მისტერიუმი: დაწყება
დეტექტივები მუშაობენ დეპარტამენტში Q. მათ გააგრძელეს ხუთი წლის წინ გაუჩინარებული ქალის საქმე, ისინი მოულოდნელად გავლენ მანიაკის კვალზე, მაგრამ ძიების დროს, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან რჩებიან ...
ბრიტანელი მწერლის მარკ ბერნელის რომანის თანამედროვე ადაპტაცია ახალგაზრდა ქალის სტეფანი პატრიკის შესახებ, რომელიც ოჯახს ავიაკატასტროფაში დაკარგავს. სტეფანი თვითგანადგურების გზას დაადგება, რომელსაც ალკოჰოლი, ნარკოტიკები და უზნეო სექსი იტაცებს. მაგრამ როდესაც იგი გაიგებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა შემთხვევითი არ იყო, მასში შურისძიების გრძნობა გაიღვიძებს. სიმართლის და მკვლელების ვინაობის გამოვლენის მიზნით, სულიერად დაცემული მთავარი გმირი ფეხზე დგება და სახიფათო მისიაში მიდის, რათა დამნაშავეები სიკვდილით დასაჯოს ...
1990-იანი წლები. 67 წლის მამაკაცი – ტრონდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა მეუღლე, პატარა ნორვეგიულ სოფელში გადასვლას გადაწყვეტს, სადაც ის მისი ცხოვრების დარჩენილი დღეების გატარებას განმარტოვებით აპირებს. მაგრამ ერთ დღეს იქ ის თავის ძველ მეგობარს, ლარს შეხვდება, რომლებიც ერთად გაიზადნენ. უნებლიეთ, იგი დიდი ხნის წარსული თავისი ახალგაზრდობის გახსენებას იწყებს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავის მეგობართან ერთად გაატარა, როდესაც ტრონდიმ პირველი სიყვარული, მამა და ბედნიერი ბავშვიბა დაკარგა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას მოახდენს მოზარდების ბედზე. 15 წლის მთავარი გმირი ტრაგიკული სასიყვარული სამკუთხედის მონაწილე გახდება და გაიგებს, რომ უახლოეს ადამიანებსაც შეუძლიათ ერთმანეთისგან წარმოუდგენელი საიდუმლოებები დამალონ ...
რაღაც ან ვიღაც სახელად ბაი ბაი მენი, ადამიანების გონებაში შეღწევით, საშინელების გაკეთებას აიძულებს. ნებისმიერი, ვინც მისი სახელი იცის, ან მასზე ფიქრობს, საფრთხე ემუქრება, რადგან ის მათან მივა. რამდენიმე სტუდენტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, როცა მის სახელს გაიგებენ, ის მათან მისვლას იწყებს, მათ აშინებს, მათი შიშით იკვებება, და შემდეგ მათი გონების კონტროლის მეშვეობით, სიკვდილს აიძულებს. ისინი წინააღმდეგობის გაწევას და გაქცევას ცდილობენ. მაგრამ, ალბათ ვისთვისაც ცნობილია მისი სახელი, უკვე ბაი ბაი მენის კონტროლის ქვეშაა. ვინ არის ის? სული? ან ტელეპატი-მანიაკი?, ჯერ კიდევ შეიძლება, აეხადოს ფარდა ამ საიდუმლოს, და ვინმე გაუმკლავდეს, და მისგან გადარჩეს ...
თურმე, ბრძოლის ველზე ცოცხლად გადარჩენა ბევრად ადვილია, ვიდრე ლოს–ანჟელესში ომის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა იზი როულინსმა დაკარგა სამსახური და მალე შესაძლებელია სახლის გარეშეც დარჩეს. ამიტომაც როდესაც მას შესთავაზებენ გამოსვლას კერძო დეტექტივის როლში და საიდუმლო ლამამაზმანის პოვნას, იზი მაშინათვე დათანხმდება. 100 დოლარი ასეთი იოლი საქმისათვის ხომ არაფერია... თუმცა სიკვდილი 100 დოლარად მას არ დაუგეგმავს ...
მოვლენები 1913 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, ევროპის შუაგულში, ბუდაპეშტი ვითარდება. ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა გოგონა აირის ლეიტერი, მაშინ ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის ბუდაპეშტში ბრუნდება. მას ქუდების ლეგენდარულ მაღაზიაში მუშაობის დაწყება სურს, რომელიც ოდესღაც მის გარდაცვლილ მშობლებს ეკუთვნოდა, მაგრამ მაღაზიის ახალი მფლობელი ოსკარ ბრილი გოგონას არა მხოლოდ უარს ეუბნება, არამედ ასევე მთელი ძალებით ცდილობს მისი ქალაქიდან გაძევებას. თუმცა აირისი სულაც არ აპირებს ასე სწრაფად დატოვოს ბუდაპეშტი. მთავარი გმირი თავისი ოჯახის ბნელი წარსული საუდუმლოების გამოძიებას დაიწყებს და მისი ძმის არსებობის შესახებ შეიტყობს, რომელიც მას არასოდეს უნახავს. გამოძიებას იგი ბუდაპეშტის ბნელ ქუჩებში მიჰყავს, სადაც ცივილიზაციის მღელვარების დაცემის მიჯნაზე, მხოლოდ ქუდების მაღაზია ანათებს ...
ჰერბერტ უელსის სამეცნიერო-ფანტასტიკური კლასიკური რომანის თანამედროვე ეკრანიზაცია ახლგაზრდა გოგონას, სესილია კასის შესახებ, რომელიც ერთ ღამეს მისი სასტიკი, მდიდარი და ბრწყინვალე მეცნიერი-ქმრისგან გაქცევას გადაწყვეტს, და მისი დევნისგან დამალვას თავისი დის, ბავშვობის მეგობრისა და მისი თინეიჯერული ქალიშვილის დახმარებით მოახერხებს. მალე სესილია ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყობს, მაგრამ ის დაეჭვებას იწყებს, რომ თვითმკვლელობა გაყალბებული იყო: ამაზე მისი საყვარელი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილის სერია მიუთითებს. ახლა მთავარი გმირი მთელი ძალებით ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ მას ბოროტება დევნის, რომლის დანახვა შეუძლებელია ...