Society

Society gacpacho

სიყვარული იმქვეყნიდან

ფანტასტიკური შავი კომედია, საიქიოში სიყვარულის შესახებ. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გარდაცვლილი მსახიობი მაიკლი ხვდება, რომ ამით მისი ტანჯვა არ დასრულებულა. მთავარი გმირი ძალიან ნათელ ოთახში აღმოჩნდება საკმოდ უცნაურ ქალბატონთან ერთად. როგორც ირკვევა, მისი სული შემდეგ ეტაპზე, რომ გადავიდეს, მან თავისი მეორე ნახევარი უნდა იპოვოს. ხოლო საიქიოში პაემანი გაცილებით რთულია, ვიდრე სიცოცხლეში…

51 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კაცები არ ცეკვავენ

ორმოცდაათი წლის ტონი ინტროვერტული სასკოლო ავტობუსის მძღოლია, რომელიც მარტო ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ოცი წლის წინ ცოლ-შვილი მიატოვა. მოულოდნელი გულის შეტევით შოკირებული, მთავარი გმირი პოულობს გამბედაობას დაუპირისპირდეს თავის წარსულს, რათა (ხელახლა) მისცეს აზრი მის ცხოვრებას და ინკოგნიტოდ ეწერება ცეკვის კლასში, რომელსაც მისი ქალიშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც ის არასოდეს იცნობდა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ტონის უბრალოდ სძულს ცეკვა.

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფრენკი

დრამატული ამბავი, ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც პორტუგალიის პატარა ქალაქ სინტრაში დასასვენებლად მიდიან. მათ კინოვარსკვლავი – ფრენკი შეკრებს, რომელიც გაიგებს, რომ იგი მძიმედ ავად არის. ფრენკი თავის ყოფილ და ნამდვილ ქმრებს, შვილს, დედინაცვალს და საუკეთესო მეგობარს მიიწვევს ვილაში, რომლებთანაც მას მალე მისი ამქვეყნიდან წასვლის შესახებ ამბის გაზიარება სურდა…

55 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შეშლილი მაქსი: ნაწილი 3

ქალაქ ბატერთაუნს სასტიკი მბრძანებელი ენტიტი მართავს. თავისი გავლენის გასამყარებლად ის ცდილობს მაქსი გამოიყენოს, მაგრამ ამჟამად ავტომობილების შერკინებებს, ხელჩართული მებრძოლები ცვლის. მაგრამ არენის წესები უაღრესად სასტიკია: შედის ორი, გამოდის მხოლოდ ერთი.

35 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შეშლილი მაქსი: ნაწილი 2

კაცობრიობას საშინელი კატასტროფა დაატყდა თავს. მსოფლიოში საშინელი ენერგეტიკული კრიზისია. საწვავისთვის იბრძვიან ყველანაირი ხერხით. იმიტომ, რომ სადაც ბენზინია – იქ სიცოცხლე არსებობს...

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

შეშლილი მაქსი: ნაწილი 1

არც ისე შორეული მომავალი უდიდესი კატასტროფის შემდეგ. ცხოვრება უთვალავ მთავარ მაგისტრალებთანაა თავმოყრილი.. გზა ბევრისთვის საარსებო წყაროდ იქცა. ამავდროულას ყველაზე სასტიკი ინსტინქტების გამოსავლენ ობიექტად. ბაიკერების ჯგუფი ახალგაზრდა პოლიციელ მაქსს კვალდაკვალ მისდევს. სასტიკ შეტაკებაში მოკლულია სხვა პოლიციელი გუსი, იგივე ბედი შეიძლება მაქსაც და მის ოჯახსაც ეწიოს.

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მეამბოხე მთვარე 2

ზაკ სნაიდერი 2023 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის “მეამბოხე მთვარე“ მეორე ნაწილი, რომელშიც მოვლენები ვითარდება მომავალში და მოგვითხრობს გალაქტიკის შორეულ კუთხეში მდებარე მშვიდობიანი კოლონიის შესახებ, რომლის მოსახლეობას სასტიკი ტირანი, სახელად ბალისარიუსი და მისი არმია უპირისპირდება. მაგრამ კოლონიის მაცხოვრებლებს შორის მცხოვრები იდუმალი უცხო ადამიანი კორა, მათი გადარჩენის საუკეთესო იმედი ხდება. კორა გადარჩენილი მეომრები ემზადებიან მათი ახალი სახლის დასაცავად, რომლის დროსაც გმირები უპირისპირდებიან თავიანთ წარსულს და ავლენენ საკუთარ მოტივებს, სანამ იმპერიის ძალები ჩამოვლენ მზარდი აჯანყების ჩასახშობად.

