტის მქონე თოჯინას, სახელად მეგანის შესახებ, რომელსაც ახალგაზრდა ჯემა და მისი ობოლი დისშვილი კედი დაამარცხებენ მას შემდეგ, რაც მან ჯემას მოკვალა სცადა იმ იმედით, რომ კედის ერთადერთი მფარველი გახდებოდა. დისშვილი და დეიდა გაერთიანდებიან, რათა გაანადგურონ ბოროტი თოჯინა, რომელიც საბოლოოდ კვდება. მაგრამ ერთმანეთთან ნამდვილი კავშირის დამყარების შემდეგ, ბედნიერი კედი და ჯემა… ვერც კი ამჩნევენ, რომ მეგანი ჯერ კიდევ ცოცხლობს სახლის სადენებში, რომელიც ახლა მათ უთვალთვალებს და შურისძიებას გეგმავს.

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კვლავ საქმეში

ექშენ-კომედია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მშობლების, ემილისა და მეტის შესახებ, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი საიდუმლო: ისინი წარმოუდგენლად გამოცდილი CIA-ს საიდუმლო აგენტები იყვნენ. გმირებმა ჯაშუშური ცხოვრება დათმეს, რათა ოჯახი შეექმნათ, მაგრამ წყვილის მოკრძალებული არსებობა გარეუბნებში ამქვეყნად ხანმოკლე აღმოჩნდება, როდესაც მათი საფარი გამოვლინდება და ისინი აღმოჩნდებიან უკან ჯაშუშობის სამყაროში. საბოლოოდ, ემილისა და მეტის ითრევენ იმ ცხოვრებაში, რომელიც მათ უკან მოიტოვეს, რაც ფეთქებად შედეგებს გამოიწვევს.

51 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქარს მიანდე

Yazıman Group-ის ამბიციური აღმასრულებელი დირექტორის, ასლის და კომპანიის მემკვიდრეს, ეგრეს, რომელიც ცხოვრობს ჩეშმეში, გზები გადაკვეთება სასტუმროს პროექტის გამო, რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიის მომავლისთვის. სოფელში, სადაც ეგრეს სერფინგის სკოლაა განთავსებული, სასტუმროს აშენებას აპირებენ და ასლი ცდილობს ეგრე დაარწმუნოს ამაში. თუმცა ეგრეს დარწმუნება იმაზე რთულია ვიდრე მას ჰგონია. ამ პროცესში მთავარი გმირი ავლენს მსგავსებას მასა და ეგრეს შორის, რომლებიც სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობენ: ერთი ქალაქიდანა და მეორე ჩეშმედან. ახლა ასლი და ეგრე აირჩევენ კომპანიას, სერფინგის სკოლას თუ ერთმანეთს?ქარს მიენდე

54 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბრუტალისტი

როდესაც მეოცნებე არქიტექტორი ლასლო ტოტი და მისი მეუღლე ერჟებეტი გარბიან ომის შემდგომი ევროპიდან, რათა აღადგინონ თავიანთი მემკვიდრეობა და მოწმენი გახდნენ თანამედროვე ამერიკის დაბადების, მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის იდუმალი და მდიდარი კლიენტი. ერთი შეხედვით მომხიბვლელი ინდუსტრიალისტი ჰარისონ ვან ბურენი ლასლოს და მის ოჯახს ვერცხლის ლანგარზე გადასცემს ამერიკულ ოცნებას, დაავალებს მას გრანდიოზული მოდერნისტული ძეგლის დაპროექტებას და ქვეყნის ლანდშაფტის ჩამოყალიბებას, რომელსაც ახლა მთავარი გმირი უწოდებს სამშობლოს. ეს ხდება მის კარიერაში ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელმაც ლასლო და ერჟებეტი მიიყვანა როგორც მონუმენტურ სიმაღლეებამდე, ისე დამანგრეველ დაცემამდე.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მაიმუნი

სტივენ კინგის 1980 წლის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული საშინელება, რომელიც მოგვითხრობს ტყუპი ძმების, ჰელისა და ბილის შესახებ, რომლებიც მათი მამის ანტიკვარულ სათამაშო მაიუნს იპოვიან სახლის სხვენში და საშინელი სიკვდილის სერიის მოწმეები გახდებიან, რომლებიც ხდება მათ გარშემო. დევნისგან თავის არიდების მცდელობისას ძმები გადაწყვეტენ მაიმუნის მოშორებას და სხვადასხვა გზით წასვლას. თუმცა, როდესაც აუხსნელი სიკვდილი კვლავ ჩნდება, ძმები იძულებულნი არიან შერიგდნენ და შეასრულონ მისია, რათა საბოლოოდ გაანადგურონ დაწყევლილი სათამაშო.

40 0 00 Share Report Read