Travel

SocietyTravel gacpacho

დუმილი

მონადირე, რომელიც იზოლაციაში ცხოვრობს ველური ბუნების ნაკრძალში კატა-თაგვობანას საშიშ თამაშში აღმოჩნდება აღმოჩნდება, როდესაც ის და ადგილობრივი შერიფი ბოროტ მკვლელს ჩაუდგებიან კვალში, რომელსაც შესაძლოა მისი გოგონა ჰყავდეს გატაცებული წლების წინ ...

42 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ილაი

11 წლის ბიჭი, სახელად ილაი, მძიმე აუტოიმუნური აშლილობით არის დაავადებული, რომელიც გარესამყაროსგან მის სრულიად იზოლირებულ ცხოვრებას მოითხოვს. ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, ილაის სასოწარკვეთილი მშობლები მის სიცოცხლეს ექიმის ხელს ანდობენ, რომლის ექსპერიმენტულმა, ულტრათანამედროვე მკურნალობამ შეიძლება ახალგაზრდა გმირს უკანასკნელი იმედი შეუნარჩუნოს. ილაი იზორილებულ კლინიკაში მოხვდება, სადაც ის თერაპიის უკიდურესად ინტენსიურ პროცესს გადის, რომელსაც მისი განკურნება შეუძლია. მაგრამ მალე კლინიკა მისთვის ციხედ იქცევა, რადგან მას საშინელი ხილვები – ჰალუცინაციები – ეწყება, ბიჭი ბოროტი მოჩვენების თავადასხმების მსხვერპლი გახდება, რომელიც როგორღაც მის შინაგან სამყაროს უკავშირდება ...

38 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მის ფიშერი და ცრემლების აკლდამა

იერუსალიმში უსამართლო ტყვეობიდან ბედუინი გოგონას გამოხსნის შემდეგ პრაინ ფიშერი ცდილობს ამოხსნას უძველესი საიდუმლოება , რომელიც ფასდაუდებელ ზურმუხტს , უძველეს წყევლას და შირინის მივიწყებულ ტომს ეხება

33 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

დაქირავებული მკვლელი

მო დაიმონდს, ნიუ იორკელ ფულის გამთეთრებელს, რომელსაც მილიონობით დოლარი აქვს მოპარული ნაღდი ფულისა და ნარკოტიკების სახით, ერთ დღესაც მეხსიერების გარეშე გაეღვიძება. უამრავ კითხვაზე პასუხს ქუჩებში ხეტიალში ეძებს, იქ კი მოძალადე და თაღლით პოლიციელებს უნდა დააღწიოს როგორმე თავი ...

38 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

უსასრულო ღამე

1950 წლების მიწურულს, ერთ საბედისწერო ღამეს, ნიუ მეხიკოში, ახალგაზრდა სატელეფონო სადგურის ოპერატორი ფეი და ქარიზმატული რადიო დიჯეი ევერეტი უცნაურ რადიო სიხშირეს აღმოაჩენენ, რომელსაც შეუძლია მათი პატარა ქალაქი და მათი მომავალი სამუდამოდ შეცვალოს ...

56 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

დაზარალებული

ფილმის გმირი გონს მოდის დამტვრეულ ავტომობილში, სადღაც ჯუნგლებში. ფექი აქვს მოტეხილი, გარშემო რამდენიმე გვამია, ხოლო მანქანის დამხმარე სათავსოში - რევოლვერია. მას არაფერი ახსოვს - როგორ მოხვდა აქ და რა ქვია. გარშემო უღრანი ტყეა და არავინაა. თავიდან რაღაცნაირად უნდა გადაირჩინოს თავი, შემდეგ კი ვინმესთან მიაღწიოს. გზაში კი ისიც გაიხსენოს თუ რა მოხდა. ხოლო იმის გამო რომ საბარგულში ფულით სავსე ჩანთაა, იმ ხალხსაც უნდა დაუძვრეს ხელიდან, ვინც მის მოკვლას შეეცდება ...

51 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ღამის მონადირე

სიუჟეტის ცენტრში მინეაპოლისის პოლიციის ლეიტენანტი, სახელად მარშალია, რომელსაც ახალგაზრდა ქალის მკვლელობა გადამდგარ მოსამართლეს, კუპერს გააცნობს, რომელიც მისი მეგობარი გახდება. ლარასთან ერთად მარშალი, მტაცებელ-პედოფილებს დევნის და უკანონობის წინააღმდეგ უკიდურესი ფორმით იბრძვის, მაგრამ როდესაც ლარა გაუჩინარდება, ის თავის ძველ პოლიცილე-კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართავს, რომელთა ერთობრივ ძებნას ისინი ტყეში მდებარე იზოლირებულ სახლში მიჰყავს, სადაც სახლის სარდაფში გამოკეტილ ლარას და სხვა ათეულობით ქალს გადაარჩენენ. ამ იზოლირებულ სახლში, მარშალი გატაცებებში და მკვლელობებში ეჭვმიტანილ შუახნის მამაკაცს, საიმონს აპატიმრებს. როგორც კი პოლიციის გამომძიებელი რეიჩელი ეჭვმიტანილის დაკითხვას დაიწყებს, ის აღმოაჩენს, რომ საიმონი სავარაუდოდ პარანოიდული შიზოფრენიკია. სანამ რეიჩელი საიმონის დამახინჯებული ცნობიერებიდან რაიმე სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, მარშალი პოლიციელებზე სასიკვდილო თავდასხმენის შეჩერაბას ცდილობს. დგინდება, რომ მიზანმიმართული მკვლელობები საიმონის გატაცებებს უკავშირდება, მარშალი ასკვნის, რომ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჯერ ისევ თავისუფალია და ნებისმიერ დროს შეუძლია გმირებს ახალი დარტყმა მიაყენოს …

59 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

უიღბლო ტიმი

სტეფან პასტისის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია თერთმეტი წლის ბიჭის, ტიმი ფეილურის შესახებ, რომელიც თვლის, რომ იგი ქალაქ პორტლენდლენდში საუკეთესო დეტექტივია, სადაც ახალგაზრდა გმირი საკუთარ სააგენტოს -Total Failure, Inc. შექმნის, რომელშიც თავის მეწყვილესთან, როლო ტუკსთან და წარმოსახვით მეგობართან – 1500 ფუტიან უზარმაზარი პოლარულ დათვთან ერთად მუშაობს. ტიმის ყურადღების ცენტრში – უცნაური შემთხვევების, ოდოიზური ქურდობის გამოძიება და საეჭვო პიროვნებებზე დაკვირვება აღმოჩნდება …

56 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ინტერვიუ ღმერთთან

ისტორია პერსპექტიულ ჟურნალისტ პოლაზე, რომლის რწმენაც გამოცდას გადის მაშინ, როცა ინტერვიუს იღებს ისეთი ადამიანისგან, რომელიც თავის თავს ღმერთს უწოდებს

47 0 00 Share Report Read