Society

Society gacpacho

რისკის ზღვარი

მოქმედება ვითარდება საინვესტიციო ბანკის მთავარი თანამშრომლების გარშემო,24 საათის განმავლობაში, ფინანსური კრიზისის საწყის პერიოდში.

39 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გრინბერგი

როჯერ გრინბერგმა დაკარგა სამსახური მაგრამ ძალიან არ ჩქარობს ახალის პოვნით. ამის მაგივრად ის ბრუნდება ნიუ–იორკიდან ლოს–ანჯელესში იმისათვი რომ თავისი უფროსი წარმატებული ძმის სახლს მოუვაროს. ასე მას უფასო საცხოვრებელი ადგილი მაინც ექნება. მშობლიურ ქალაქში ის ვერ პოულობს გაგებას და ვერც ძველ მეგობრებს. ზრდასრული ადამიანის უმოქმედობა ზოგს იმედს უცრუებს, ზოგს კი ინტერეს აკარგინებს. მხოლოდ ფლორენს, ძმის თანაშემწეს, გრინბერგის სულის კრიზისის ესმის. ის თვითონაც ბედნიერებას ეძებს. მაგრამ ბედნიერების ასაგებად ხომ ყველაზე ნაკლებადაა საჭირო მორიგი ნერვიული უიღბლო ვინმე...

56 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჯუნგლების წიგნი

გარეულ ცხოველებს შორის ჯუნგლებში გაზრდილ მაუგლის შეუყვარდება კეტლინი, პოლკოვნიკ ჯეფრი ბრაიდონის ქალიშვილი, რომელსაც ჯუნგლებში დაკარგვის წინ იცნობდა. მაგრამ კეტლინის საზიზღარი საქმრო ...

50 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უსასრულობის შესახებ

როი ანდერსონის დრამატული ფილმი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას მთელი თავისი სილამაზით და სისასტიკით, სიდიადითა და ბანალურობით ასახავს, სადაც უმნიშვნელოვანესი მომენტები ისეთივე მნიშვნელობას იძენენ, როგორც ისტორიულ მოვლენებს აქვთ: წყვილი ომებისგან გადანდგურებული ქალაქის, კელნის თავზე დაფრინავს; დაბადების დღეზე სახლისკენ მიმავალ გზაზე მამა ჩერდება, რათა თავსხმა წვიმაში ქალიშვილს ფეხსაცმლის ზონარი შეუკრას; მოზარდი-გოგონა კაფეს მახლობლად ცეკვავს; დამარცხებული არმია ტყვეებისთვის განკუთვნილ სამხედრო ბანაკში მიდის. ფილმი დაუცველი არსებობის უსასრულო ისტორიაა, რომელიც უცვლელი ადამიანის ყველაფრის კალეიდოსკოპს წარმოადგენს.

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დღის ცივი შუქი

ახალგაზრდა ამერიკელი უილ შოუს ოცნებაა მარტო წავიდეს დასასვენებლად. მაგრამ ოჯახის დაჟინებული თხოვნით ერთად გადაწყვეტენ წასვლას. ჩასვლის თანავე ყველას ტყვედ აიყვანენ. მხოლოდ შოუმ უნდა შეძლოს მათი გადარჩენა.

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ღვია

პრობლემური მოზარდი სემი სკოლა-პანსიონიდან სახლში ბრუნდება, სადაც თავის ინვალიდის ეტლს მჯაჭვულ ინგლისელ ბებიას რუთს აღმოაჩენს. რუთი – სიცოცხლეს და ალკოჰოლს მოწყურებული, ომის ყოფილი ფოტოგრაფია. ახლა სემი იძულებულია მას მოუაროს, რომელიც მალე მისი ალკოჰოლური მახვილგონივრულობის და თავხედობის პირისპირ დგება. ვითარება კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც სემი სკოლის არდადეგებზე მარტო აღმოჩნდება რუთის მედდასთან, სარათან. მაგრამ მათი ერთად გატარებული გიჟური დრო თავდაყირა დააყენებს ახალგაზრდა გმირის ცხოვრებას, რაც სემის სიცოცხლის ხელახლა შეგრძნობის, ხოლო რუთს – თავის სიკვდილთნ შეხვედრის საშუალებას აძლევს.

