პლასტიკის გენიოსები
სეული, 2007 წ. აპგუჯეონგში ყველამ იცის კანგ დაე-გუკი. როგორც ჩანს, ის არაფერს აკეთებს განსაკუთრებულს, მაგრამ აქვს ქარიზმა, საქმიანი გრძნობა, ასევე სასარგებლო კავშირები და შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა
სეული, 2007 წ. აპგუჯეონგში ყველამ იცის კანგ დაე-გუკი. როგორც ჩანს, ის არაფერს აკეთებს განსაკუთრებულს, მაგრამ აქვს ქარიზმა, საქმიანი გრძნობა, ასევე სასარგებლო კავშირები და შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა
ბუენოს-აირესის გარეუბანში მდებარე დიდ სახლში ხანდაზმული ყოფილი კინოვარსკვლავი მის სამ ძველ მეგობრებთან: მსახიბთან, სცენარისტთან და რეჟისორთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღეს მათი მშვიდობიანი არსებობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც მათთან ახალგაზრდა წყვილი ჩავა, რომლებსაც ამ სახლის ყიდვა სურთ. მაგრამ რადგან მოხუცებს ეს არ სურთ, მაშინ ახალგაზრდა წყვილი მოხერხებულობით და მოტყუებით გადაწყვეტენ მათ სახლის გაყიდვა აიძულონ…
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილი რეგულარულ კოლეჯში ირიცხება მას შემდეგ, რაც ყველას არწმუნებს, რომ მას აქვს უფლება ისარგებლოს სტუდენტობის წლებით
ამბობენ, რომ ძაღლი – ადამიანის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ რა მოხდება, თუ ადამიანი – სრული ნაძირალაა? ამ შემთხვევაში, შეიძლება, ძაღლის შურისძიების დრო დადგეს. როდესაც გულუბრყვილო და საშინლად ოპტიმისტ ბორდერ-ტერიერს, სახელად რეჯის, თავისი არამზადა პატრონი დაგი მიატოვებს ქალაქის ქუჩებში, რეჯი დარწმუნებულია, რომ მისი საყვარელი პარტონი არასოდეს მიატოვებდა მას განზრახ. მაგრამ როგორც კი რეჯი ხვდება მოლაყბე და უხამს მაწამნალა ბოსტონ-ტერიერს, ბაგს, რომელსაც უყვარს თავისი თავისუფლება და თვლის, რომ პატრონები გოიმებისთვისაა, რეჯი საბოლოოდ ხვდება, რომ მას ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდა და რწმუნდება, რომ დაგი უგულო ნაბიჭვარია. შედეგად, შურისძიების გადაწყვეტილებით, მთავარი გმირი, ბაგი და ბაგის მეგობარი ჭკვიანი ავსტრალიელი ნაგაზი მეგი შეამუშავებენ გეგმას, რომლებიც იწყებენ ეპიკურ თავგადასავალს, რათა დაეხმარონ რეჯის სახლისკენ მიმავალ გზაზე… და დაგს აიძულონ პასუხი აგოს ერთ ადგილზე კბენით, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს.
მოვლენები 1968 წელს ჩიკაგოში ვითარდება, სადაც სანამ ქალაქი და ქვეყანა ძალადობრივი პოლიტიკური აჯანყების ზღვარზეა, ქალაქგარეთ მცხოვრები დიასახლისი ჯოი თავის ქმართან და ქალიშვილთან ერთად ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. ჯოი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება – ის დაორსულდა, თუმცა ამას მის ჯანმრთელობაზე სავალალო შედეგები მოჰაქვს. შედეგად, ის სამედიცინო დახმარების მიღებას ცდილობს, მაგრამ სახელმწიფო საავადმყოფოები მას უარს ეუბნებიან, რადგან ქვეყანაში აბორტი უკანონოა. ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში მთავარი გმირი არალეგალურ ფემინისტურ ორგანიზაციას აღმოაჩენს, რომელიც ფარულად ეხმარება ქალებს უსაფრთხო აბორტების ხელმისაწვდომობით და ამ პროცესში მის ცხოვრებას ცვლიან.
58 წლის ლუი ქალაქ ლოზანაში დამკრძალავი ბიუროს დირექტორია, რომელიც სრულყოფილად ერთგულია თავისი პროფესიის მიმართ და ვერ ახერხებს პენსიაზე გასვლას. იგორი 40 წლისაა, მას აქვს ცერებრალური დამბლა და ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედვად, ძალიან გონიერია. ქირა რომ გადაიხადოს, იგორი თავის სამთვალა ველოსიპედით ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის მიმწოდებით არის დაკავებული, ხოლო დანარჩენ დროს ფილოსოფოსების წიგნების კითხვაში ატარებს. მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც შემთხვევით, ლუისა და იგორის გზები გადაიკვეთება, სადაც ახირებული ლუი გადაწყვეტს იგორი თან წაიყვანოს. ისინი კატაფალკით მიდიან, რათა მოხუცი ქალი გადაასვენონ სამხრეთ საფრანგეთში.
ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, FBI-ი ახალგაზრდა მამაკაცს და გამოცდილ ავანტიურისტს, საირუს უიტეკერის (კევინ ჰარტი) და მის საერთაშორისო მძარცველების გუნდს სთავაზობს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების ძარცვის გარიგებას. სანაცვლოდ FBI-ი მათ აღარ ჩასვას ციხეში. თუმცა, ოქრო, რომელიც ტერორისტული უჯრედისკენ მიემართება, ლონდონიდან ციურიხში მიმავალ ბოინგ 777-ის ტიპის თვითმფრინავშია. ახლა ისტორიაში ყველაზე გიჟური ძარცვა უნდა მოხდეს 10,000 მეტრის სიმაღლეზე და თვითმფრინავიდან ხმელეთზე დაშვებისთვის მოკლე დროში…