Society

Society gacpacho

ცოდვილნი

საშინელებათა თრილერი, რომელშიც მოქმედება ვითარდება 1930-იანი წლების სამხრეთ ამერიკაში ჯიმ კროუს ეპოქაში და მოგვითხრობს ტყუპი ძმების შესახებ, რომლებიც თავიანთი მძიმე ცხოვრების დატოვების მცდელობისას ბრუნდებიან მშობლიურ ქალაქში ახალი დასაწყისისთვის, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ კიდევ უფრო დიდი ბოროტება ელოდებათ, როდესაც აღმოჩნდებიან საშინელი მოვლენების ცენტრში.

57 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ბოროტი პატარა წერილები

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კომედია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1920-იან წლებში ზღვისპირა ქალაქ ლიტჰემპტონში და მოგვითხრობს ედიტ სვონისა და მისი მეზობელის როუზ გუდინგის შესახებ. ერთ დღეს ედიტი და ქალაქის სხვა მაცხოვრებლები იწყებენ უხამსი ენით დაწერილი სკანდალური წერილების მიღებას. ეჭვი მაშინვე როუზიზე ჩნდება, რომელსაც თავისუფლების და ქალიშვილზე მეურვეობის დაკარგვა ემუქრება, ხოლო როცა აღმაშფოთებელი წერილები განაგრძობენ ქალაქის მოწამვლას, პოლიციელი გლედის მოსი იწყებს ეჭვს, რომ რაღაც არ არის რიგზე. მარგი ქალების ჯგუფთან ერთად, გლედისი ცდილობს ამოხსნას საიდუმლო, გაათავისუფლოს როუზი და დაიჭიროს ნამდვილი დამნაშავე.

69 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ტალღმჭრელი

ფილმი მოგვითხრობს ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარის, დივოს შესახებ, რომელსც პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება. ახლა საკმარისია ერთი შეცდომა, რომ მთავარი გმირი დაბრუნდეს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. თუმცა, ეს მას ყველაზე ნაკლებად აწუხებს, რადგან ევას წარსული ხსნის ახალ საფრთხეებს, რისთვისაც დივი მოუმზადებელი აღმოჩნდება.

54 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დიახ, შეფ! შობაა

ალისია გელარი არის კულინარიის სკოლის ინსტრუქტორი, რომელმაც თავის ნამდვილ კარიერულ მისწრაფებებსა და პირად ცხოვრებას კარი მიუხურა. მაგრამ ამ სადღესასწაულო სეზონში ბედი მის მხარეზეა

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შურისძიების ოპერაცია

ჩარლი ჰელერი არის ბრწყინვალე, მაგრამ ღრმად ინტროვერტული CIA-ს დეშიფრატორი, რომელიც მუშაობს სარდაფის ოფისში ლენგლის სათაო ოფისში, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ცოლი იღუპება ლონდონში ტერაქტის დროს. როცა მისი უფროსები უარს იტყვიან მოქმედებაზე, ის თავის ხელში აიღებს საქმეს, იწყებს სახიფათო მოგზაურობას მთელს მსოფლიოში, რათა დაედევნოს პასუხისმგებელ პირებს, რომლის დროსაც იყენებს თავის ინტელექტს, როგორც მთავარ იარაღს, რათა თავი აარიდოს მდევნელებს და მიაღწიოს შურისძიებას.

55 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯოის მოგზაურობა

დრამატული როუდ-მუვი, ახალბედა მარტოხელა დედის, ჯოის თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის შესახებ, რომელიც თავის ახლადშობილ შვილთან ერთად მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდის, სადაც ის მისი შვილის გაშვილებას აპირებს. თუმცა, გზად მის ტაქსს 12 წლის ბიჭი მალი გაიტაცებს, რომელიც თავისუფლების მოპოვების მცდელობაში მამამის ფულს პარავს და სახლიდან გარბის. მაგრამ მოულოდნელად ამ არასასურველი შემთხვევის შემდეგ, გარიყულ გმირებს შორის მეგობრული კავშირი ყალიბდება, რაც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

52 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ლოცვა ეშმაკისთვის

ვატიკანის რეალური ცნობების თანახმად, ბოლო წლებში დემონური შეპყრობის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის საპასუხოდ, კათოლიკურმა ეკლესიამ ფარულად გახსნა ეგზორციზმის სკოლები, რათა მღვდლები წმიდა რიტუალებში მოემზადებინათ. ფილმი ერთ-ერთი ამ სკოლის სამყაროში გვძირავს, რომელიც მარადიული ბოროტების ძალებისგან კაცობრიობის დაცვის ბოლო ხაზია. 25 წლის და ენის გულწრფელად სჯერა, რომ ეგზორციზმი მისი მოწოდებაა, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მხოლოდ მღვდლებს აქვთ უფლება ამის გაკეთების და არა დებს. როდესაც ერთი პროფესორი მთავარი გმირის განსაკუთრებულ ნიჭს შეამჩნევს, რომელიც საშუალებას აძლევს მას გახდეს პირველი მონაზონი, ვინც ისწავლის და დაეუფლება რიტუალს, მისი სული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან დემონური ძალები, რომლებსაც ის ებრძვის, გამოავლენენ იდუმალ კავშირს მის ტრავმულ წარსულთან.

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ქილერი ბაბუ

პენსიაზე გასული დაქირავებული მკვლელი ტერი იუბანკსი, რომელიც კვლავ თვლის თავს საუკეთესოდ თავის საქმეში, სიხარულით უბრუნდება პროფესიას, რათა მოამზადოს რთული ხასიათის მქონე – ახალგაზრდა ახალბედა ვუნდერკინდი მკვლელი ვილბორგი. შედეგად, მათ სთხოვენ, გაანადგურონ კონკურენტი კრიმინალური სინდიკატის საუკეთესო წევრები და ამ პროცესში გმირები გამოავლენენ დამსაქმებლის ნამდვილ მოტივებს: ძველი გვარდიის ლიკვიდაცია და სინდიკატის ხელში ჩაგდება. თუმცა, ორგანიზაცია არ ელოდა, რომ ტერის გამოცდილება და ვილბორგის გონებრივი შესაძლებლობები, შექმნიდა მათ შორის ასეთ წარმოუდგენელ კავშირს.

60 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სიმაღლე

ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ კლდოვან მთებში, რომელიც მოგვითხრობს მარტოხელა მამისა და ორი ქალის შესახებ, რომლებიც გადაწყვეტენ დატოვონ თავიანთი უსაფრთხო სახლი, რათა შეებრძოლონ საშინელ არსებებს და გადაარჩინონ პატარა ბიჭის სიცოცხლე…

53 0 00 Share Report Read