Society

Society gacpacho

საიდუმლო სამეფო

ახალგაზრდა ვერიტისა და პიტერის მოგზაურობა ოჯახის ძველ სასახლეში იცვლება, როდესაც მათი ოთახის იატაკი მოულოდნელად იშლება და ისინი მიწისქვეშა კამერაში ჩავარდებიან, სადაც მათ მოლაპარაკე პანგოლინების ცივილიზაცია ხვდება, რომელთა ლიდერი, ელვინი ეუბნება მათ, რომ პიტერის მოსვლა ნაწინასწარმეტყველებია და მალევე ირკვევა, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი მისია ელის. და-ძმები ხვდებიან სხვადასხვა ჯადოსნურ არსებებს თავიანთ თავგადასავალებში და სწავლობენ ძვირფას გაკვეთილებს, მათ შორის, შეუძლია თუ არა პიტერს დაუპირსიპირდეს მის უდიდეს შიშს – საკუთარ თავს – და საბოლოოდ გადაარჩინოს მდგომარეობა.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

დღეს აქ

როდესაც კომედიური ჟანრის ვეტერანი მწერალი ჩარლი ბერნსი, რომელიც ნელა კარგავს კავშირს რეალობასთან, ერთ დღეს ნიუ-იორკელ ნიჭიერ ქუჩის მომღერალს ემა პეიჯს შეხვდება, მათ შორის წარმოუდგენელი, მხიარული და მგრძნობიარე მეგობრობა ყალიბდება, რომლებიც თაობებს შორის ბარიერს შლიან და ხელახლა აღმოაჩენენ სიყვარულისა და ნდობის მნიშვნელობას…

48 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბროკერი

სან-ჰენი, ახლომდებარე ეკლესიაში მოხალისეა, სადაც მისი მეგობარი დონ-სუნი მუშაობს, რომლებიც არალეგალურ ბიზნესით არიან დაკავებულები. ისინი ეკლესიაში მშობლების მიერ დატოვებულ არასასურველ ბავშვებს იპარავენ და ყიდიან მათ შავ ბაზარზე გასაშვილებლად. . . მაგრამ როდესაც ახალგაზრდა დედა სო-ენი შვილის დატოვების შემდეგ უკან ბრუნდება, ის აღმოაჩენს მათ და გადაწყვეტს მათთან ერთად გაემგზავროს ბავშვის პოტენციურ მშობლებთან. იმავდროულად, ორი დეტექტივი გმირების კვალს მიჰყვება.

36 0 00 Share Report Read
SocietyTravel gacpacho

ბუნი

ნიკ ბუნი – დაქირავებული მკვლელია, რომელიც დაუნდობელი სინდიკატის აღმსრულებელის სახით თავისი ცხოვრების გამოსყიდვას ცდილობს. ნიკი მის წარსულს გაურბის და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის შორეულ მხარეში გადადის, სადაც ის მებრძოლ ქვრივს და მის შვილს ხვდება. როდესაც მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ დედა და შვილი კრიმინალური ავტორიტეტის შიშის ქვეშ ცხოვრობენ, ბუნი ხვდება, რომ მათი დაცვის ერთადერთი გზა არის გააკეთოს ის, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის: მოკვლა.

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

აუტანელი ბოსები

ნიკისთვის, კურტისთვის და დეილისთვის ყოველდღიურობა უფრო ასატანი რომ გახდეს მათი აუტანელი ბოსები უნდა გაანადგურონ. სამსახურიდან წასვლა გამორიცხულია, ამიტომ სასმელისა და ყოფილი პატიმრის რამოდენიმე რჩევის დახმარებით ეს სამი მეგობარი ჩახლართულ გეგმას დასახავენ და ერთი შეხედვით ეს სულელური გეგმა მათ ეხმარებათ აუტანელი ბოსების სამუდამოდ თავიდან მოცილებაში...

43 0 00 Share Report Read
Society gacpacho

პეპლების იძულებითი მიგრაცია

ხელოვანი ადამიანები რთული სოციალური და მატერიალური რეალობის პირისპირ. გამოსავალის ძებნა, რომელიც სავსეა კომპრომისებით და აბსურდით, ბედნიერი მომავლის მუდმივი მოლოდინით. ფილმი მოგვითხობს შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაზე, მის სევდიან სიყვარულზე რომელიც მთავარ გმირს მძიმე არჩევანის პირისპირ ტოვებს.

31 0 00 Share Report Read
Society gacpacho

ბორდერლენდსი

Gearbox Software-ის ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშების სერიებზე დაფუძნებული ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში და მოგვითხრობს იდუმალი წარსულის მქონე ბოროტმოქმედის ლილითის შესახებ, რომელიც თავის მშობლიურ პლანეტა პანდორაზე ბრუნდება, რათა სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი ატლასის დაკარგული ქალიშვილი იპოვოს. ლილითი მოულოდნელ გუნდთან – ყოფილ ელიტარულ დაქირავებულ მკვლელთან, როლანდთან; თინეიჯერ ამფეთქებელთან პატარა ტინასთან; შეშლილ მეცნიერთან, ტენისთან და მხიარულ რობოტთან აყალიბებს ალიანსს. ახლა ეს წარმოუდგენელი გმირები უნდა შეებრძოლონ უცხოპლანეტელ ურჩხულებს და საშიშ ბანდიტებს, რათა იპოვონ და დაიცვან დაკარგული გოგონა, რომელსაც შეიძლება წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობდეს. სამყაროს ბედი შეიძლება მათ ხელში იყოს, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანისთვის – ერთმანეთისთვის იბრძოლებენ.

42 0 00 Share Report Read
Society gacpacho

უმანკო ბოროტება

სესილია, ღვთისმოსავი რელიგიური ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სთავაზობენ ახალ თანამდებობას ცნობილ იტალიურ ქალთა მონასტერში. მას თავდაპირველად თბილად ხვდებიან იტალიურ თვალწარმტაცი სოფელში. თუმცა, ყველაფერი მალე ირღვევა, როდესაც სესილიასთვის ცხადი ხდება, რომ მისი ახალი სახლი, რომელიც იდეალურად გამოიყურება, სავსეა მრავალი ბნელი და საშინელი საიდუმლოებით…

43 0 00 Share Report Read
SocietyCulture gacpacho

ნამდვილი ვერმეერი

ნიჭიერი მხატვარი ჰან ვან მეგრენი შეიყვარებს ამპარტავანი ხელოვნების მცოდნე აბრაჰამ ბრედუსის მეუღლეს. გამწარებული ექსპერტი იყენებს ყველა მის გავლენას და გამოააშკარავებს თავის მეტოქეს, როგორც რემბრანდტის და ვერმეერის ასლების შემქმნელს...

66 0 00 Share Report Read