Article archive

Society gacpacho

ბორდერლენდსი

Gearbox Software-ის ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშების სერიებზე დაფუძნებული ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში და მოგვითხრობს იდუმალი წარსულის მქონე ბოროტმოქმედის ლილითის შესახებ, რომელიც თავის მშობლიურ პლანეტა პანდორაზე ბრუნდება, რათა სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი ატლასის დაკარგული ქალიშვილი იპოვოს. ლილითი მოულოდნელ გუნდთან – ყოფილ ელიტარულ დაქირავებულ მკვლელთან, როლანდთან; თინეიჯერ ამფეთქებელთან პატარა ტინასთან; შეშლილ მეცნიერთან, ტენისთან და მხიარულ რობოტთან აყალიბებს ალიანსს. ახლა ეს წარმოუდგენელი გმირები უნდა შეებრძოლონ უცხოპლანეტელ ურჩხულებს და საშიშ ბანდიტებს, რათა იპოვონ და დაიცვან დაკარგული გოგონა, რომელსაც შეიძლება წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობდეს. სამყაროს ბედი შეიძლება მათ ხელში იყოს, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანისთვის – ერთმანეთისთვის იბრძოლებენ.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უმანკო ბოროტება

სესილია, ღვთისმოსავი რელიგიური ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სთავაზობენ ახალ თანამდებობას ცნობილ იტალიურ ქალთა მონასტერში. მას თავდაპირველად თბილად ხვდებიან იტალიურ თვალწარმტაცი სოფელში. თუმცა, ყველაფერი მალე ირღვევა, როდესაც სესილიასთვის ცხადი ხდება, რომ მისი ახალი სახლი, რომელიც იდეალურად გამოიყურება, სავსეა მრავალი ბნელი და საშინელი საიდუმლოებით…

43 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

ნამდვილი ვერმეერი

ნიჭიერი მხატვარი ჰან ვან მეგრენი შეიყვარებს ამპარტავანი ხელოვნების მცოდნე აბრაჰამ ბრედუსის მეუღლეს. გამწარებული ექსპერტი იყენებს ყველა მის გავლენას და გამოააშკარავებს თავის მეტოქეს, როგორც რემბრანდტის და ვერმეერის ასლების შემქმნელს...

66 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სინათლის დაცემა

კლარა და ელა საბერძნეთის ახალი ადგილების აღმოსაჩენად მიდიან. უბედური შემთხვევა მათ არალეგალ ალბანელებთან შეახვედრებს. ფილმში ნაჩვენებია სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლების დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობათა ჯაჭვი, რომელიც ძალადობასა და შურისძიებაში გადაიზრდება.

38 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ამერიკელი აუტსაიდერი

წარმოუდგენელი ნამდვილი ამბავი ამერიკული ფეხბურთელის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის კურტ უონერის შესახებ, რომელმაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა უმუშევარი სპორტსმენიდან დაწყებული, NFL–ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელამდე დამთავრებული. კურტმა თავისი კარიერა ამერიკულ ფეხბურთში წარუმატებლობების სერიით დაიწო, რომელთანაც არავის სურდა კონტრაქტის გაფორმება. მაგრამ მეუღლის, მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერით, მთავარმა გმირმა ყველა წარუმატებლობის და როგორც სუპერ თასის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე პროფესიონალი ფეხბურთის დიდების დარბაზში შესვლა შეძლო.

53 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ძალიან ქალური ისტორიები

რა სურთ ქალებს? ზოგს - გიჟური ვნება და სიყვარული. სხვებს წარმატებული კარიერა, მესამესთვის არის ბედნიერება ქორწინებაში და შვილებში. ათი განსხვავებული ქალი, რომლებსაც აქვთ ერთი საერთო: ჭეშმარიტი ცხოვრების სურვილი...

36 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ამერიკული ნამცხვარი

ოთხი მეგობარი მოლაპარაკდებიან, რომ გამოსაშვებ საღამოზე ყოველივე მათგანი დაემშვიდობება ვაჟიშვილობას. თავის აღმაშფოთებელ მცდელობების დროს ”ნამდვილი მამაკაცები გახდნენ” ბიჭები უამრავ სიურპრიზს ხვდებიან თავისი შესაძლებლობებთან და საწინააღმდეგო სქესის ურთიერთობებთან დაკავშირებით…

37 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გოძილა: მინუს ერთი

საშინელებათა ფანტასტიკა, რომელშიც მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიაში, რომელიც მოგვითხრობს საშინელი და აბსოლუტური ძალის მქონე ურჩხულის, გოძილას შესახებ. უკვე ომით განადგურებული იაპონია მოულოდნელად გიგანტური გოძილას ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რომელსაც ქვეყანა კიდევ უფრო საზარელ განადგურებამდე მიჰყავს…

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

გოძილა კონგის წინააღმდეგ 2

2021 წლის ფანტასტიკური ექშენის “გოძილა კონგის წინააღმდეგ” სიქველი, რომელშიც ძლევამოსილი კონგი და მრისხანე გოძილა ისევ უპირისპირდებიან კოლოსალურ უცნობ სასიკვდილო საფრთხეს, რომელიც იმალება ჩვენს სამყაროში, რაც საფრთხეს უქმნის მათი და ჩვენი სახეობების არსებობას. ეპიკური ახალი ფილმი უღრმავდება იდუმალი ტიტანების ისტორიებს, მათ წარმომავლობას, თავის ქალის კუნძულისა და მის ფარგლებს გარეთ საიდუმლოებებს, ასევე გამოავლენს მითიურ ბრძოლას, რომელიც დაეხმარა ამ არაჩვეულებრივი არსებების შექმნას, რამაც ისინი სამუდამოდ დააკავშირა და გააერთიანი კაცობრიობასთან.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მოჩვენებებზე მონადირეები 5

2021 წლის ფილმის “მოჩვენებებზე მონადირეები 3“ გაგრძელება, რომელშიც მოვლენები ვითარდება ნიუ-იორკში და მოგვითხრობს მოჩვენებაზე მონადირეების ახალი თავგადასავალების შესახებ. სპენგლერების ოჯახი ბრუნდება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო – ნიუ-იორკის ცნობილ სახანძრო განყოფილება – რათა გაერთიანდნენ ორიგინალურ მოჩვენებაზე მონადირეებთან, რომლებმაც შექმნეს ზესაიდუმლო კვლევითი ლაბორატორია მოჩვენებების სხვა სამყაროში გადასაყვანად. მაგრამ როდესაც უძველესი არტეფაქტის აღმოჩენა ბოროტ ძალას გაათავისუფლებს, ახალი და ძველი მოჩვენებაზე მონადირეებმა გააერთიანონ მათი ძალები თავიანთი სახლის დასაცავად და სამყარო მეორე გამყინვარებისგან გადასარჩენად.

50 0 00 Share Report Read