Society

Society gacpacho

პატარძლის მამა

ბილი და ინგრიდი შოკირებულია მათი უფროსი ქალიშვილის სოფიას ამბით. ის მექსიკელზე დაქორწინდება და მექსიკაში გაემგზავრება. კონსერვატორ ამერიკელ ბილიმ უამრავი სტერეოტიპი და ცრურწმენა უნდა დაძლიოს, რათა ქალიშვილის დღესასწაული არ გაუფუჭოს. საქორწინო სამზადისი ნამდვილი ატრაქციონი იქნება ბილისა და ინგრიდის ოჯახისთვის.

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

45 კალიბრი

ბონი და კლაიდი მონაწილეობენ წვრილმან მახინაციებში, კერძოდ ნიუ-იორკში, მანჰეტენის Hell's Kitchen-ის უბანში 1970-იანი წლების შუა პერიოდში

53 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ორი შეფის ბრძოლა

ფილმი მოგვითხრობს მხიარულ ამბავს ამბიციური ახალგაზრდა შეფ-მზარეულის, მიკელეს შესახებ, რომელსაც უწევს გაერთიანდეს მამასთან, რომელიც მოულოდნელად ეწვია მას მრავალი წლის წინ გაუჩინარების შემდეგ. შედეგად, მთავარი გმირის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მამამისი ყველა მის წარმოდგენას სამზარეულოსა და ცხოვრების შესახებ გამოცდის წინაშე დააყენებს…

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

კარგი ექიმი

პარიზში მცხოვრები – სერჟი, შობის ღამეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთდადერთი მორიგე ექიმი აღმოჩნდება, რომელსაც ერთ-ერთი გამოძახების დროს წელი გაუშეშდება. იმდენად, რომ ახლა მას გამოძახებებზე დამოუკიდებლად წასვალა არ შეუძლია. ზურგის ტკივილით შეწუხებული, მთავარი გმირი პიცის დამტარებელი ბიჭის დახმარებას იღებს, რომელსაც ექიმის ადგილის დაკავება მოუწევს…

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სრული სვლით

რიკარდო აცილებს თავის შვილს და მის მეგობრებს ბავშვთა ბანაკში თუმცა ის აგვიანებს მატარებელში. ახლა მას მოუწევს დაეწიოს ბავშვთა ჯგუფს, რომელიც დარჩა უფროსების გარეშე და მზად არის ყველაფერზე წავიდეს

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მოვლენა

ანი ერნოს ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიური რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები 1963 წელს საფრანგეთში ვითარდება და ნიჭიერი სტუდენტი გოგონას ანას შესახებ დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ექიმთან ვიზიტის დროს მოულოდნელად გაიგებს, რომ ორსულად არის. გოგონას პერსპექტიული მომავალი საფრთხეში აღმოჩნდება, რადგან წინ გამოსაშვები გამოცდებია, ხოლო მისი მუცელი იწყებს ზრდას. ახალგაზრდა გმირი შიშობს, რომ უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებს და უკანონო შვილის გაჩენით ყველაფერს დაკარგავს. შედეგად, ის აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს, რათა დაასრულოს სწავლა და თავი დააღწიოს მისი პროლეტარული ოჯახის სოციალურ ბედს. თუმცა 1960-იან წლებში მთელ ქვეყანაში აბორტი იკრძალებოდა, სადაც საზოგადეობა ქალის სურვილს და ზოგადად სექსს გმობდა. ახლა ანას ცოტა დრო აქვს წინ, გამოცდები ახლოვდება, მუცელი მომრგვალებულია…

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

იმედი

ანა და თომა მრავალი წელია ერთად არიან. მათი გრძნობები დიდი ხანია გაცივდა და თითქმის მზად არიან განშორებისთვის. მაგრამ ანა ავად ხდება ...

44 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სამოქალაქო ომი

ეპიკური სამხედრო დრამა, რომელშიც მოვლენები ვითარდება უახლოეს მომავალში, როდესაც შეერთებული შტატები სამოქალაქო ომის ზღვარზე აღმოჩნდება. თეთრი სახლისთვის რბოლა და 19 შტატის გამოყოფა ქვეყანას ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევს, რომლის ფაშისტი პრეზიდენტი ომის მდგომარეობაში იმყოფება ტეხასისა და კალიფორნიის ეგრეთ წოდებულ “დასავლეთის ძალებთან”. ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ მსოფლიო ისტორიაში ამ გლობალური ეტაპის გაშუქებას ამერიკის დაშლის შესახებ, მიემგზავრებიან ვაშინგტონში, სადაც ახლა ჟურნალისტებზე ნადირობენ.

68 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ებიგეილი

ნაწილობრივ 1936 წლის ფილმზე “დრაკულას ქალიშვილი” დაფუძნებული საშინელებათა თრილერი, გამტაცებელთა ჯგუფის შესახებ, რომლებსაც დაიქირავებენ პატარა გოგონას გასატაცებლად. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამტაცებლების ჯგუფს მიჰყავს პატარა გოგონა დანიშნულ ადგილას ღამით მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მოულოდნელად გამტაცებლები აღმოაჩენენ, რომ ისინი გამოკეტეს სახლში, და პატარა გოგონა, რომელიც მათ გაიტაცეს, სხვა არავინაა, თუ არა დრაკულას ქალიშვილი, რომელიც ახლა მათზე ნადირობს…

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მონსტრების ამაზრზენი ოჯახი 2

კორნიჩონების ოჯახის უფროსი ნანდო ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იღუპება. სამწუხარო მოვლენა ნანდოს ქალიშვილის, ლუნას ადამიანების ოჯახს, და მისი მეუღლის ადალბერტოს მონსტრების ოჯახთან აერთიანებს. დამწუხრებულ ახლობლები იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ ნანდო არა საიქიოში, არამედ შორეულ თავშესაფარშია. ერთადერთი, ვინც ამის შესახებ იცის, არის მიტოვებული და უსახსროდ დარჩენილი მისი ცოლი სტელა, რომელიც გზას ეძებს, რათა გადაიხადოს “მკვდარი” ქმრის ვალები. სტელა გადაწყვეტს ისარგებლოს ოჯახური კრიზისით მის სიმამრს ვლადიმეროსა და ბრუნჰილდას შორის. მისი მიზანია – ვამპირის გულში ადგილის გათავისუფლება და ჯადოქრის ავტორიტეტის შელახვა. მაგრამ ბრუნჰილდა არ ნებდება… ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს მარადიული ქორწინების გადასარჩენად.

47 0 00 Share Report Read