Travel

SocietyTravel gacpacho

ბოლო რამ, რაც მას სურდა

ჯოანი დიდიონის ამავე სახლწოდების რომანის ადაპტაცია “ვაშინგტონ პოსტის” ახალგაზრდა ჟურნალისტის, ელენა მაკმეჰონის შესახებ, რომელიც 1980 წელს მისი დედის გარდაცვალების შემდეგ საპრეზიდენტო კომპანიის გაშუქებაზე უარს იტყვის და გაზეთიდან წავა, რათა მის მომაკვდავ მამას, რიჩარდ მაკმეჰონის მოუაროს და მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულოს. ელენა მამის ბიზნესის მართვას იწყებს და, როგორც იარაღით ლეგარული მოვაჭრე, საიდუმლო სამთავრობო სააგენტოსთვის, ცენტრალურ ამერიკაში და ირანში იარაღით ვაჭრობის გარიგებებს დებს. შედეგად, მაკმეჰონი CIA-ის, გავლენიანი პოლიტიკოსების და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით საშიში საერთაშორისო პოლიტიკური შეთქმულების მონაწილე გახდება, სადაც იგი იძულებულია სამხედრო კომპლექსიდან გაიქცეს და კოსტა-რიკას სანაპიროზე მდებარე კუნძულზე გაემგზავროს ...

46 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მახინჯები

ფსიქოლოგიური სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, შეშფოთებული მარტოხელა მამის შესახებ, რომელიც გარე სამყაროს სერიოზული საფრთხეების შიშით შეპყრობილი, მის შვიდი წლის უშიშარ ქალიშვილს სახლში გამოკეტავს. მაგრამ იდუმალი მამაკაცი, გოგონას გაქცევაში არწმუნებს და თავისუფლების, ახალი ოჯახის და შურისძიების ძიებაში მასთან გაერთიანებას სთავაზობს. მას შემდეგ, რაც გოგონა მისი პარანოიდული კონტროლით შეპყრობილი მამის ხელიდან გასხლტომას და სახლიდან გაქცევას მოახერხებს, იგი მოულოდნელად უცნაურ, ძალიან საშიშ და იდუმალ ახალ სამყაროში აღმოჩნდება ...

57 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

სპენსერის მართლმსაჯულება

სპენსერი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც უფრო პრობლემების შექმნითაა ცნობილი, ვიდრე მათი გადაჭრით, ახლახანს გამოვიდა ციხიდან და სამუდამოდ უნდა დატოვოს ბოსტონი. თუმცა ისე მოხდება, რომ თავის ძველ კრივის მწვრთნელსა და მენტორს, ჰენრის დაეხმარება ერთ მოყვარულ მოკრივესთან ურთიერთობის გარკვევაში. ეს ჰოუკია, ერთი უხეში, შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ უფრო სერიოზული მეტოქე იქნება, ვიდრე ოდესმე სპენსერი ყოფილა. როდესაც სპენსერის ორ ყოფილ კოლეგას მოკლულს ნახავენ, იგი ჰოუკსა და მის ყოფილ შეყვარებულს, სისის დაიქირავებს, რათა დაეხმარონ საქმე გამოძიოს, დამნაშავეები კი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ ...

45 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ქსელი

ანჟელა ბენეტი ცხოვრობს კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში. მისი არსებობის ყველა ასპექტი ციფრებშია გადაყვანილი და კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაშია შეტანილი. ანჟელას არსებობა მთლიანად უკავშირდება კომპიუტიზირებას. ის ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ერთხელაც მას წაშლიან. იგი იბრძვის იმის გასარკვევად თუ რატომ წაშალეს საზოგადოებიდან ...

43 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ველური გოგონები

უნივერსიტეტის თანამშრომელს ბრალს სდებენ ორი სტუდენტი გოგონას გაუპატიურებაში, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ ვინ არის მსხვერპლი და ვისი მოფიქრებული გეგმით ვითარდება მოვლენები ...

50 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ჩანგკინგ ექსპრესი

ჰონგ-კონგი, სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ. სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს ...

40 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მეცამეტე სართული

კომპიუტერული კორპორაციის მეცამეტე სართულზე შემუშავებულ იქნა ვირტუალური რეალობის სრულყოფილი მოდელი, რომლის შექმნას საიდუმლო მკვლელობების მთელი სერია მოჰყვა. ამოცანის ამოცნობა შეიძლება, მხოლოდ სხვა განზომილებაში გადასვლისას, სადაც შეიძლება იყოს პასუხები უამრავ კითხვაზე  ...

51 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ბრამსი: ბიჭი 2

2016 წლის ფილმის “ბიჭი” სიქველი საზარელი თოჯინას, სახელად ბრამსის შესახებ, რომელიც კვლავ განაგრძობს ადამიანების ტერორს. მოვლენები ახალგაზრდა წარმატებული ინგლისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომლებიც ჰილსირში მდებარე ძველ სასახლეში გადადიან საცხოვრებლად. მაგრამ გმირები ვერც კი წამოიდგენდნენ, რომ ისინი ბნელი და საშინელი წარსული მქონე სახლში აღმოჩნდებოდნენ, სადაც მათი პატარა ვაჟი მალე თოჯინას სახით შემაშფოთებელ ახალ მეგობარს გაიჩენს, რომელიც ძალიან ჰგავს ცოცხალ ბავშვს ...

60 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მუქარა

ცნობილი დეტექტივი იძიებს წარმოსადეგი საგვარეულოს ოჯახის თავის სიკვდილს. უხუცესი ერთი შეხედვით ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, თუმცა, საინტერესოა რა იმალება ემოციებს მოკელებული სიტყვების უკან

52 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები (ქართულად)

კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება ...

55 0 00 Share Report Read