59 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უკანასკნელი კინოსეანსი

ფილმი ინდოეთის შორეულ სოფელში ოჯახთან ერთად მცხოვრები 9 წლის ბიჭის სამაიას შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ის კინოთეატრ “გალაქტიკაში” პირველად ნახავს ფილმს. მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, ახალგაზრდა გმირს ვნებიანად უყვარდება ფილმები და ახალი ფილმების საყურებლად ყოველდღე დადის კინოში, სადაც პროექციონერ ფაზალს დაუმეგობრდება, რომელიც მას ფილმების უფასოდ ყურების უფლებას აძლევს მისი ლანჩის სანაცვლოდ. სამაია ხვდება, თუ როგორ იქცევა ისტორიები სინათლედ, სინათლე ფილმებად, ხოლო ფილმები ოცნებად. მალე სამაია თავის მეგობრებთან ერთად კინოპროექციის მოწყობილობის შექმნას ახერხებს.

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ოკეანის ფსკერზე

მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი, ბეთ კაპადორა, მიდის კოლეჯის გაერთიანებაზე ქმართან პეტთან და სამ შვილთან ერთად. სასტუმროში მისი სამი წლის ვაჟი უგზო-უკვლოდ ქრება, როგორც ჩანს, ხალხმრავალ სასტუმროს ფოიეში გაუჩინარდა. ბიჭის პოვნის იმედი წამიერად ქრება. არავის უნახავს. ყველა ძებნა უშედეგო აღმოჩნდება. დრო გადის, მაგრამ ბეტი ვერ ეგუება შვილის დაკარგვას...

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

არკადია

უახლოეს მომავალში დედამიწაზე სიცოცხლე თითქმის განადგურდება. მცირეოდენ გადარჩენილ ადამიანებს შორის არიან, პოლი და მისი თინეიჯერი ტყუპი ვაჟები, ტომასი და ჯოზეფი, რომლებიც იმალებიან შორეულ ფერმაში. ისინი დღე მშვიდად ცხოვრობენ, ხოლო ღამე მუდმივ შიშში იმყოფებიან, რადგან, როდესაც მზე ჩადის, ღამის მრისხანე არსებები იღვიძებენ და ყველაფერს ანადგურებენ თავიანთ გზაზე. ერთ დღეს, როცა ტომასი არ ბრუნდება სახლში მზის ჩასვლამდე, პოლი გადაწყვეტს დატოვოს გამაგრებული ფერმა, რათა იპოვოს იგი არსებების გამოჩენამდე. მაგრამ როგორც კი ის იპოვის თავის ბიჭს, იწყება კოშმარული ბრძოლა, რომლის დროსაც პოლი მძიმედ დაიჭრება. ახლა გადასარჩენად და პოლის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ტყუპებმა უნდა შეიმუშაონ სასოწარკვეთილი გეგმა და გამოიყენონ ყველაფერი, რაც მათმა მამამ ასწავლა.

53 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩემი დრო

ექშენ-კომედია, ახალგაზრდა ერთგული მამის სონის შესახებ, რომელიც მრავალი წელი შინ ჯდომის შემდეგ პირველად პოულობს დროს თავისთვის, როდესაც მოულოდნელად მისი ცოლი და შვილები წავლენ. შედეგად, მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ აიწყვიტოს, და წვეულებების მოყვარულ თავის ძველ საუკეთესო მეგობართან ჰეკისთან ერთიანდება, რომლებიც ერთად ატარებენ ველურ უიკენდს, რაც მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.

44 0 00 Share Report Read