50 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ზარი

მოვლენები 1987 წელს პატარა ქალაქში მცხოვრები ოთხი თინეიჯერი მეგობრის გარშემო ვითარდება, რომლებიც იდუმალი მოხუცი წყვილის, ედიტის და ედვარდის სახლის დარბევას გადაწყვეტენ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ედიტი ჯადოქარია. რის შედეგადაც, ედიტი თავს მოიკლავს. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ედვარდი ახალგაზრდა გმირებს სახლში მიიწვევს, სადაც ის მათ ედიტის მიერ მათვის დატოვებული 100 000 დოლარის შესახებ აცნობებს. თუმცა, ამ თანხის მისაღებად მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი და ხაზზე ერთი წუთით დარჩენაა საჭირო. ვის ვურეკავთ? – კითხულობს ერთ-ერთი მეგობარი. “Ჩემს ცოლს. მან მაიძულა ტელეფონი მასთან ერთად დამემარხა ”, – პასუხობს ედვარდი. ეს მარტივი დავალება მალევე ჯოჯოხეთად გადაიქცევა, როდესაც გმირები ნომერს აკრეფენ და ვიღაც მეორე ბოლოში ყურმილის აიღებს, რაც საბოლოოდ მათ ყველაზე საშინელ კოშმარებს რეალობად აქცევს.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

არაჯენტლმენურ საქმეთა სამინისტრო

დამიენ ლუისის ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული წიგნის “არაჯენტლმენთა ომის სამინისტრო: როგორ დაწვეს ჩერჩილის საიდუმლო მეომრებმა ევროპა და გააჩინეს თანამედროვე ჩრდილოვანი ოპერაციები” ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის პირველ ეტაპზე, როდესაც გერმანია გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ბრიტანეთის არმიას ევროპაში, ხოლო პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი გადაწყვეტს უპასუხოს და წყვეტს ბრძოლას მიღებული ჯენტლმენური წესებით, რომელიც აყალიბებს არაჯენტლმენი ჯარისკაცების საიდუმლო ორგანიზაციას, რათა დაუპირისპირდნენ მესამე რაიხის ჯარებს ფარულ ოპერაციებში. ფაქტობრივად, ეს არის პირველი ბრიტანული საიდუმლო განყოფილება, რომლის წევრები ძალიან მჭიდრო სპეცდანიშნულების რაზმად იქცევა, რომელთა სამსახური მოიცავს მეორე მსოფლიო ომს. ისინი მოიპოვებენ მნიშვნელოვან გამარჯვებებს ნაცისტების წინააღმდეგ, განახორციელებენ უამრავ დივერსიულ აქტს, არღვევენ ომის ყველა მიღებულ წესს, არ ერიდებიან მოტყუებას, ბინძურ ხრიკებს, სისხლს და იყენებენ მშვილდ-ისრებსაც კი მტრის გასანადგურებლად.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მე შენ გიპოვი

მოვლენები 1930-იან წლებში ვითარდება და ახალგაზრდა პოლონელი მუსიკოსების უჩვეულო სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. რობერტი, კათოლიკე ოპერის მომღერალია, ხოლო რეიჩელი, ებრაელი მევიოლინეა, რომლებიც კარნეგი-ჰოლში ერთად გამოსვლაზე ოცნებობენ. მაგრამ როდესაც პოლონეთში გერმანიის შეჭრის შედეგად ახალგაზრდა გმირები ერთმანეთს დაშორდებიან, რობერტი პირობას დებს, რომ იპოვის რეიჩელს, რაც არ უნდა მოხდეს. მის ძიებას სასოწარკვეთილი რობერტი ნაცისტური გერმანიის გულში მიჰყავს, სადაც იმ აზრამდე მიდის, რომ რეიჩელი შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს მისთვის.

58 0 00 Share Report Read