Article archive

Society gacpacho

ბაგჰედის წყევლა

მისი გაუცხოებული მამის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა აირისი გაიგებს, რომ მას მემკვიდრეობით ერგო დანგრეული, მრავალსაუკუნოვანი პაბი. იგი მიემგზავრება ბერლინში მამის ცხედრის ამოსაცნობად და შეხვდება ადვოკატს, რათა განიხილონ ქონების საკითხი. მან არ იცის, რომ როდესაც დოკუმენტს მოაწერეს ხელს, იგი დაუკავშირდება პაბის სარდაფში მცხოვრებ, ენით აუწერელ არსებას – ბეგჰედი, რომელსაც შეუძლია ფორმის შეცვლა და მიცვალებულის დროებით გაცოცხლება. ნილი, რომელმაც ცოლი დაკარგა, აირისის პირველი კლიენტია. მამამისის მსგავსად, აირისსაც ცდუნება იპყრობს გამოიყენოს არსების ძალები და დაეხმაროს სასოწარკვეთილ ადამიანებს გარკვეულ საფასურად. მაგრამ ის მალე აღმოაჩენს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს საშინელი შედეგები. თავის საუკეთესო მეგობარ ქეითთან ერთად, აირისმა უნდა იბრძოლოს, რომ შეინარჩუნოს კონტროლი ბეგჰედზე და გაარკვიოს, როგორ გაანადგუროს იგი, სანამ ის გაანადგურებს მათ.

47 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უკან მომავალში

მოზარდი მარტი დროის მანქანით, რომელიც მისმა მეგობარმა პროფესრმა დოკმა შექმნა, ხვდება 80-ნი წლებიდან შორეულ 50-ან წლებში. იქ ის შეხვდება თავის მომავალ მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოზარდები არიან, და მეგობარ-პროფესორს, რომელიც ჯერ სულ ახალგაზრდაა. მისი მოგზაურობა წარსულში უამრავ სასაცილო და დრამატიულ სიტუაცია გამოიწვევს. საკუთარი საზრიანობა და პროფესორის ფანტაზია ეხმარება ყველა დაბრკოლების გადალახვაში და მომავალში დაბრუნებაში.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უკან მომავალში 3

დროში მოგზაურობის ტრილოგიის დასასრული. დაუღალავი მარტი მაკფლაი მიემგზავრება 1885 წლებში კოვბოების და ინდიელების ძველ ველურ დასავლეთში თავისი მეცნიერი-მეგობრის მოსაძებნად. მარტი იმედოვნებს ისტორიის მსვლელობის შეცვლას, იმისათვის, რომ მეცნიერი სიკვდილისგან გადაარჩინოს: აარიდოს ზურგში ტყვიის მოხვედრა, რომელიც მას ბოროტმოქმედებმა მოუმზადეს

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

მსოფლიოში საუკეთესო საკონდიტრო ფაბრიკის მფლობელი ვილლი ვონკი, აცხადებს კონკურს, რომლის ხუთი გამარჯვებული შეძლებენ ფაბრიკის ნახვას და ერთ-ერთი მათგანი მოიგებს იმდენ შოკოლადს, რომ მთელი ცხოვრება ეყოფა! ჩარლი ბაკეტი, პატარა ბიჭი ძალიან გაჭივრებული ოჯახიდან, რომელსაც არააქვს საშუალება შეიძინოს ყველაზე უბრალო შოკოლადის კამფეტიც, შემთხვევით პოულობს ვჯვგებიან ბილეთს და მონაწილეობას ღებულობს ფაბრიკის დათვალიერებაში. მაგრამ სხვა ოთხი ბავშვი, განსხვავებით ჩარლისაგან, არ არიან ისეთი კეთილსინდისიერები , იწყებენ გაქრობას ექსკურსიის დროს, იმიტომ რომ არ ასრულებენ ვონკას ინსტრუქციებს. შესძლებს ჩარლი ექსკურსიის ბოლომდე გასვლას?

53 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

სიჩუმის ყურე

უილი მიიჩნევს, რომ მათი შვილის სავარაუდო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი მეუღლე როზალინდა უდანაშაულოა, მაგრამ მოგვიანებით ის როზალინდას გამანადგურებელი წარსულის შესახებ საშინელ სიმართლეს შეიტყობს, რომელიც სხვა გაუხსნელ დანაშაულთან კავშირში აღმოჩნდება…

58 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ძველი მეთოდი

მოვლენები ვითარდება ველურ დასავლეთში და ყოფილი მსროლერის, კოლტონ ბრიგსის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ წარსული უკან დატოვა. თუმცა, როდესაც ბოროტმოქმედების ბანდა მის ცოლს მოკლავენ, ბრიგსი აღმოაჩენს, რომ მისი სამყარო განადგურებულია და იძულებულია ხელახლა აიღოს იარაღი. მაგრამ ბრიგსი ამჯერად შურისძიების გზაზე მარტო არ მიდის; ის ახლა მამაა და თან უნდა წაიყვანოს თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ბრუკი, რათა დაედევნოს მამაკაცს, სახელად მაკკალისტერს, რომელმაც დედამისი მოკლა; ადამიანი, რომელსაც ამოძრავებს საკუთარი დემონები და რთული წარსული.

40 0 00 Share Report Read
Society gacpacho

სახლი გზასთან

1989 წლის ამავე სახელწოდების საკულტო ფილმის რიმეიკი, აბსოლიტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლის, ელვუდ დალტონის (ჯეიკ ჯილენჰოლი) შესახებ, რომელიც იწყებს მუშაობას ფლორიდა-კისში მდებარე გზისპირა კლუბში. თუმცა, ის მალევე აღმოაჩენს, რომ ტროპიკულ სამოთხეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, სადაც მთავარი გმირი კორუმპირებულ ბიზნესმენს უპირისპირდება, რომელსაც ტერორში ჰყავს პატარა ქალაქის მოსახლეობა

46 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ფილი

ფილი – საშუალო ასაკის კრიზისში მყოფი დეპრესიული სტომატოლოგია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ერთ-ერთი პაციენტი, მამაკაცი, რომელსაც ერთი შეხედვით სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდა, მოულოდნელად თავს მოიკლავს. მთავარი გმირი გადაწყვეტს გაარკვიოს, თუ რამ აიძულა მამაკაცს თვითმკვლელობა, რომელსაც ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველაფერი ჰქონდა. ფილს ხელოსნად მოაქვს თავი და გარდაცვლილის ცხოვრებაში ინტრეგირდება, რომელიც მის მეუღლეს და ქალიშვილს ეხმაება, რის შედეგადაც გმირებს მხიარული თავაგადასავლები ელოდებათ. მაგრამ როდემდე შეძლებს ფილი ამ ორმაგი ცხოვრების შენარჩუნებას?

49 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

კრიმინალური ქალაქი 3

2022 წლის კორეული კრიმინალური თრილერის “კრიმინალური ქალაქი 2“ მესამე ნაწილი, რომელიც აგრძელებს გაძლიერებული დეტექტივის, მა სეოკ-დუს სახიფათო თავგადასავალს მას შემდეგ, რაც ის ქალაქ გიმჩჰონის პოლიციის განყოფილებას დატოვებს და შეუერთდება დანაშაულთან ბრძოლის რეგიონულ საგამოძიებო ჯგუფს, რათა დაუპირისპირდეს ახალ კრიმინალურ შეთქმულებას და გაანდგუროს იაპონელი განგსტერები, რომლებიც კორეაში ჩადიან საზარელი დანაშაულების ჩასადენად…

53 0 00 Share Report Read