Article archive

Society gacpacho

მსოფლიოს მაღაზიის ქურდები

მოვლენები 1987 წელს დენვერში ვითარდება და ოთხი ახალაგაზრდა მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საკულტო ბრიტანული როკ-ჯგუფის The Smiths-ის მოულოდნელი დაშლით შოკირებულები, წვეულებაზე მიდიან, რათა მათი მუსიკალური დანაკარგი იგლოვონ. ამავე დროს, The Smiths-ის ერთ-ერთი იარაღით შეარეღებული ფიცხი გულშემატკივარი ადგილობრივ რადიო დიჯეის მძევლად აიყვანს და მას მხოლოდ The Smiths-ის ტრეკების დაკვრას აიძულებს. შედეგად, წვეულების დროს რადიოში გაჟღერებული მუსიკის ფონზე მეგობრები თვითშემეცნების გიჟურ მოგზაურობაში მიდიან, რომელიც მათ სამუდამოდ შეცვლის.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ლურჯი ბეკი

სანამ საზღვაო ბიოლოგი ები გემზე იმყოფება, რომელიც ავსტრალიის მარჯნის რიფების ნელ შლას შეისწავლის, მას ურეკავენ და ეუბნებიან, რომ დედამისმა გადაიტანა ინსულტი, რის გამოც მას არ შეუძლია ლაპარაკი. ები იწყებს თავისი ბავშვობის და იმ უზარმაზარი გავლენის შესახებ ფიქრს, რომელიც დედამ მოახდინა გოგონას მსოფლმხედველობაზე. მოგონებებში ჩვენ ვხვდებით თინეიჯერ ების, რომელიც თავდაჯერებულობასა და ცნობისმოყვარეობას ავლენს და ღრმად არის დაინტერესებული იმ ყურის დასაცავად, სადაც ისინი ცხოვრობენ. ადგილობრივ მეთევზესთან მხიარულ შეხვედრებს შორის, ის აგრძელებს კონტაქტს ლურჯ თევზთან, რომელსაც სიყვარულით ეძახის “ბლუბეკს”, რომელიც ხდება ოკეანის ყველა საოცრების შეხსენების მიზეზი და გზა ებისა და დედამისს შორის უფსკრულის გადასალახად.

45 0 00 Share Report Read
Society gacpacho

არგაილი

ელი კონუეის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული ექშენ-თრილერი, ამნეზიით დაავადებული მსოფლიო დონის ჯაშუშის, არგაილის (ჰენრი კავილი) შესახებ, რომელსაც აიძულებენ დაიჯეროს, რომ ის ბეტსელერი ჯაშუშური რომანების ავტორია. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება მას შემდეგ, რაც მთავარ გმირს თავისი მოგონებები და სასიკვდილო უნარები დაუბრუნდება, რის შედეგადაც განრისხებული ერგილი შურისძიების გზას ადგება ჩრდილოვანი, ორგანიზაციის, ე.წ. “დივიზიის” წინააღმდეგ, სადაც იგი მუშაობდა ადრე…

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ალიბი.ქომ 2

2017 წლის ფილმის “ალიბი.ქომ” გაგრძელება, ახალგაზრდა გრეგის შესახებ, რომელიც იძულებულია თავისი სააგენტო ალიბი.ქომ დახუროს, მისი საცოლე ფლოს დაკარგვის შიშით. გრეგი სთხოვს მას, რომ ცოლად გაჰყვეს. მაგრამ ფლოს მშობლებს სურთ ქორწილამდე ჯერ გრეგის მშობლებს შეხვდნენ. შედეგად, თაღლითი მამისა და მომხიბვლელი მსახიობი დედის გამო, მთავარი გმირი გადაწყვეტს მისი მეგობრების ავგუსტინისა და მეჰდის დახმარებით გახსნას თავისი სააგენტო, რათა საბოლოო ალიბი მიიღოს და უფრო პრეზენტაბელური სახის ყალბი მშობლები იპოვოს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო.

37 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

თოვლის საზოგადოება

1972 წელს ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაიქირავეს, რაც გაცილებით იაფი ჯდებოდა. 1972 წლის 12 ოქტომბერს ურუგვაელები ჩილეში უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო. მეორე დღეს პილოტმა გზა განაგრძო. ამჯერად მან კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით გადაწყვიტა, რაც საშუალებას მისცემდა, დაბალ სიმაღლეზე ეფრინა. თვითმფრინავში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდები მხიარულობდნენ და შეჯიბრებისთვის ემზადებოდნენ. მოულოდნელად ამინდი გაუარესდა, რამაც ხილვადობა თითქმის ნულამდე დაიყვანა. პილოტს დიდი პრობლემა შეექმნა – მას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი 5 ათასი მეტრის სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა. როცა შეცდომა შეამჩნიეს, უკვე დაგვიანებული იყო… შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავი თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა. 45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მტრულ და მიუწვდომელ გარემოში ჩარჩენილი გმირები იძულებუნლი ხდებიან მიმართონ უკიდურეს ზომებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

60 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ვეფხვის აღზევება

დანიელი მწერლის კეიტ დიკამილოს ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული ოჯაური დრამა, რომელშიც მოვლენები ფლორიდაში ვითარდება და მწუხარე 12 წლის რობ ჰორტონის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა დედა. ერთ დღეს ის ტყეში სეირნობის დროს გალიაში ჩაკეტილ ბენგალურ ვეფხვს იპოვის, რომელიც მოტელის ბოროტ მფლობელს ტყვედ ჰყავს. ახლა კეთილი მოახლე ვილი მეის და მისი ახალი თანაკლასელის დახმარებით, რობიმ უნდა გადაწყვიტოს გადაარჩინოს თუ არა ვეფხვი და, თავის მხრივ, გაათავისუფლოს თავი ემოციური მწუხარებისგან.

41 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფული

ფილმი სამი მძარცველის ამბავს მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც ერთ-ერთი ქურდობის დროს მომხდარი შემთხვევა ცვლის.

59 0 00 Share Report Read
Society gacpacho

რთული ბავშვი 2

ცელქი ჯუნიორ ჰილი დაუმორჩილებელი ბავშვია, მაგრამ მისი მშვილებელი მამა ითმენს მის ხრიკებს და ცდილობს გააკონტროლოს მისი ბრაზი, რადგან ჯუნიორი მხოლოდ პატარა ბიჭია, თუმცა რთული ...

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

მენსფილდის პარკი

12 წლის ასაკში ფანი პრაისი თავისი მდიდარი ნათესავების მამულში აღმოჩნდება. ჭკვიანი და მონდომებული გოგო, მოკლებულია დედობრივ სითბოს და მზრუნველობას და ჭეშმარიტად მეგობრობს მხოლოდ ბიძაშვილთან ედმუნდთან.

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

საოცნებო მოგზაურობა საბერძნეთში

როდესაც ბავშვობის მეგობრები მაგალი და ბლანდინი ერთმანეთს გადაკვეთენ მრავალი წლის შემდეგ, ისინი გადაწყვეტენ, საბოლოოდ საოცნებო შვებულება დაგეგმონ საბერძნეთში

42 0 00 Share Report Read