Article archive

Society gacpacho

ომენი: დასაწყისი

1976 საშინელებათა ფილმის “ომენი” პრიკველი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ქალის შესახებ, რომელსაც აგზავნიან სამუშაოდ რომის ეკლესიაში, სადაც მას სურს მთელი თავისი ცხოვრება დაუთმოს საეკლესია მსახურებას. მაგრამ მოულოდნელად ახალგაზრდა გმირი ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ რწმენას, როდესაც ხვდება შეთქმულთა ჯგუფს, რომლებმაც საკუთარ თავს ხორცშესხმული ბოროტების დაბადება დაუსახეს და ახლა ანტიქრისტეს მოსვლას ელიან…

53 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ღმერთი ტყვიაა

ბოსტონ ტერანის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერი, პოლიციის დეტექტივის, ბობ ჰაიტაუერის შესახებ, რომელიც გაიგებს, რომ მისი ყოფილი ცოლი მოკლულია, ხოლო ქალიშვილი სატანისტების კულტმა მოიტაცა. ბობი იმედგაცრუებული ხდება წარუმატებელი ოფიციალური გამოძიებით, რის შედეგადაც ტოვებს პოლიციას, იკეთებს ტატუს და კულტის წევრი ხდება, რათა კულტიდან გაქცეული ერთადერთი მსხვერპლის, კეისი ჰარდინის დახმარებით, თვალყური ადევნოს ქარიზმატულ კულტის ლიდერს, საირუს და გადაარჩინოს თავისი ქალიშვილი. ამავე დროს, კეისი იყენებს შესაძლებლობას დაიბრუნოს მისი ძალა იმ კულტისგან, რომელმაც ყველაფერი წაართვა მას.

44 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

ახალგაზრდა გოდარი

ლეგენდარული ფრანგი რეჟისორის ჟან-ლუკ გოდარის და 17 წლის მსახიობის ანა ვიაზემსკის შორის ნამდვილი სასიყვარულო ისტორია. ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ფრანგ რეჟისორს მსახიობი შეუყვარდება, რომელიც შემდგომში მისი ცოლი გახდება. პარიზი 1967 წელი. რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი იღებს ფილმს “ჩინელი” მთავარ როლზე თავის შეყვარებულთან ანა ვიაზემსკთან ერთად. ისინი მიმზიდველები, ბედნიერები, შეყვარებულები და განუყოფელნი არიან. მაგრამ ხალხის რეაქცია ფილმზე გოდარს თავზარს დასცემს. ჟან-ლუკი შემოქმედებით კრიზის განიცდის. მაგრამ 1968 წლის მაისის მოვლენები მას სამუდამოდ შეცვლის, იგი ვარსკვლავურ რეჟისორად გადაიქცევა, მუდმივად მეამბოხე ნებისმიერი სისიტემის წინააღმდეგ.

66 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

მხეცი

ქალაქის პოლიცია იძიებს გოგონას გაუჩინარებას. საქმეს პოლიციის ორი ინსპექტორი უძღვება, რომლებსაც ამ საქმეში თავისი ინტერესი აქვთ. ვინც დამნაშვეს პირველი იპოვნის, ,,განსაკუთრებულ დანაშაულთა” განყოფილების უფროსიც იგი გახდება. თანდათან ნათელი ხდება, რომ საქმე უბრალო მოტაცებასთან კავშირში არაა.

49 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ყველაფერმა კარგად ჩაიარა

როდესაც ცნობილი მწერლის ემანუელის 85 წლის მამას, ანდრეს ინსულტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანენ, სასოწარკვეთილი ემანუელი მამის მოსანახულებლად გარბის. საავადმყოფოს საწოლს მიჯაწვული მძიემდ ავადმყოფი და ნახევრად პარალიზებული მომაკვდავი, ანდრე თავის ქალიშვილს ევთანაზიას გაკეთებაში სთხოვს დაეხმარებას. მაგრამ როგორ შეგიძლია დააკმაყოფილო ასეთი მოთხოვნა, თუ ის შენი საკუთარი მამაა? საბოლოოდ მთავარი გმირი გადაწყვეტს მამის მხარდაჭერას მის პროექტში.

31 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ყველა წმინდანი

ნამდვილი ამბავი პასტორზე მაიკლ სპერლოკი, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანების დახმარებას დაუთმო. ხალხის სამსახურში ყოფნა მისთვის არსებობის ჭეშმარიტი აზრი გახდება. ერთ დღეს მთავარი გმირი ხელისუფლებისგან შეტყობინებას იღებს, სადაც მის სხვა ქალაქში ვადაზე ადრე გადაყვანის შესახებ ატყობინებენ. ამ ამბავმა შეიძლება ბევრი ადამიანის ბედს ჯვარი დაასვას, რადგან ბოლო დროს, მის ეკლესიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული დევნილები ცხოვრობენ, რომლებსაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ მხოლოდ მთავარი გმირი ზრუნავს მათზე. საბოლოოდ მაიკლმა ყველაფერი გარისკა, რათა დაკეტვისგან გადაერჩინა მისი პატარა ეკლესია.

49 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

ტომი კუპერი

ტომი კუპერი არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომიკოსი, რომელსაც პატივს სცემენ მისი თანატოლები. თუმცა, საზოგადოების იმიჯის უკან დგას თავხედი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს სვამს

56 0 00 Share Report Read
Society gacpacho

პატარა ფაკერები

10 წელი და 2 პატარა ფაკერი დასჭირდა გრეგს იმისათვის, რომ სიმამრ ჯეკს შეგუებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გრეგი ფარმაცევტულ კომპანიაში იწყებს მუშაობას, ჯეკის ეჭვები სიძის მიმართ ისევ ბრუნდება. ახლოვდება ტყუპების დღეობა და გრეგმა უნდა დაამტკიცოს ვინ არის მთავარი ოჯახში

50 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სახლში, მიტფორდში

განქორწინებული მწერალი მიდის იდეალურ პატარა ქალაქში, რათა გადალახოს თავისი მწერლური სტიქიები. მას შეუყვარდება ქალაქი მიტფორდი, მისი მოსახლეობა და მისი ყველაზე სიმპათიური მღვდელი, რომელიც მეზობლად ცხოვრობს...

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ესპანეთის დედოფალი

ის გებელსის ალერსს გაექცა, მან ჰოლივუდი დაიპყრო, მაგრამ ვერ გაუძლო დიდებას და სამშობლოში დაბრუნდა. მაკარენას ახალი ცხოვრების დაწყება სურს, ფილმში მონაწილეობაზე თანხმდება სადაც დედოფალი იზაბელა პირველის როლი უნდა ითამაშოს, მაგრამ წარსული მოსვენებას არ აძლევს

42 0 00 Share Report Read